მელბურნის კორტების დღის პერიპეტიები
პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა ქალებს შორისაც და აქაც, ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

ავსტრალიის ღიას მოქმედმა ჩემპიონმა ანჟელიკ კერბერმა ვერაფერი გააწყო ამერიკელი კოკო ვანდევეგეს მძლავრი თამაშის წინააღმდეგ. გერმანელი ელოდა მომენტს - როდის დაიწყებდა ვანდევეგე შეცდომების დაშვებას და ეს მომენტი მეორე სეტის დასაწყისში მოხდა - კერბერმა ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწიანურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მცირე ჩავარდნა იყო - ვანდევეგემ მაშინვე "მშრალი" ანგარიშით აიღო საპასუხო ბრეიკი და გააგრძელა ფავორიტის რბევა. ბურთების 78 პროცენტი პირველი მოწოდებით, 6 ეისი (კერბერს - არც ერთი) და 30 "ვინერსი" - ამის ხარჯზე, ამერიკელმა პირველად გააღწია "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

პირველად ამ ტურნირზე, გარბინ მუგურუსამ უპრობლემოდ მოიგო შეხვედრა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სორანა კირსტეას ტრავმა იყო, რომელიც მან პირველ სეტში მიიღო. ეს პრაქტიკულად განაჩენი აღმოჩნდა რუმინელისთვის, რადგან ძალიან უჭირდა ბექჰენდების შესრულება. სორანამ ორჯერ გამოიძახა კორტზე ექიმი, მაგრამ ამან არ უშველა. მუგურუსა მეოთხედფინალში ვანდევეგეს შეხვდება.

36 წლის ვინუს უილიამსი იმაზე მეტს ცდებოდა, ვიდრე წინა შეხვედრებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ამერიკელისთვის, დაემარცხებინა მსოფლიოს 181-ე ჩოგანი. ბარტელი ძალიან დაბნეული ჩანდა კორტზე და არც კი მისდევდა ვეტერანი მეტოქის უძლიერეს დარტყმებს. ვინუსი ორჯერ აღემატებოდა მეტოქეს "ვინერსებით" და სხვა დამატებითი მაჩვენებლებით.

უფროსი უილიამსი ნახევარფინალში გასასვლელად რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება, რომელმაც თანამემამულე სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა. ის უკეთ აწვდიდა, იშვიათად ცდებოდა და ბევრი "ვინერსიც" ჰქონდა. კუზნეცოვას პრობლემები იმით იყო გამოწვეული, რომ ვერ მოასწრო აღდგენა წინა წრეში ელენა იანკოვიჩთან მარათონის შემდეგ, რომელიც სამსაათნახევარი გაგრძელდა და ბოლო სეტი 9:7 დასრულდა.

ქალები. 1/16 ფინალი

კერბერი (გერ, 1)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:0, 6:4

ს. უილიამსი (აშშ, 2)-გიბზი (აშშ) 6:1, 6:3

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-ოსტაპენკო (ლატ) 4:6, 6:0, 10:8

მაკაროვა (რუს, 30)-ციბულკოვა (სლოვაკ, 6) 6:2, 6:7(3), 6:3

მუგურუსა (ესპ, 7)-სევასტოვა (ლატ, 32) 6:4, 6:2

კუზნეცოვა (რუს, 8)-იანკოვიჩი (სერ) 6:4, 5:7, 9:7

კონტა (ბრიტ, 9)-ვოზნიაცკი (დან, 17) 6:3, 6:1

პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-სვიტოლინა (უკრ, 11) 7:5, 4:6, 6:3

გავრილოვა (ავსტრა, 22)-ბაშჩინსკი (შვეიც, 12) 6:3, 5:7, 6:4

ვ. უილიამსი (აშშ, 13)-დუანი (ჩინ) 6:1, 6:0

ბრეიდი (აშშ)-ვესნინა (რუს, 14) 7:6(4), 6:2

სტრიკოვა (ჩეხ, 16)-გარსია (საფ, 21) 6:2, 7:5

ვანდევეგე (აშშ)-ბუშარი (კან) 6:4, 3:6, 7:5

კირსტეა (რუმ)-რისკე (აშშ) 6:2, 7:6(2)

ბარტელი (გერ)-ბარტი (ავსტრა) 6:4, 3:6, 6:3

ლუჩიჩი (ხორ)-საკარი (საბ) 3:6, 6:2, 6:3

1/8 ფინალი

ვანდევეგე (აშშ)-კერბერი (გერ, 1) 6:2, 6:3

მუგურუსა (ესპ, 7)-კირსტეა (რუმ) 6:2, 6:3

ვ. უილიამსი (აშშ, 13)-ბარტელი (გერ) 6:3, 7:5

პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-კუზნეცოვა (რუს, 8) 6:3, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება