გუშინდელ ფინალს ფრე უფრო მოუხდებოდა
ფინალში ფავორიტის დასახელება რთული იყო. სტატისტიკის მიხედვით, უპირატესობა ნადალისთვის უნდა მიეცათ, მაგრამ მისი მოგებებიდან დიდი დრო იყო გასული.

უფრო ის ფაქტი უნდა გაეთვალისწინებინათ - კონკრეტულ მომენტში ვინ იმყოფებოდა უკეთეს ფორმაში. ამ მხრივ, ფედერერის შანსები უფრო მაღლა ფასდებოდა. გარდა ამისა, შვეიცარიელს ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, ერთი დღით მეტი დასვენების საშუალება ჰქონდა.

პირველ სეტში კარგად ჩანდა სწორედ ფედერერის უკეთესი ფორმა. შვეიცარიელი ბრწყინვალედ თამაშობდა. მას უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მოწოდებაზე (მოიგო გათამაშებების 93 პროცენტი პირველ ბურთზე), საერთოდ, ძალიან აქტიურად მოქმედებდა და ბევრის არაფრის საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს. ფედერერის ანგარიშზე 14 "ვინერსი" იყო, ნადალისა - მხოლოდ ხუთი. 3:2-დან ესპანელმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო 13-დან და შესაბამისად, 3:5 და 0:15 ჩამორჩა. მეცხრე გეიმი მან მაინც მოიგო, მაგრამ მეათეზე როჯერმა სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტია სულ სხვა ისტორიაა. მოულოდნელად, ფედერერი დააღალატა მოწოდებამ, გარდა ამისა, გაცილებით ხშირად ცდებოდა თამაშიდან. და ნადალმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე გეიმში რაფამ მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ბრეიკი შეასრულა. ფედერერს შეეძლო მაშინვე დაებრუნებინა დაკარგული მოწოდება, მაგრამ ბრეიკ-პოინტებზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მალე ნადალმა მეორე ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, მან ერთი საკუთარი მოწოდება წააგო, მაგრამ დამაჯერებლად დაასრულა სეტი თავის სასარგებლოდ - 6:3.

მესამე სეტის პირველივე გეიმში ფედერერს საფრთხე შეექმნა. ის 40:0-ს იგებდა, მაგრამ საკუთარი შეცდომებით საქმე ბრეიკ-პოინტებამდე მიიყვანა. მაგრამ აქ მას მოწოდება დაეხმარა - ორი ბრეიკ-პოინტისას ორი ეისის შესრულება როჯერის კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებდა. უკვე შემდეგ გეიმში შვეიცარიელმა თავად გააკეთა ბრეიკი. მან ისევ მოუმატა აქტიურობაში და მეტოქეს არაფრის შანსს არ აძლევდა - პარტიაში "ვინერსების" შეფარდება იყო 18:5. ფედერერს შეეძლო "მშრალი" ანგარიშით სეტის მოგება, მაგრამ ნადალმა მოიგო რვაწუთიანი გეიმი თავის მოწოდებაზე. ამის შემდეგ, როჯერმა შეძლო სეტზე ჩაწოდება.

მეოთხე პარტიაში მეორეს ისტორია განმეორდა: ფედერერმა ისევ ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო. საკუთარი უზუსტობების გამო, მან წააგო მეოთხე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე. ნადალი მატჩის ამ სტადიაზე სტაბილურად გამოიყურებოდა, ზედიზედ ორჯერ "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარი გეიმი და სეტი 6:3 აიღო.

არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მეხუთე სეტი იოლი გასეირნება არ იქნებოდა არც ერთისთვის და არც მეორესთვის და ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა.

ესპანელმა პირველმა შეასრულა ბრეიკი და 3:1 გავიდა წინ. მიუხედავად ამისა, ის არ მოჩანდა "რკინის"ფავორიტად, რადგან საკუთარ მოწოდებაზე გეიმების აღება უჭირდა, ფედერერმა კი სამ თავის გეიმში მხოლოდ ერთი ქულა წააგო. და თამაშში გარდატეხა მოხდა - 1:3-დან შვეიცარიელმა ორი ბრეიკი შეასრულა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ტიტულზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ესპანელი არ დანებდა და დაძაბული დასასრული გაუნაღდა მაყურებელს. 3:5-ზე მან ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ერთი როჯერმა ეისით მოიგერია, მეორე კი "ვინერსით". იქვე მან მატჩბოლი გამოიმუშავა, თუმცა ვერ გამოიყენა. რიგით მეოცე ეისს მეორე მატჩბოლი მოჰყვა, რომელიც მარჯვნიდან დარტყმით გამოიყენა. ნადალმა შემოწმება მოისურვა და სისტემა hawk-eye-მ დაადასტურა, რომ ბურთი მართლა დაეცა ხაზზე. ფედერერმა ბავშვივით გაიხარა.

როჯერმა უპასუხა იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მისი დრო გავიდა. ფედერერმა "დიდი სლემის" 18 ტიტულის მოგებით დაამტკიცა, რომ ნიჭიერი და მიზანმიმართული ადამიანებისთვის არაფერია ისეთი წვრილმანი, როგორიც ასაკია. ის მართლა დაბრუნდა, ისევ TOP10-ის წევრია და იმედია, ამ სეზონში კიდევ გაგვაოცებს.

კაცები

ფედერერი (შვეიც, 17)-ნადალი (ესპ, 9) 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3

კაცები. წყვილები

კონტინენი/პირსი (ფინ/ავსტრა, 4)-ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი (აშშ, 3) 7:5, 7:5

ბიჭები

ცომბორ პიროში (უნგ, 15)-იშაი ოლიელი (ისრ, 4) 4:6, 6:4, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

musenbezi
ამ სტატიის ავტორს აშკარად არ უნახავს თამაში, თორე ასეთი აზრი თავი არ მოუვიდოდა... ერთი კაცის სპექტაკლი იყო... ნადალი და მისი ოჯახი ისეთი დაბოღმილი იყო მარტო ამისთვის ღირდა ეს გამრჯვება... როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი და ადამიანია!!!
sulxan
უდაოდ დიადი ჩოგბურთელია
სოსო
ძალიან დიდი სპორტსმენია როჯერ ფედერერი.
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის