ოსტრავაში, ვაჟების თანრიგში მორის ყვითელაშვილი გამოვა, სპორტული ცეკვების კატეგორიაში კი - ტატიანა კოზმავა-ალექსეი შუმსკის წყვილი

2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს 25 იანვრიდან ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში აიღებს, ვაჟების თანრიგში საქართველოდან მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს, სპორტული ცეკვების კატეგორიაში კი ტატიანა კოზმავა-ალექსეი შუმსკის წყვილი გამოვა.

ქართველმა სპორტსმენებმა დეკემბერში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს, რის შედეგადაც მოიპოვეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურები. მორის ყვითელაშვილისათვის ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რადგან გამოცდილი მოციგურავე ამ ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს საქართველოს სახელით.

ქართველი სპორტსმენებისათვის რეიტინგულად საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ჩემპიონატი და აქ მიღწეული შედეგი, რადგან მარტში, ჰელსინკში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გათამაშდება 2018 წლის კორეის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები, სწორედ ეს სტარტი იქნება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია, რაც მსაჯებისა და სპეციალისტების თვალში ავტორიტეტის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა.

ქართველი მოციგურავეები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 26 იანვრიდან დაიწყებენ. მოცეკვავე წყვილი ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი მოკლე პროგრამით გამოვლენ 26 იანვარს (ასპარეზობა დაიწყება 15:00), ხოლო მორის ყვითელაშვილი მაყურებლების წინაშე მოკლე პროგრამით წარდგება 27 იანვარს (ასპარეზობა დაიწყება 14:15).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მსოფლიოს ჩემპიონატი: მორის ყვითელაშვილმა კვალიფიკაცია დაძლია
ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: საქართველოს წყვილი ასპარეზობას გამოეთიშა
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე კოზმავა-ზოლოტარევის წყვილის დებიუტი შედგა [VIDEO]
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
ევროპის ჩემპიონატზე ხელი ელენე გედევანიშვილსაც მოეცარა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
ფიგურული ციგურაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: გადამწყვეტი ბრძოლის წინ
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]