ადრიანო გალიანი ამის მომხრეა
როდესაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კარლო ტავეკიო აირჩიეს, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება სერია A-ში გუნდების რაოდენობის შემცირება იყო, რასაც ჩემპიონატის საერთო დონე უნდა გაეზარდა და კალენდარი განეტვირთა, რაც სასარგებლო იქნებოდა როგორც ევროტურნირებზე მოთამაშე იტალიური გუნდებისთვის, ისე იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის. წლები გადის, დაპირება კი დაპირებად დარჩა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 20 ტურია გასული და უკვე თითქმის გამოიკვეთა იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებენ. "პესკარა", "პალერმო" და "კროტონე" აშკარა აუტსაიდერები არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი, ან გნებავთ, სასწაული არ მოხდა, სწორედ ეს გუნდები დატოვებენ ელიტურ ლიგას. თავად განსაჯეთ, "პესკარას" 9 ქულა აქვს, "პალერმოს" და "კროტონეს" 10-10 და ეს მაშინ, როდესაც მე-17 ადგილზე გამაგრებულმა "ემპოლიმ" უკვე 21 ქულა დააგროვა.

თავის მხრივ, ვერც "ემპოლი" ბრწყინავს, მაგრამ ხსენებული სამეული იმდენად ცუდად ასპარეზობს, რომ შეუძლია თავი მშვიდად იგრძნოს. საგულისხმოა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, "ემპოლიმ" "უდინეზეს" ლევან მჭედლიძის გოლით სძლია და გასავარდნ ზონას მთელი 11 ქულით დაშორდა - იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ მჭედლიძის გოლმა ტოსკანური გუნდი ელიტაში დატოვა.

მოკლედ, გადარჩენისთვის ბრძოლის ინტრიგა ფაქტობრივად მკვდარია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე, იტალიის უმაღლეს ლიგაში 20 გუნდის აუცილებლობა არაა და უმჯობესია, რომ ეს რაოდენობა 18-მდე შემცირდეს. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ადრიანო გალიანიმ, რომელიც "ლეგა კალჩოს" მომავალ პრეზიდენტად მოიაზრება, ეს ორგანო კი სერია A-ს და B-ს უწევს ორგანიზებას:

"სერია A-ს სატურნირო ცხრილის ფსკერზე არსებული ვითარება დასტურია იმის, რომ გუნდების შემცირება საჭიროა. არაფერი მაქვს "პესკარას", "პალერმოს" და "კროტონეს" საწინააღმდეგო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ძალიან ჩამორჩნენ სხვებს და უკვე ცხადია, თუ რომელი გუნდები დატოვებენ ელიტას. ჩემი პირადი აზრით, სერია A-ში 18 გუნდი ოპტიმალური იქნება. თანაც, იტალიურ ფეხბურთში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს და ეს განსაკუთრებით იმ გუნდებს ეხებათ, რომლებიც სერია B-დან ამოდიან ელიტაში. დიდ ხანს იყო მსჯელობა, ჰქონდა თუ არა "კროტონეს" საკუთარ სტადიონზე სერია A-ს თამაშების ჩატარების უფლება - ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. შევამცირებ თუ არა გუნდების რაოდენობას, როდესაც "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტი გავხდები? - ჯერ "მილანის" გენერალური დირექტორი ვარ და რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"