მონტერეიში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, სერბ ელენა იანკოვიჩს დომინგეს ლინოსთან რთულ მატჩში წარმატებული სტარტი გამოუვიდა

მონტერეის ტურნირზე ფავორიტთაგან ყველაზე გვიან ჩაება ბრძოლაში სერბი ელენა იანკოვიჩი, რომელიც მექსიკაში პირველ ნომრად არის განთესილი. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს რთულ მატჩში წარმატებული სტარტი გამოუვიდა.

იანკოვიჩს მეტოქედ ესპანელი ლურდეს დომინგეს ლინო ჰყავდა, რომელმაც რანგით მაღლა მყოფ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მეტოქეებს ცხრა-ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, ოღონდ სერბმა აქედან ექვსი შანსი გამოიყენა, მისმა მოწინააღმდეგემ - მხოლოდ სამი. ამასთან, ესპანელი ცუდად აწვდიდა - პირველი მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 40 პროცენტი მოიგო. შესაბამისად, იანკოვიჩის წინააღმდეგ მესამე მატჩში მესამედ დამარცხდა.

პირველი წრის ბოლო მატჩში ხისელა დულკომ ტურნირის მეშვიდე ნომერი ივეტ ბენეშოვა დაამარცხა. არგენტინელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მას უკვე ექვსმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რომელიც წინა კვირას აკაპულკოს ტურნირზე დაიწყო. იქ დულკომ მთავარი პრიზი მოიპოვა. ხისელასთვის ეს წარმატება იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ ჩეხ ჩოგბურთელთან მას წინა ექვს მატჩში მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

პარალელურად მონტერეიში მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი ანასტასია პავლიუჩენკოვა 6:2, 5:2-ს ანადგურებდა მელანი ოუდინს, მაგრამ ამას ამერიკელის წარმატებული სერია დაეწყო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ოუდინს რამდენიმე სეტბოლიც ჰქონდა. თუმცა რუსმა საქმე არ გაირთულა, ინიციატივა დაიბრუნა და ორ პარტიაში მოამთავრა საქმე.

დანარჩენ სამ მატჩში სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. უცნაური გამოვიდა გრეტა არნისა და სარა ერანის შეხვედრა. ორივე ჩოგბურთელს ჯამში 34 (!) ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა. უფრო იღბლიანი უნგრელი არნი გამოდგა და მეოთხედფინალში სწორედ ის გავიდა.

კუალა ლუმპურშიც დაიწყო მერვედფინალური ეტაპი და განსაკუთრებულ მოულოდნელობას ადგილი არ ჰქონია.

ავსტრალიელმა ელენა დოკიჩმა პირველად ნომრად განთესილი ფრანჩესკა სკიავონეს დამარცხების შემდეგ იაპონელი კურუმი ნარას ბარიერიც გაიარა. ახალგაზრდა აზიელს მან ორსაათიან ბრძოლაში სძლია. ასეთივე ხანგრძლივობისა იყო პროფესიული ტურის ორი ახალგაზრდა წარმომადგენლის - ბოიანა იოვანოვსკისა და ურსულა რადვანსკას დუელი. ამ დაპირისპირებაში უფრ ძლიერი სერბი აღმოჩნდა.

WTA

Malaysian Open

კუალა ლუმპური (მალაიზია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

აიუმი მორიტა (იაპ, 6)-შუაი ჟანი (ჩინ) 6:0, 6:4; ბოიანა იოვანოვსკი (სერ, 8)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 1:6, 7:5, 6:4; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-კურუმი ნარა (იაპ) 3:6, 7:6(6), 6:2; ანა კრემერი (ლუქ)-ნოპავან ლეტჩევაკარნი (ტაილ) 7:6(4), 6:3.

Monterrey Open

მონტერეი (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ელენა იანკოვიჩი (სერ, 1)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:4, 6:1; ხისელა დულკო (არგ)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:2, 7:6(3).

1/8 ფინალი

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 2)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:2, 7:6(6); გრეტა არნი (უნგ)-სარა ერანი (იტა, 6) 4:6, 7:5, 6:4; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ, 8)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:4, 6:7(4), 6:2; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:3, 4:6, 6:0.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...