სამბისტებმა ვაკეში ძიუდოს ყოფილი ცენტრალური დარბაზი თავიანთი სახსრებით კეთილმოაწყვეს და ამიერიდან საკუთარი ბაზა ექნებათ

გუშინ ქართული სამბოსთვის მართლაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღე იყო - გაიხსნა „ სამბოს სასახლე“, ანუ ამიერიდან ქართველ სამბისტებს საკუთარი ბაზა ექნებათ. სპორტის ამ სახეობის მიმდევართ ვაკეში ძიუდოს ყოფილი ცენტრალური დარბაზი გადაეცათ, რომელიც სამბისტებმა საკუთარი სახსრებით კეთილმოაწყვეს.

იქაურობას ძირითადად კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა, რადგან თავის დროზე ძიუდოისტებს ყველაფერი ჰქონდათ გაკეთებული. ოღონდ ეგაა, ბოლო რამდენიმე წელიწადი დარბაზი უპატრონოდ იყო მიტოვებული და ხელის შევლება სჭირდებოდა. მისი სარემონტო ფული სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოჰყო - 50 ათასი დოლარი. ძირითადად ამ თანხით ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი მთლიან შენობას როგორც შიგნით, ასევე - გარეთ, მოეწყო საშხაპეები, საუნა, გასახდელები. გაკეთდა საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც შესაძლებელი იქნება ნაკრების წევრთა დაბინავება და შეკრებების ჩატარება, თუმცა ფედერაცია უფრო შორს მიმავალ გეგმებში იმაზეც ფიქრობს, რომ იქვე მოაწყოს კვების ბლოკი და რეგიონებიდან საცხოვრებლად ჩამოიყვანოს პერსპექტიული მოზარდები, რათა ხელი შეუწყოს მათ სწრაფ პროგრესს. შენობის მეორე სართულზე განთავსდება სამბოს ფედერაციაც - საამისოდ საჭირო ოთახებიც გარემონტდა და უკვე მწყობრშია.

როგორც ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, გუნდი მომავალში იქ გაივლის შეკრებებს და სადმე წასვლა არ დასჭირდებათ ანუ ისედაც ღარიბი ფედერაცია ამით გზის ხარჯებს აირიდებს.

ახალი დარბაზი გუშინ საჭიდაო მუსიკის ჰანგებზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს სამბოს ფედერაციისა და ნაკრების ხელძღვანელებთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, მისი მოადგილე გია გალდავა, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავიდ რუდმანი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძე, ვეტერანი სამბისტები და საქართველოში სტუმრად მყოფი... მალის სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. აფრიკელი თავის ბიზნეს-საქმეებზეა თბილისში და ჩამოსვლისთანავე მოუძებნია აქაური სამბისტები.

გახსნის საზეიმო ცერემონიალისა და შამპანურით დალოცვის პარალელურად, ლეიბზე ნაკრების წევრები და მწვრთნელები მუშაობდნენ. ისინი სეზონის უმთავრესი სტარტებისთვის ემზადებიან, უპირველესად კი ევროპის ჩემპიონატებს უმიზნებენ, რომელიც ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში 14-18 აპრილს პრაღაში გაიმართება, უფროსებში - 12-16 მაისს სოფიაში. ბოლო წლებში სამბოსადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და გამოკეთდა, რასაც თუნდაც ამ დარბაზის გადაცემაც ადასტურებს. ამიტომ ზემდგომთადმი საყვედური მართლაც არ გვეთქმის, მაგრამ ამჯერად ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრები მხოლოდ ერთ შეკრებას გაივლის, რაც ძალზე ცოტაა. სამბისტები შეკრებებით განებივრებულნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ გვეგონა, ბოლო წლების ტენდენცია წლეულსაც გაგრძელდებოდა...

ვლადიმერ ვარძელაშვილი: „სამბო სპორტის ძალიან პოპულარული სახეობაა საქართველოში, რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. თან მასში ქართული ჭიდაობის ბევრი ელემენტია. აქედან გამომდინარე, დიდი შანსი გვაქვს, ამ სახეობაში გვყავდეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. სპორტის ასეთ მასობრივ სახეობას აქამდე საკუთარი ბაზა არ ჰქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს დარბაზი დაგვეთმო მათთვის. შენობას მცირე კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და დღეიდან ეს მათი კუთვნილება იქნება. დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი ბავშვი ივლის და ვიმედოვნებ, წარმატებებიც გვექნება.“

ოლეგ იაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ეს ცალსახად სასიხარულო და ბედნიერი ამბავია. ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ჩოხიანი ჭიდაობებისთვის სხვა დარბაზი არცაა, ესაა ერთადერთი, სადაც შეიძლება, ამ რაიონის მოსახლეობამ შვილები მოიყვანოს სავარჯიშოდ. ქართულ სამბოს 80 წლის არსებობის მანძილზე საკუთარი ბაზა არ ჰქონია. დარბაზი ჯერ სამინისტროს კუთვნილებაა, მაგრამ საბუთები მზადდება და ფედერაციას გადმოგვეცემა იჯარით. ამჟამინდელი რემონტი შესაძლებელი გახდა სამბოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოყოფილი თანხით. ამ დახმარებით შევძელით იმის გაკეთება, რაც სადღეისოდ მოესწრო დარბაზში.“

ქრისტეფორე ნინიაშვილი (საქართველოში სამბოს დამაარსებელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი): „ქართული სამბო ძლივს მოესწრო ასეთ კარგ დარბაზს. ჩვენს სამბისტებს ისედაც არ აკლდათ შედეგები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. სამბო ძალიან ახლოს დგას ქართულ ჭიდაობასთან და ყველა ცნობილი სამბისტი თუ ძიუდოისტი ქართულიდანაა მოსული. მე 33 წლის განმავლობაში ვიყავი საქართველოს სამბოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამ პერიოდში ყოფილ საკავშირო პირველობებზე მხოლოდ ერთხელ ავიღეთ III ადგილი, თორემ სულ I-II ადგილებზე ვიყავით, 25 ოქროს მედალი მაქვს მოპოვებული. ამიტომ განსაკუთრებით მიხარია, ასეთი დარბაზი რომ გადაეცათ სამბისტებს.“

დავიდ რუდმანი: მსოფლიოს სამბოში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თქვენ არაერთი კარგი სპორტსმენი გყავთ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები. ახალი დარბაზის გახსნა ქართველ სამბისტებს სათანადოდ მომზადებაში და კიდევ უფრო დიდი წარმატებების მოპოვებაში დაეხმარება.“

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა