ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის შორის ტიტულების გამაერთიანებელი ჩხუბი 2 ივლისს ინგლისში ან გერმანიაში გაიმართება

თითქმის გადაწყვეტილია ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის შორის გასამართი საჩემპიონო ბრძოლის ბედი. ტიტულების გამაერთიანებელი ჩხუბი 2 ივლისს ინგლისში ან გერმანიაში გაიმართება. გუშინ WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰეის გუნდთან მოლაპარაკებები ასე შორს არასოდეს წასულა.

უკრაინელის თქმით, ბრძოლაზე კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ჰეის მხრიდან წინასწარი დასტური უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. უმცროსმა კლიჩკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრძოლა ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ორი ევროპელის ჩხუბი ამერიკაში დიდ რეზონასს არ გამოიწვევს.

უკვე ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ჰეის გუნდთან მოლაპარაკება რომელიმე კლიჩკოსთან ბრძოლის ორგანიზებაზე. 2009 წელს ერთხელ უკვე გაფორმდა კონტრაქტი ვლადიმერთან ბრძოლაზე, მაგრამ ბრიტანელმა ზურგის ტრავმის მიზეზით უარი განაცხადა რინგზე გასვლაზე. შემდეგ ვიტალისთან დაიდო ხელშეკრულება, მაგრამ ისევ ჰეის ინიციატივით ჩაიშალა გარიგება - ამჯერად დევიდმა ჰონორარის ოდენობა გააპროტესტა.

უმცროსი კლიჩკო დაპირდა გულშემატკივრებს, რომ 2011 წლის ბოლოსთვის სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ტიტულები მთლიანად კლიჩკოს ოჯახის მფლობელობაში იქნება. ვიტალი WBC-ის ჩემპიონია. უკრაინელების კოლექციაში მხოლოდ WBA-ის ქამარი არ არის, რომელსაც სწორედ ჰეი ფლობს. 30 აპრილს ვლადიმერს კიდევ ერთ ბრიტანელთან - დერეკ ჩისორასთან უწევს შეხვედრა.

რაც შეეხება ჰეის, ის რინგზე ასვლას მაისში აპირებდა და სავარაუდო მეტოქედ რუს ალექსანდრ პოვეტკინს ასახელებდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეიცვლებს ჰეის გეგმები კლიჩკოს გუნდთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან