მარსელის “ოლიმპიკის” თავკაცმა დიდიე დეშამმა სურვილი გამოთქვა, ესპანური “ერკულესიდან” “ველოდრომზე” წაიყვანოს
მარსელის “ოლიმპიკის” თავკაცმა დიდიე დეშამმა სურვილი გამოთქვა, ესპანური “ერკულესიდან” “ველოდრომზე” წაიყვანოს, “იუვენტუსში” მისი ოდინდელი შეგირდი და საფრანგეთის ნაკრებში მისი ძველი თანამებრძოლი, დავიდ ტრეზეგე. ამ ცნობას “ტრიბალფუტბოლი” ავრცელებს. საფრანგეთის ჩემპიონთა დამრიგებელსა და ვეტერან ფეხბურთელს ერთმანეთთან ყოველთვის იდეალური დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც მათი კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება გახდეს. თავად თავდამსხმელს არაერთხელ განუცხადებია, რომ ესპანეთის დატოვება არ უნდა, რადგან თავს დიდებულად გრძნობს (მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ ამ სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი?), მაგრამ “ერკულესის” ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება მას აღნიშნული ნაბიჯის გადადგმისკენ მაინც უბიძგოს. აღსანიშნავია, რომ დავიდის თავისთან ხილვის სურვილი დეშამს ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ მაშინ ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა.

ამასობაში დეშამს თავს მორიგი პრობლემა დაატყდა: “ლელოში” სწორედ გუშინ ვწერდით, რომ “მარსელის” ექიმებმა მატიო ვალბუენას ტრავმაში საგანგაში ვერაფერი დაინახეს-თქო... ამის თქმა იყო და ფეხბურთელს სწორედ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. “მარსელში” ამჯერად რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა “ველოდრომიდან” ერთი სასიამოვნო ამბავი მაინც გვაქვს: ორკვირიანი პაუზის შემდეგ სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში პიერ-ანდრე ჟინიაკმა. მას მუხლის მყესები ჰქონდა დაჭიმული.

ტიგანა პოსტზე რჩება

“ბორდოს” თავკაცმა ჟან ტიგანამ ორიოდე დღის წინ განცხადება გააკეთა, სადაც ის გადადგომის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა ჟირონდული კლუბის დირექტორებმა, ჩემპიონატში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, გამოცდილ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამჟამად “ბორდო” ლიგა 1-ის ცხრილში მე-10 ადგილზეა. ტიგანა და მისი შტაბი მუშაობას, როგორც მინიმუმ, სეზონის ბოლომდე განაგრძობენ.

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა