ირანის ქალაქ მაშხადში დასრულდა ოლიმპიურ ჩემპიონ გოლამრეზა ტახტის სახელობის საერთაშორისო ტურნირი "ტახტის თასი"
ირანის ქალაქ მაშხადში დასრულდა ოლიმპიურ ჩემპიონ გოლამრეზა ტახტის სახელობის საერთაშორისო ტურნირი "ტახტის თასი", სადაც "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებს ერთი მოგება დააკლდა ტახტზე ასასვლელად - ფინალში ირანის პირველ გუნდთან 1:7 წააგო და მეორე ადგილზე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი ხუთშაბათს დაიწყო და პარასკევს დასრულდა. ის წლეულს სრულიად განსხვავებული - გუნდური ფორმატით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ჩვენმა ორივე ნაკრებმა მიიღო, მაგრამ ორივემ - გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით, ლიდერთა დიდი ნაწილი ირანში არ ჭიდაობდა. ჩვენები იქ წასვლას საერთოდ არ გეგმავდნენ, მაგრამ ირანელებმა საკუთარი ხარჯით მიიწვიეს, ამათ კი ასეთ შანსზე უარი ეთქვათ, უგუნურება იქნებოდა და წავიდნენ კიდეც.

ტურნირი ჩვენმა ორივე ნაკრებმა დიდი წარმატებით დაიწყო. პირველი დღის შედეგები, როცა ჩვენმა ორივე ნაკრებმა ორ-ორი შეხვედრა მოიგო, პარასკევს გაცნობეთ და ამიტომ ახლა მოკლედ გავიმეორებთ სტატისტიკურ მონაცემებს. "ბერძენ-რომაელებმა" პირველ პაექრობაში ირანის ხორასნის პროვინციის ნაკრები 5:3 დაამარცხეს, მერე კი ერაყს 7:1 მოუგეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბელორუსის საკმაოდ ძლიერ გუნდს 7:1 სძლიეს, მეორე ორთაბრძოლაში კი ირანის "ჯავანინი" 6:2 დაჯაბნეს.

ამ წარმატებებით ჩვენი ორივე გუნდი ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალის საგზურებიც მოიპოვა. სამწუხაროდ, იქ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ირანის სხვა გუნდთან 2:6 დათმეს და ტახტისთვის ბრძოლასაც ჩამოშორდნენ. "ბერძენ-რომაელებმა" კი ნამდვილად იყოჩაღეს - საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მოჭიდავე თურქებს 6:2 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. როგორც გითხარით, იქ ირანის მთავარ გუნდს შეხვდნენ და 1:7 დამარცხდნენ.

ჩვენებურთაგან მხოლოდ მათე სოფაძემ (98) გაიმარჯვა. მის გარდა, გუნდში შედიოდნენ რამაზ სურმანიძე (59), თორნიკე ჯანგავაძე (66), ანტონ მამაგეიშვილი (71), ილია გულბათაშვილი, გოგა აფრიამაშვილი (ორივე - 75), თორნიკე ძამაშვილი (80), გიორგი ცირეკიძე (85), ლევან ყურფარაშვილი (98), ლევან არაბული და ვასილ იმერლიშვილი (ორივე - 130), ხოლო გუნდს ოთარ ტატიშვილი და ზაზა ჯიბლაძე წვრთნიდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები
საქართველოს ჩემპიონატი: ქართველი ძმების ბერძნულ-რომაული ფინალი
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ბრინჯაოს შანსიც აღარ დარჩა
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი "ბერძენ-რომაელები" იასპარეზებენ
2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატის გამეორება თურქეთში
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა თეირანში 4 მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონატი: რობერტ კობლიაშვილი ფინალში გავიდა
კიევის საერთაშორისო ტურნირი: 7 მედალი უჩემპიონოდ
ქართულმა გუნდებმა ირანში "ტახტის თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს
საქართველოს კლასიკური ჭიდაობა: ყველა გამარჯვებული გამოვლინდა, გუნდური აჭარას ერგო
დოპინგ-სკანდალი: ექვსი ბრალდებული ქართველი მოჭიდავის სავარაუდო ვინაობა
საჩინაო დავითაიამ პეტლიასინსკის მემორიალზე ბრინჯაო მოიგო
ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს შესარჩევი: დათუნაშვილი ყველგან ლიდერია
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მორიგი ოთხეული დაინომრა
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვსივე ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: გობაძემ საქართველოს პირველი მედალი მოუტანა [VIDEO]
ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში
ევროპის ჩემპიონატი: სამი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
ქართული ჭიდაობის ბერძნული ნათება - ინტერვიუ ზაზა ჯიბლაძესთან
კიევის ტურნირი: ქართველების 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]
ლევან ქავჟარაძის ბრწყინვალე გდება სტამბულის ტურნირზე [VIDEO]
ანტონ მამაგეიშვილმა სტამბულში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა