წელს საქართველო "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე გადადის
წლეულს, საქართველო "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე გადადის. ჩემპიონატს ამ ფორმატით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ატარებენ.

ადრე დანიაშიც ამ სისტემით თამაშობდნენ, მაგრამ მერე "შემოდგომა-გაზაფხული" ამჯობინეს. საქართველო კი პირიქით, ჩრდილოელებისთვის ნაცნობ მოდელზე გადავიდა, რასაც თავისი ახსნა ჰქონდა: უპირველესად, ამას განაპირობებდა ევროთასებზე ქართული გუნდების უკეთ გამოსვლისა და ზაფხულის თვეების უფრო ნაყოფიერად

გამოყენების სურვილი...

ცხადია, ჩრდილოელთა არჩევანში მთავარი მოტივი კლიმატური პირობებია, მაგრამ საინტერესოა იმის გაგება, სისტემის კიდევ რომელ დადებით და უარყოფით მხარეებს აქცევენ ყურადღებას.

ბევრ საინტერესო და უცნობ არგუმენტებს გაიგებთ, მათ შორის, იმასაც, თუ როგორ ახერხებენ ზოგან 2 თვის ხელფასის დაზოგვას...

ფინეთი: რად გვინდა ფეხბურთი დარბაზში?

ესა მარანენი, ფინეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი:

"ბოლო წლებში ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ წამოსწიეს. უმთავრესად, ამ თემას ჟურნალისტები და მწვრთნელთა ნაწილი განიხილავდნენ. თუმცა, ფინეთის ფეხბურთის ასოციაცია განხილვის იქით არ წასულა.

ახლა დისკუსიები ჩაცხრა - ჩვენ ამინდი გვაჩერებს. ერთადერთი პირობა, რომელიც ფინეთში სისტემას შეცვლის, უეფას პირდაპირი მითითება იქნება. მაგრამ, ვფიქრობ, ეს არასოდეს მოხდება და ფინეთისთვის "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემა სამუდამო უტოპიად დარჩება.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში 14 გუნდი თამაშობდა, მაგრამ მათი რაოდენობა 12-მდე შეამცირეს. ჩემპიონატი აპრილის ბოლოს იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებში მთავრდება. შუა ზაფხულში შესვენება დაახლოებით ორი კვირა გრძელდება.

სისტემის შესაცვლელად, ჩვენ სულ დახურულ დარბაზებში უნდა ვითამაშოთ. ფინეთში ათეულობით დახურული არენაა, მაგრამ ეს არ იქნება ფეხბურთი. ზამთარში კი ჩვენთან ღია მოედნებზე თამაში წარმოუდგენელია.

ევროპულ სისტემაზე გადასვლის პლუსები? ჩვენ მას, უბრალოდ, ვერც ვხედავთ. იმიტომაც, რომ საამისოდ, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი და ახალი მანეჟების აშენება დაგვჭირდება. ეს კი დიდი და გაუმართლებელი ხარჯია".

ფარერები: რატომ ვიხადოთ მეტი ხელფასი?

იოსვა ტომსენი, ფარერის კუნძულების საფეხბურთო ასოციაციის ფინანსური ოფიცერი:

"2-3 წლის წინათ ჩვენთან სისტემის შეცვლის საკითხი სერიოზულად განიხილებოდა, რადგან ეს დანიელებმა მოახერხეს. განხილვაში მონაწილეობდნენ კლუბებისა და საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლები, მაგრამ საკითხი განხილვას არ გასცდენია.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ ზამთარში საშუალო ტემპერატურა მხოლოდ პლუს 5 გრადუსია, რაც ფეხბურთის სათამაშოდ მიუღებელია, მანეჟები კი არ გვაქვს.

ტურნირი იწყება აპრილის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება, ზაფხულის შესვენება სამკვირიანია, ლიგაში კი 10 გუნდია.

გადასვლა კარგი იმით იქნებოდა, ეს ნაკრებს რომ წადგომოდა - შესარჩევი ციკლის მატჩები შემოდგომაზე იწყება და შეხვედრებს ჩვენი მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან, ხოლო კლუბები - ჩემპიონთა და ევროპის ლიგების თამაშებს.

"შემოდგომა-გაზაფხულზე" გადასვლის მინუსი? ჩემპიონატი ივნისში დასრულდება და ამავე თვის ბოლოს დაიწყება, მხოლოდ ორკვირიანი შესვენება კი მიუღებელია!

ამავე დროს, ფინანსური დეტალებიც გასათვალისწინებელია: ახლა ფეხბურთელები იანვარ-ოქტომბერში თამაშობენ და ხელფასს ათი თვის განმავლობაში იღებენ, ევროპული კალენდარი კი გვაიძულებს, რომ მათ მთელი წლის განმავლობაში გადავუხადოთ, რაც ზედმეტი ფულია. ამიტომაა, რომ ცვლილების მხარდამჭერი ფარერის კუნძულების ფეხბურთის ასოციაციაა, რასაც კლუბები ეწინააღმდეგებიან".

ისლანდია: ჩვენ არ შეგვიძლია!

ვიდირ სიგმურდსონი, გამოცემა "მორგუნ ბლადეტის" ჟურნალისტი:

"ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციას "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობა არასოდეს განუხილავს, რადგან კლიმატური პირობების გამო ეს ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია. ჩემპიონატი მაისის პირველ რიცხვებში იწყება და სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში მთავრდება, შესვენება არ არის და 12 გუნდი თამაშობს.

ჩვენს ქვეყანაში შვიდი დახურული არენაა, სადაც ჩემპიონატის ჩატარება შეიძლება. მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი პრობლემა შეიქმნება. მაგალითად, ვინ ითამაშებს შინ და ვინ - გასვლაზე (გაგახსენდათ საქართველოს პრობლემები?!).

გადასვლის პლუსი? საერთოდ, რა უპირატესობაზე შეიძლება ლაპარაკი? მინუსი კი ბევრია: ზოგჯერ ზამთარში ტემპერატურა 10 გრადუსის ქვემოთაა და საზაფხულო სისტემა ჩვენთვის ერთადერთი ვარიანტია - ზამთარში ბუნებრივ საფარზე თამაში შეუძლებელია.

ამას გარდა, მინიმუმ 5 ახალი მანეჟის აშენება მოგვიწევს, რაც უზარმაზარ სახსრებს ითხოვს. ამიტომ, ისლანდიაში სისტემის შეცვლის მომხრეები არ არიან და ამას კლუბებიც და ფედერაციაც ეწინააღმდეგებიან".

შვედეთი: სუსტი კლუბების წინააღმდეგობა

შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ოფიციალური კომენტარი:

"გაზაფხული-შემოდგომის" სისტემაზე კამათი 1958 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ არ შეწყვეტილა. რამდენიმე წლის წინათ, ეს წინადადება ევროთასების მონაწილე კლუბებმა კიდევ ერთხელ წამოჭრეს. მაგრამ სუსტმა კლუბებმა და შვედეთის პრესამ მათ მხარი არ დაუჭირეს.

ჩემპიონატი აპრილიდან ნოემბრამდე ტარდება და 16 გუნდი მონაწილეობს. სისტემის შეცვლა ერთ დიდ პრობლემას მოაგვარებდა: შვედეთის ლიდერი კლუბები წამყვან მოთამაშეებს ევროპაში ზაფხულში ყიდიან და არა - ზამთარში. ამიტომაც სუსტდებიან. ფაქტობრივად, მათი ნაწილი სეზონს ორი სხვადასხვა შემადგენლობით ატარებს.

ევროპულ კალენდარზე გადასვლა ამ პრობლემიდან გამოსავალიც იქნება. ზაფხულში კლუბები ლიდერებს ჩაანაცვლებენ და მთელ სეზონს უფრო სტაბილური შემადგენლობით ჩაატარებენ.

საინიციატივო ჯგუფი ფედერაციას სთავაზობდა, რომ წრეებისთვის უბრალოდ ადგილი შეეცვალა. მაგრამ ეს მაშინვე უარვყავით, რადგან ძალიან დიდი შესვენება გამოგვდიოდა.

შვედეთში ძალიან მკაცრი ზამთარია და ამ დროს ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, რადგან აქ ყველა მატჩი ღია არენაზე იმართება. ამიტომ, უახლოეს წლებში შვედეთის ჩემპიონატი ევროპულ კალენდარზე ვერ გადავა".

დანია: გარღვევა გათბობის სისტემით

დანიის ჩემპიონატიც ჩრდილოელებისთვის ტრადიციული სისტემით ტარდებოდა, მაგრამ 1995/96 წლების სეზონში "შემოდგომა-გაზაფხულზე" გადავიდნენ. რამ უბიძგა დანიელებს ამ ცვლილებისკენ?

პეტერ სლოტი, გამოცემა "ექსტრაბლადეტი":

"სისტემის შეცვლაზე მთელი 40 წლის განმავლობაში მსჯელობდნენ. ვითარებამ დაძაბულობის პიკს 90-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. მაშინ ჩვენი კლუბები ევროპის თასის პლეიოფებამდე ხშირად აღწევდნენ, თუმცა, მარტის მატჩებს სასურველ ფორმაში ვერ ხვდებოდნენ.

ევროპულ კალენდარზე გადასვლა დანიის ფეხბურთის ასოციაციამ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. პლუს, ევროპასთან სატრანსფერო "ფანჯრის" სინქრონიზაციაც შევძელით.

საბედნიეროდ, დანიის კლიმატი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატის მატჩები მარტის შუა რიცხვებიდან და დეკემბრის დასაწყისამდე ჩავატაროთ.

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბებს მხოლოდ ერთი პირობა წაუყენა - მოედნების ქვეშ ხელოვნური გათბობის სისტემა უნდა დაემონტაჟებინათ. რამაც ახალ სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი გახადა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაპა
ცუდ მოცეკვავეს ..... უშლისო. ჩვენ გუნდებზეა ნათქვამი
zura
ამ ზუტსჰი ვხედავ იტალიის ცჰემპიონატის მატცჰებზე პალტოებსჰი და ტბილ ქუდებსჰისხედან მაკურებლები მტელს ევროპასჰი ტოვლია და ზივა გგონიატ ფეხბურტელებს უხარიატ კინვასჰი ტამასჰი
zura
ფეხბურტი ზაფხულის ტამასჰია რამდენიმე ზლის ზინ ეს განზხადება ბლატერმა და პლატინიმ გააკეტეს მაგრამ ამას დაუპირისპირდნენ ზამკვანი საფეხბურტო ქვეკნები დაკველაფერი დამტავრდა ეს სეზონი დიდ ფულს უკავსჰირდება ტორემ ამ ზუტსჰიზ ვხედავ იტალიის მატცჰებზე
dato
ჩვენს პირობებში გაამართლებს გაზაფხული-შემოდგომი9ს სისტემა. ჯერ მოდნებიც არ გვივარგა ზამთარში რომ ითამაშონ, ზაფხულში ევროტურინებისთვის უფრო შეთამაშებული გუნდი იქენბა და არა სიე ყოველი ჩემპიონატის დამთავრების მერე სხვა გუნდი რომ თამაშობდა ევროტურნირებზე. შემდეგ როცა ეს ყველაფერი გამსწორდება შეგვიძლია დავუბრუნდერტ ძველ ზამთრის სისტემას.
ვეტერანი
გაზაფხული-შემოდგომა არ უქმნის არავის პრობლემას, ე.ი. ასეც უნდა იყოს და ყველა თანაბარ პირობებში იქნებოდა. თან ლუდიც უფრო მეტი გაიყიდებოდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...