NBA: სტუმრად "კლივლენდის" დამარცხების შემდეგ გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა "სან ანტონიომ" ამ სეზონში პირველმა მიაღწია 50-მოგებიან ზღვარს

მას შემდეგ, რაც "დენვერმა" "ნიუ იორკს" დაუთმო კარმელო ენტონი და ჩონსი ბილაპსი, ამ გუნდის დაცვითი თამაში სასიამოვნოდ აკვირვებს გულშემატკივრებს. "ნაგეტსი" ყოველთვის ცნობილი იყო თავისი შეტევითა და ავანტიურული სტილით. ამჯერადაც "დენვერმა" მასთან სტუმრად ჩასულ "შარლოტს" 120 ქულა ჩაუგდო. შესანიშნავი მაჩვენებელია, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რომ ჯორჯ კარლის შეგირდებმა მეტოქეს მხოლოდ 80 ქულა ააღებინეს.

"მემფისთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ "სან ანტონიოს" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ისე იყო განრისხებული, რომ მისი პრესკონფერენცია მხოლოდ წუთნახევარი გაგრძელდა. გუშინ "სპურსის" დამრიგებელს, ალბათ, ოდნავ გამოუკეთდა ხასიათი. სტუმრად "კლივლენდის" დამარცხების შემდეგ "სან ანტონიომ" ამ სეზონში პირველმა მიაღწია 50-მოგებიან ზღვარს. ეს შედეგი "სპურსმა" ზედიზედ მეთორმეტედ დააფიქსირა - NBA-ის არც ერთ კლუბს არ შეუძლია დაიტრაბახოს ამ მონაკვეთზე ასეთი სტაბილურობით.

"სან ანტონიოსთან", "ორლანდოსთან" და "ლეიკერსთან" ზედიზედ სამმა წაგებამ ისე გააბრაზა "ოკლაჰომა", რომ მასთან სტუმრად ჩასულ "ინდიანასგან" ქვა ქვაზე არ დარჩა. 10:0 გაქცევით დაწყებულ შეხვედრაში "თანდერმა" მეტოქეს ერთხელაც არ გაათანაბრებინა ანგარიში. მასპინძლებმა მეტოქეს თამაშიდან ტყორცნების 34.1 პროცენტი ჩააგდებინეს, ხოლო სამქულიანების გამოყენების პროცენტი 23.1-ს უდრიდა, ამასთან, "ინდიანას" სასტარტო ხუთეული საშინლად გამოიყურებოდა - თამაშიდან 38 ტყორცნა და მხოლოდ ცხრა ზუსტი. მატჩის ბედი უკვე დიდ შესვენებამდე იყო გარკვეული, როცა "ოკლაჰომას" უპირატესობამ 22 ქულას მიაღწია, ბოლო მეოთხედის წინ კი სხვაობა 35 ქულას უდრიდა.

გასაკვირია, მაგრამ ჩონსი ბილაპსის არყოფნამ მხოლოდ დადებითად იმოქმედა "ნიუ იორკ ნიქსის" თამაშზე. მისმა შემცვლელმა დუგლასმა აშკარად დაჩაგრა "ნიუ ორლეანის" ლიდერი კრის პოლი. "ნიქსის" მცველმა 13-დან 10 ტყორცნა ჩააგდო, მათ შორის ექვსიდან ოთხი სამქულიანი. რაც მთავარია, მან პოლს არ მისცა გასაქანი. შედეგად, ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა. კრისის ათმა შედეგიანმა გადაცემამ "ჰორნეტსი" ვერ გაადარჩინა განადგურებას. მასპინძლებმა 107:88 გაიმარჯვეს, ხოლო სტაუდმაიერმა და ენტონიმ ჯამში 46 ქულა ჩააგდეს.

გუშინ ახალ კლუბებში რამდენიმე მოთამაშის დებიუტი ვიხილეთ. მაგალითად, "ოკლაჰომას" რიგებში პირველად ითამაშეს ცენტრმა ნაზრ მოჰამედმა და მცველმა ნეიტ რობინსონმა. მოჰამედის სტატისტიკა 8 ქულასა და 7 მოხსნას უდრიდა, რობინსონმა კი რვა წუთში შვიდი ქულის მოგროვება მოასწრო.

"ბოსტონის" შემადგენლობაში პირველი მატჩი ითამაშა ტროი მერფიმ. მძიმე ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე, 14 წუთში თამაშიდან ერთხელაც ვერ ჩააგდო, სამაგიეროდ ერთი საჯარიმო გამოიყენა და ორი მოხსნაც მიითვალა. თუმცა მის არასახარბიელო სტატისტიკას ხელი არ შეუშლია "ბოსტონისთვის" "ფინიქსის" ძლევაში - 115:103. ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი "სელტიქსის" ლიდერებმა. გარნეტმა, პირსმა და რონდომ ორმაგი დუბლები შეასრულეს, რეი ალენმა კი ოთხი სამქულიანი ჩააგდო და თავის აქტივში 19 ქულა ჩაიწერა.

დურანტის ტრავმა

ისევ "ოკლაჰომას" უნდა დავუბრუნდეთ. "ინდიანასთან" გამარჯვებით გამოწვეული სიხარული "თანდერის" ლიდერის, კევინ დურანტის ტრავმამ გააფერმკრთალა. ინციდენტი აღნიშნული შეხვედრის მესამე მეოთხედში მოხდა, როცა კევინმა "პეისერსის" ფორვარდ ტაილერ ჰენსბროს ფეხი დააბიჯა და კოჭი დაიზიანა.

დურანტს მოედნის დატოვება მოუწია და გასახდელისკენ გაემგზავრა. კევინს თამაში აღარ გაუგრძელებია, მატჩის შემდეგ კი ჟურნალისტებმა შეამჩნიეს ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ფეხზე ფიქსატორი.

"იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება და შევძლებ "ატლანტას" წინააღმდეგ თამაშს, - განაცხადა დურანტმა. - ყველაფერი ექიმების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული."

ატლანტა-ჩიკაგო 83:80

19:28, 14:22, 25:13, 25:17

ა: ჰორფორდი (31+16 მოხსნა), ჯონსონი (12+9 პასი+7 მოხსნა), კროუფორდი (12), უილიამსი (10)

ჩ: დენგი (15+5 მოხსნა), ნოა (13+12 მოხსნა), როუზი (12+12 პასი+5 მოხსნა), ბუზერი (11+7 მოხსნა).

კლივლენდი-სან ანტონიო 99:109

25:24, 27:33, 20:32, 27:20

კ: სამუელსი (23+10 მოხსნა), გი (18+7 მოხსნა), სეშენსი (14+7 პასი), ჰიქსონი (12+7 მოხსნა), ეიენგა (11).

ს-ა: ჰილი (22+5 მოხსნა+5 პასი), დანკანი (16+6 პასი), ბლეირი (14+10 მოხსნა), ნილი (14), ჯინობილი (13+9 მოხსნა+6 პასი), ბონერი (13+6 მოხსნა).

ვაშინგტონი-გ. სტეიტი 102:106

33:32, 20:30, 21:29, 28:15

ვ: იანგი (31), ბლეტჩი (20+9 მოხსნა+6 პასი), უოლი (14+6 პასი), ჰოვარდი (13+5 მოხსნა), ბუკერი (7+11 მოხსნა).

გ-ს: კარი (29+9 მოხსნა+5 პასი), ელისი (21), რაიტი (14+6 მოხსნა), უილიამსი (11), ლი (9+16 მოხსნა+6 პასი).

ბოსტონი-ფინიქსი 115:103

32:21, 30:21, 29:30, 24:31

ბ: გარნეტი (28+11 მოხსნა), ალენი (19), რონდო (16+15 პასი+5 მოხსნა), პირსი (16+13 მოხსნა), დევისი (14+8 მოხსნა), კრსტიჩი (13).

ფ: ბრუქსი (17+7 პასი), დადლი (15+5 მოხსნა), გორტატი (13+13 მოხსნა), პიეტრუსი (11), კარტერი (11), ჰილი (11).

დეტროიტი-მინესოტა 105:116

32:30, 29:33, 24:26, 20:27

დ: დეი (22), მონრო (18+11 მოხსნა), ვილანუევა (13), გორდონი (13), სტაკი (11+10 პასი+5 მოხსნა), ჰემილტონი (11+6 პასი).

მ: ლავი (20+20 მოხსნა), რენდოლფი (19+10 მოხსნა), ჰეივორდი (16), რიდნური (15), ტოლივერი (13), ჯონსონი (11), ფლინი (8+14 პასი).

ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 107:88

27:25, 25:17, 30:20, 25:26

ნ-ი: სტაუდმაიერი (24+7 მოხსნა), დუგლასი (24+5 პასი), ენტონი (22), უილიამსი (16), ფილდსი (10).

ნ-ო: ჯეკი (21+5 მოხსნა), უესტი (16+5 მოხსნა), პონდექსტერი (14), პოლი (4+10 პასი).

ოკლაჰომა-ინდიანა 113:89

27:18, 36:24, 26:20, 24:27

ო: უესტბრუკი (21+9 პასი), დურანტი (21), ჰარდენი (20), კუკი (12), იბაკა (7+12 მოხსნა+6 დაფარება).

ი: ჰენსბრო (13+7 მოხსნა), ჯონსი (12), სტეფენსონი (11+6 მოხსნა), კოლისონი (11), ჰიბერტი (9+12 მოხსნა).

დენვერი-შარლოტი 120:80

31:23, 31:23, 29:21, 29:13

დ: ჩენდლერი (16), ლოუსონი (14+10 პასი), ნენე (14+8 მოხსნა), სმიტი (14+6 მოხსნა+5 პასი), ანდერსენი (14), აფლალო (11), მარტინი (10+8 მოხსნა).

შ: კეროლი (19), ოგუსტინი (13), ლივინგსტონი (12+7 პასი).

საკრამენტო-პორტლენდი 102:107

29:30, 24:31, 20:18, 29:28

ს: კაზინსი (28+11 მოხსნა), ტორნტონი (26), უდრიხი (13+8 პასი), ტომპსონი (10+7 მოხსნა), ტეილორი (10), დალემბერი (8+10 მოხსნა).

პ: მეტიუზი (21+5 პასი), ოლდრიჯი (20+10 მოხსნა), მილერი (19+6 პასი), ბატუმი (17), მილსი (14), უოლასი (12+5 მოხსნა).

კლიპერსი-ჰიუსტონი 106:103

23:21, 26:33, 26:15, 31:34

კ: გორდონი (24), კამანი (21+9 მოხსნა), გრიფინი (20+14 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (17+11 პასი).

ჰ: ლოური (24+11 პასი), ლი (18), სკოლა (12+8 მოხსნა), მარტინი (12), მილერი (11+6 მოხსნა), ბადინგერი (11), ჰეიესი (2+12 მოხსნა).

დ.ნ.
კარგად დააკვირდით არაბულია თუ გ. არაბიძე? ნუ ჩქარობთ. სასაცილოდ ნუ იხდიდ თავს.
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო