იტალიურ ბრეშიაში, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატის სტარტზე თენგიზ იმნაიშვილი ახალგაზრდებში 38-ე ადგილს დასჯერდა

გუშინ იტალიურ ბრეშიაში პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. სასტარტო ცეცხლის ხაზზე დღეს ახალგაზრდები დადგნენ, თუმცა ჩვენებიდან მხოლოდ თენგიზ იმნაიშვილმა იასპარეზა. სამწუხაროდ, ძალზე ცუდად - 531 ქულით ბოლო, 38-ე ადგილზე გავიდა. ის მთელი 13 ქულით ჩამორჩა მის წინ მდგომ სლოვაკ იან კოპინეკს.

მრგვალ სტენდზე სროლაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ თამაზ იმნაიშვილის ვაჟი არც ისე დიდი ხანია, რაც ტყვიის სროლაში ვარჯიშობს და ჯერ გამოცდილება აკლია. ვიქონიოთ იმედი, რომ მომავალში ვითარება საგრძნობლად გამოსწორდება და ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწევს.

შეჯიბრება რუსმა ნიკოლაი კილინმა მოიგო. მან 579 ქულით დაასრულა შესარჩევი ეტაპი. ამდენივე დააგროვა უკრაინელმა დენის კუშნიროვმაც, მომდევნო ადგილებს კი ბელარუსი ალექსეი ჰორბაჩი და ჩეხი ინდრიკს დუბოვი ინაწილებდნენ 576-576 ქულით. ფინალში კილინი ისევ შეუდარებელი იყო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააკეთა - 103,0, რითაც საგრძნობლად ჩამოიტოვა მეორე შედეგის მქონე თურქი ომერ აბდულაჰ ალიმოღლუ - 100,2 და მესამე მაჩვენებლიანი ჰორბაჩი - 100,1. დუბოვმა 98,5 გააკეთა, თუმცა ის 99,7-იან ჩერნოგორიელ სტეფან კადჯენოვიჩსაც ჩამორჩა და ფინალში მხოლოდ მეხუთე ადგილი აღმოაჩნდა, კუშნიროვმა კი 93,5 გააკეთა და მედლის მოპოვების ყოველგვარი შანსი დაკარგა.

საკვალიფიკაციოში დაკარგულის ანაზღაურება ვერც თურქმა და ჩერნოგორიელმა შეძლეს, თუმცა ეს ჩეხისა და ბელარუსის სტაბილური გამოსვლის გამოც მოხდა. საბოლოოდ კილინმა ჯამში 682,0 ქულა დააგროვა და დამსახურებულად ირგუნა ოქროს მედალი. ჰორბაჩს 676,1 დაუგროვდა და თუმცა რუსს კი ჩამორჩა საგრძნობლად, მეორეზე მაინც დამკვიდრდა. დუბოვმა 674, 5 ქულით ბრინჯაო ირგუნა.

დღეს ჩემპიონატი ისევ ახალგაზრდების შეჯიბრებით გაგრძელდება და მასში ჩვენი გოგოების ნაკრებიც ჩაებმება - ნინო ფანჩულიძე, ანა გაგილაძე და თეონა იაშვილი. ჩვენები გუნდურ ტურნირშიც გამოვლენ. ხვალიდან შეჯიბრებაში უკვე უფროსები ჩაებმებიან - ხვალ ვაჟები ისვრიან, ხოლო ჩვენგან ლევან ქადაგიძე გამოვა, ზეგ კი ჩვენი მთავარია იმედი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს