პორტუგალიელმა მესიზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო 2017 წელს ისე ვერ თამაშობს, როგორც ამ პრიზის მფლობელს ეკადრება. მას ხშირად აკრიტიკებენ და "რეალის" ბოლოდროინდელ მცირე კრიზისსაც რონალდოს სუსტი თამაშით ხსნიან. თუმცა თავად პორტუგალიელი ამბობს, რომ მას არც სურვილი აქვს და არც დრო, რომ კრიტიკოსების ნათქვამებს ყურადღება მიაქციოს.

"მე უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ მათ", - განუცხადა მან ჩინურ გამოცემა Dongqiudi-ს. - "ვცდილობ, შევასრულო ჩემი სამუშაო და ვიყო ის, ვინც ვარ. ყველა ადამიანს ჰყავს მტერი და ასეთები მეც მყავს, ეს ნორმალურია. მაგრამ მე ყოველ ღამე დასაძინებლად ძალიან ბედნიერი მივდივარ, ჩემი მტრებისგან განსხვავებით. ამ საქმეში იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი კრიტიკოსები გავახარო, არამედ იმისთვის, რომ ფანებს ვასიამოვნო და მათაც, ვისაც ვუყვარვარ".

მესისთან შედარება

კრიშტიანოს ლეო მესისთან ურთიერთობაზეც დაეკითხნენ: "ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ საფეხბურთო მოედანზე, ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაში, მაგრამ არა ცხოვრებაში. ფეხბურთს გარეთ სავსებით ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ხალხი ძალიან ხშირად გვადრის ერთმანეთს, ზოგს მე მოვწონვარ, ზოგს - მესი.

ხალხს უყვარს ასეთი შედარებები, მათ ჩვენი შვილების შედარებაც კი დაიწყეს. თავად მე კი არ მიყვარს ასეთი შედარება, მაგრამ მსოფლიო ჩემ გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს. ასე ვიტყოდი, მესი და მე ორი განსხვავებული ტიპის ადამიანი ვართ, რომლებსაც საკუთარი საქმის კეთება კარგად გამოგვდის", - თქვა პორტუგალიელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ