კალიფორნიულმა გრანდმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო
"ლეიკერსმა" "დალასის" წინააღმდეგ 73:122 წააგო. "მინუს 49" - ეს არის კალიფორნიული კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება. აღვნიშნავთ, რომ მატჩის მსვლელობისას, "მავერიქსის" უპირატესობა 53 ქულასაც კი აღწევდა. გარდა ამისა, ეს წაგება "ლეიკერსისთვის" ზედიზედ მეცამეტეა "დალასთან" მატჩებში.

ამ მოგების წყალობით, "მავერიქსმა" დატოვა დასავლეთი კონფერენციის ბოლო ადგილი. თავის მხრივ, "ლეიკერსმა" ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ წააგო და ბოლოსწინა ადგილზეა კონფერენციაში.

დალასელთა რიგებში შვიდმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ ათი ქულა, ყველაზე შედეგიანი კი ჯასტინ ანდერსონი იყო 19 ქულით.

ერიკ ბლედსოუმ 40 ქულა და 13 შედეგიანი პასი შეასრულა და "ფინიქსმა" ფანტასტიკური მეოთხე მეოთხედის წყალობით დაამარცხა "ტორონტო", რომელთანაც 13-ით ნაკლები გამარჯვება აქვს. "ტორონტომ" ამ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი.

კარლ-ენტონი თაუნსმა 32 ქულა, 12 მოხსნა და შვიდი შედეგიანი პასი დააგროვა, მანვე ჩააგდო გადამწყვეტი ტყორცნა 42 წამით ადრე. "მინესოტამ" ბოლო შვიდ მატჩში მეხუთედ მოიგო, გარდა ამისა, შინ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა.

სტივენ კარიმ ზედიზედ მე-10 მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა. მან შეხვედრა 27 ქულით დაასრულა და აქედან 16 - მესამე მეოთხედზე მოდის, როცა "გოლდენ სტეიტმა" გადამწყვეტი გაქცევა შეასრულა. "უორიორზმა" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

კარიმ ამ მატჩში შვიდი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერაში რეალიზებული შორეული ტყორცნების რაოდენობა 1763-მდე აიყვანა და ყველა დროის სიაში გაუსწრო პრედრაგ სტოიაკოვიჩს, რომელმაც 804 მატჩში 1760 ზუსტი სამქულიანი დააგროვა.

კარის ამ შედეგის მისაღწევად 539 მატჩი დასჭირდა და ახლა, ის ყველა დროის სიაში მე-13 ადგილს იკავებს. სტივენის შემდეგი სამიზნე რაშარდ ლუისია 1787 ზუსტი შორეული ტყორცნით.

"ხარები" ორს იშორებენ

"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობას სურს გამთამაშებელ რაჟონ რონდოსა და მძიმე ფორვარდის ნიკოლა მიროტიჩის გაცვლა. თუმცა, ჯერჯერობით, "ბულზს" არ მიუღია წინადადება, რომელიც კლუბს დააკმაყოფილებს.

მიმდინარე სეზონში რონდო საშუალოდ 6.6 ქულასა და 6.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს, მომავალ სეზონში კი გარანტირებული კონტრაქტი ექნება 3 მილიონის ოდენობით. მიროტიჩის საშუალო შედეგიანობაა - 9.3 მოხსნა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება.

უფრო ადრე, "ჩიკაგოს" ლიდერმა ჯიმი ბატლერმა უკმაყოფილება გამოთქვა გუნდის შემადგენლობით, მაგრამ პერსონალურად არავინ გამოყო.

პარკერი გრძელი ენისთვის დასაჯეს

"მილუოკის" ფორვარდმა ჯაბარი პარკერმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიზეზია კლუბის გასახდელში საუბრების გასაჯაროება. პარკერმა ბოლო მატჩი "მაიამის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, ძირითადში მისი ადგილი კი ტონ მეიკერმა დაიკავა.

"ბაქსმა" საკლუბო კრება ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ჩაატარა და პარკერმა იქ საკუთარი აზრი გამოთქვა მოთამაშეებს შორის ერთიანობის არარსებობაზე. მოგვიანებით კი ინფორმაცია გაუზიარა პრესას. სწორედ ამის გამო გაუშვა ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა სათადარიგოთა სკამზე.

ორლანდო-გ. სტეიტი 98:118

22:28, 28:22, 24:42, 24:26

ო: პეიტონი (23+10 პასი), უოტსონი (12), ვუჩევიჩი (12), გრინი (12), ბიიომბო (12+14 მოხსნა), იბაკა (10).

გ-ს: სტეფ კარი (27+6 პასი), ტომპსონი (21), დურანტი (15+10 მოხსნა+6 პასი), ფაჩულია (14), მაკგი (13), მაკოუ (10), გრინი (6+10 მოხსნა).

დალასი-ლეიკერსი 122:73

29:22, 38:11, 23:22, 32:18

დ: ანდერსონი (19), სეტ კარი (14), უილიამსი (13+8 პასი), მეტიუზი (13), ნოვიცკი (13), ჰარისი (10), ჯექსონი (10).

ლ: უილიამსი (15), კლარკსონი (10).

ტორონტო-ფინიქსი 103:115

31:28, 29:29, 25:25, 18:33

ტ: დეროზანი (22), ვალანჩუნასი (16+12 მოხსნა), ლაური (15+6 პასი), კეროლი (14), ნოგეირა (13).

ფ: ბლედსოუ (40+13 პასი), ბუკერი (20), ჩენდლერი (16+9 მოხსნა), ნაითი (12), ტაკერი (11+10 მოხსნა), ლენი (4+10 მოხსნა).

მინესოტა-დენვერი 111:108

28:29, 34:29, 22:26, 27:24

მ: თაუნსი (32+12 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება), უიგინსი (24), მუჰამადი (20), დანი (10+8 მოხსნა+9 პასი).

დ: ჰარისი (22), იოკიჩი (18+8 მოხსნა), მიურეი (17), ჩენდლერი (17), გალინარი (14), არტური (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს