ფედერერი მეექვსედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას ფინალში
მამაკაცების ბადეში ერთადერთი შეხვედრა გაიმართა - ნახევარფინალი როჯერ ფედერერსა და სტენ ვავრინკას შორის. ეს შვეიცარიული დერბი 22-ედ იმართებოდა და ურთიერთშეხვედრებში როჯერი დამაჯერებლად იგებდა - 18:3, თან ეს სამი მოგება ვავრინკამ გრუნტზე მოიპოვა.

სპეციალისტები ლამაზ შეხვედრას ელოდნენ და მოლოდინი გამართლდა. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო. თავდაპირველად, ფედერერმა ვერ გამოიყენა სამმაგი ბრეიკ-პოინტი, შემდეგ ვავრინკამ - ორმაგი. ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკს უახლოვდებოდნენ.

5:5-ზე ვავრინკას ბრეიკის კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, მაგრამ საკმაოდ პასიურად ითამაშა და ფედერერმა გეიმი გადაარჩინა, შემდეგში კი თავად შეასრულა ბრეიკი - 7:5.

მეორე სეტში როჯერმა გაცილებით იოლად მოიგო. ის კვლავაც პირველ ნომრად მოქმედებდა და რეგულარულად გადიოდა ბადესთან - მეორე პარტიაში, 49 გათამაშებიდან ფედერერი 12-ჯერ იყო ბადესთან. სტენი ძალიან პასიური იყო. რა თქმა უნდა, სამი შეცდომა კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ექვსი "ვინერსი" ძალიან ცოტაა. ფედერერი თავის მოწოდებებს იოლად ინარჩუნებდა, ვავრინკამ კი სეტის შუაში ცუდად ითამაშა თავის გეიმში, რის შემდეგაც ჩოგანი მუხლზე გადაიმტვრია. როჯერმა 6:3 მოიგო სეტი, სტენმა კი კორტი დროებით დატოვა.

ამ პაუზამ ცუდად იმოქმედა ფედერერზე, რომელსაც ჩავარდნა დაეწყო. მან შეცდომებს უმატა, რითაც ვავრინკამ ორ ბრეიკს მიაღწია და მოიგო მესამე სეტი - 6:1. მანვე მეტოქის მოწოდება აიღო მეოთხე სეტის სტარტზე. ფედერერს კონცენტრაცია დაკარგული ჰქონდა, მაგრამ იქვე დაიბრუნა მოწოდება და ამის შემდეგ, უმაღლესი დონის ჩოგბურთი დაიწყო.

ფედერერმა ისევ მოუმატა, მაგრამ ვავრინკა აღარ უშვებდა იმ შეცდომებს, რაც პირველ ორ სეტში ჰქონდა. 4:3-ზე როჯერმა ბრეიკის შესრულება სცადა, მაგრამ მისმა მეტოქემ მოიგო გეიმი, შემდეგ კი რამდენიმე ულამაზესი დარტყმა შეასრულა და 5:4 წაიყვანა ანგარიში. მეათე გეიმში ვავრინკას აღარ გასჭირვებია სეტზე ჩაწოდება - 6:4.

ახლა უკვე ფედერერმა დატოვა კორტი. გადამწყვეტი სეტის პირველ ხუთ გეიმში ორივე მხარეს რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკი არ გვინახავს. მეექვსე გეიმში კი ვავრინკამ ორი შეცდომა დაუშვა, ბრეიკ-პოინტზე კი ორმაგი შეცდომაც დაუმატა. როჯერს ისღა დარჩენოდა, ორჯერ შეენარჩუნებინა საკუთარი მოწოდება და ეს შეძლო - 7:5, 6:3, 1:6, 4:6, 6:3.

35 წლის ფედერერი "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ფინალისტი გახდა კენ როზუოლის შემდეგ, რომელმაც 1974 წელს, აშშ-ის ღიას ფინალში 39 წლის ასაკში ითამაშა. როჯერი მეექვსედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას ფინალში. მან 2015 წლის აშშ-ის ღიას შემდეგ პირველად გააღწია "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, ხოლო არ მოუგია "მეიჯორი" 2012 წლის უიმბლდონის შემდეგ.

კაცები. 1/2 ფინალი

ფედერერი (შვეიც, 17)-ვავრინკა (შვეიც, 4) 7:5, 6:3, 1:6, 4:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა