სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა დასრულდა
სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა დასრულდა.

ხმის მიცემის პროცედურა სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. გამოკითხვის შედეგად შეირჩა სასტარტო ხუთეულები, ხოლო გუნდების დარჩენილი, სათადარიგო მოთამაშეები მწვრთნელებმა დაასახელეს.

"ოლ სტარი" რეგიონული პრინციპით გაიმართება. ერთ გუნდში თბილისის, ხოლო მეორეში რეგიონის გუნდებიდან შერჩეული კალათბურთელები მოიყრიან თავს.

შესაბამისად, დედაქალაქის გუნდში თავი მოიყარეს მოთამაშეებმა "დინამოდან", "კაკტუსიდან", "ოლიმპიდან" და "მგზავრებიდან", ხოლო რეგიონში - "ქუთაისის", "ბათუმის", "სოხუმისა" და "რუსთავის" კალათბურთელებმა.

თბილისის გუნდის მთავარი მწვრთნელი "დინამოს" თავკაცი ირაკლი ხოშტარია იქნება, ხოლო მისი ასისტენტი - კაკტუსელი არჩილ ჟღენტი. რეგიონის გუნდს "ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში გაუძღვება, მისი ასისტენტი კი "რუსთავის" მწვრთნელი რამაზ გოგობერიშვილი იქნება.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩის პარალელურად გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის საუკეთესო 5 მსროლელი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გასული "ოლ სტარის" გამარჯვებული აკაკი ლომოური დაემატება. ლომოური ამჯერადაც იმყოფება სეზონის საუკეთესო 5-ეულში და ამის გამო წლევანდელ სნაიპერთა კონკურსს მე-6 ადგილზე მყოფი გიორგი ბარბაქაძე დაემატა.

ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 5 კალათბურთელი - ტომი სპანოლო (რუსთავი), ოთარ ბულიავა, უეიდ ლათანი (ორივე - სოხუმი), ტერიკ ბრიჯმენი (კაკტუსი) და დეანდრე რეი (დელტა, ა ლიგა).

"ოლ სტარის" გამორჩეული მოთამაშეებისთვის კალათბურთის ფედერაციის სპონსორებმა და პარტნიორებმა საჩუქრები დააწესეს.

სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

effe
შარშანდელივით თუ აპირებენ თავების გამაიმუნებას ჯობს მოგებაზე ითამაშონ და არა "შოუს" დადგმაზე
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს