ამიერიდან უკვე „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ჯო კოულმა გამომშვიდობებისას თავის ყოფილ კლუბს „ჩელსის“ შეუთვალა...

ამიერიდან უკვე „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ჯო კოულმა გამომშვიდობებისას თავის ყოფილ კლუბს „ჩელსის“ შეუთვალა, ახლა კი ჩვენი ქვეყნის მართლაც უძლიერეს კლუბში გადავედიო. მერსისაიდელთა ახალწვეული დარწმუნებულია, რომ „ჩელსი“ ფრთხილად უნდა იყოს, ამ სეზონში „წითლები“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. თან, კოულს ლივერპულელთა ახალი თავკაცის როი ჰოჯსონი იმედი აქვს. კოულმა თქვა:

„როდესაც „ლივერპულის“ ინტერესის შესახებ შევიტყვე, გადაწყვეტილების მისაღებად ტვინი არ მიჭყლეტია. მიზეზი მარტივია, „ლივერპული“ ხომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი კლუბია. „ენფილდ როუდზე“ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მთელი ცხოვრება ლონდონის გუნდებში ვარ და ახლა ახალ გამოწვევას ვიღებ. სხვათაშორის, „ჩელსის“ ფანებს ძალიან ვუყვარდი და ამდენად ამ გუნდში დარჩენა შემეძლო, მაგრამ წამოსვლა ვამჯობინე. ვფიქრობ, ცხოვრებაში ძალიან დიდი ეტაპი დამეწყო. ჯერ მხოლოდ 28 წლის ვარ, ახალახან გოგონა შემეძინა და გარს ძლიერი, მშვენიერი ოჯახი მაკრავს. დარწმუნებული ვარ, ლივერპულელი ხალხი გულღიად და სიყვარულით შემხვდება, რასაც მეც საუკეთესოდ ვუპასუხებ“.

გუშინ მოგახსენებდით, რომ კოულის „ლივერპულში“ გადასდვლამ გუნდის კაპიტანს სტივენ ჯერარდს დარჩენისკებ უბიძგა — დიდი ხანი ლაპარაკობდნენ ჯერარდის „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე. კოულმა დასძინა:

„სტივის ამბავი ძალიან გამიხარდა, უკეთესს ვერაფერს შევიტყობდი. სტივი „ლივერპულის“ სული და გულია. მეს ათი წელიწადია ხამ მის წინააღმდეგ ვთამაშობ, ხანაც, ნაკრებში, მის მხარდამხარ და კარგად ვიცი რა დონის ფეხბურთელზეც გვაქვს ლაპარაკი“.

საინტერესოა, რომ კოულის „ჩელსიდან“ „ლივერპულში“ გადასვლამ ხალხს ხუთი წლის წინანდელი ამბავი გაახსენა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი გადაეყარა. მაშინ, „ენფილდ როუდის“ ლეგენდარული ტრიბუნიდან, „კოპიდან“ წამოსულმა არანორმალურმა ხმაურმა აიძულა მსაჯი ლუბოშ მიხელი ჩაეთვალა ლუის გარსიას გამარჯვების გოლი, რომელიც, შესაძლოა სულაც არ გასულა — გადაკვეთა კი ბურთმა „ჩელსის“ კარის ხაზი? თუ მაშინდელი ამბები გახსოვთ, ისიც გეხსომებათ, რომ ლონდონელთა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ გოლს „გოლი აჩრდილი“ უწოდა. სწორედ მაშინ იგრძნო ჯო კოულმა თუ რა ადგილია „ენფილდ როუდი“ და მის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც, როგორც ჩანს მაშინდელმა შტაბეჭდილებამ იმოქმედა ძალიან.

კოული იხსენებს: „არ მავიწყდება ის ნახევარფინალი, როდესაც მოედანზე გავედი და თმა ყალყზე დამიდგა. მაშინ წარმოვიდგინე, რა ბედნიერებაა, როდესაც ამ ატმოსფეროში ყოველ კვირას თამაშობ. სწორედ ამას ველი ყველაზე დიდი მოუთმენლობით. როგორც მეტოქე „ლივერპული“ ძალიან დიდი ძალა იყო“.

საინტერესოა, რომ ჯო კოულს „ჩელსის“ მწვრთნელების გადამკიდე ბოლო წლებში სათადარიგოთა სკამზე დიდხანს ჯდომა მოუხდა და საშუალება ჰქონდა ტრიბუნიდან ნასროლი მერსისაიდული ხუმრობებისთვის ეგდო ყური. კოული ამბობს:

„ბოლო წლების განმავლობაში აუტის ხაზის თუ ტრიბუნების გასწვრივ გასახურებლად ბევრს დავრბოდი და ხალხისგან საოცარი ხუმრობები და შეძახილები მესმოდა. ეს ხუმრობები ძალიან მომწონდა და იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ჩემზე მხოლოდ დადებითად თუ იხუმრებენ რამეს. გუშინ ჯეიმი კარაგერი მეუბნებოდა, რომ მე ლონდონურ დიალექტში, „კოკნიში“ ვარ მაგარი, მაგრამ მე ამათი „სკუსიც“ ძალიან მომწონს. მართალია, ყურის მისაჩვევად ერთი-ორი კვირა დამჭირდება, მაგრამ მოვახერხებ. აი, „ლივერპულში“ რომ ჩამოდიან ესპანელები რას იგებენ აქ, ნამდვილად ვერ მოგახსენებთ.

მოკლედ, მომიწევს „სკუსიში“ მეცადინეობა. ამათი „ბიტლებიც“ ძალიან მიყვარს“.

ეს ის არის?
მიტინგზე ამის გვარი არ გახსენებიათ ხო?
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა