23-წლამდელ "ბერძენ-რომაელთა" ქვეყნის პირველობის მეორე დღემ პირველზე გაცილებით უფრო მშვიდად და უექსცესოდ ჩაიარა
23-წლამდელ "ბერძენ-რომაელთა" ქვეყნის პირველობის მეორე დღემ პირველზე გაცილებით უფრო მშვიდად და უექსცესოდ ჩაიარა - არ ყოფილა ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, აყალმაყალი და ჩაშლილი შეხვედრები. სამაგიეროდ, ბევრი საინტერესო ორთაბრძოლა და ბევრი იმედისმომცემი ფალავანი იყო.

გუშინდელი დღე ცოტა უფრო ძლიერიც გამოდგა, რადგან "ოლიმპიური პარკის" ფრენბურთის სასახლის არენაზე ვიხილეთ უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძე, ვინც ამჯერად 85 კილოგრამში გამოვიდა; ახალი თაობის უნიჭიერესი ტალანტი, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე (130) და ასაკობრივ ნაკრებებში თავგამოჩენილი არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა.

ტიტულოვანთაგან ისვენებდა მხოლოდ ოლიმპიური და ევროპის მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ვინც ფედერაციის გადაწყვეტილებით, გათავისუფლებული იყო შეჯიბრებიდან.

დიდი მოულოდნელობები არც გუშინ მომხდარა და ძირითადად, ისევ ფავორიტებმა იმარჯვეს. მეტ-ნაკლებად გამონაკლისია 66 კილოგრამი, სადაც ბოლქვაძის არყოფნაში გზა ახალგაზრდებს გაეხსნათ.

გუშინაც გამოჩნდა რამდენიმე შედარებით უცნობი (ყოველ შემთხვევაში - უტიტულო) ფალავანი, ვინც აქამდე ასაკობრივ გუნდებში ვერ ხვდებოდა, მაგრამ გუშინ დიდი ბრძოლა გაუმართეს ლიდერებს. მართალია, საბოლოოდ კლასმა მაინც თავისი გაიტანა და ფავორიტებმა იმარჯვეს, თუმცა ნურც მათ კონკურენტებს დავუკარგავთ დიდ მონდომებას. მაგალითად, დემურ ქავთარაძეს (75), იონა ფირცხალავას (85) და სხვებს. სხვა თუ არაფერი, ფინალში გასვლაც ხომ დიდი საქმეა.

66 კილოგრამში კვარცხლბეკი მთლიანად ახალგაზრდებმა შეავსეს, მათ შორის კი ყველას ედნარ შავაძემ აჯობა, რომელმაც ფინალში თანაქალაქელი მურად მიქელაძე დაამარცხა.

75 კილოგრამის შეხვედრები დაძაბული ბრძოლით დასრულდა. სენაკელი ბაკურ გოგოლი (ის თბილისის სახელით გამოვიდა, მაგრამ სენაკელია) ასაკობრივი გუნდებიდან კარგად გვახსოვს, რასაც ვერ ვიტყვით ნორიოელ ქავთარაძეზე. თუმცა ფინალი სწორედ მისი შეტევით დაიწყო და მსაჯის სასტვენისთანავე დროის მცირე მონაკვეთში ორჯერ მოგვერდი შეასრულა, რის გამოც 4:0 დაწინაურდა. სავარაუდოდ, გოგოლი არ ელოდა მისგან ასეთ "აფეთქებას" და ეს ეპიზოდი ამიტომ გამოეპარა, თორემ ამის შემდეგ უპირატესობას მთლიანად ის დაეუფლა და ქავთარაძემ ვერაფერი შეცვალა.

გოგოლმა ყველაფერი გააკეთა - ილეთიც, წრიდანაც გაიყვანა, ჩოქბჯენშიც ჩააგდო და რამდენჯერმეც გააფრთხილებინა. ქავთარაძე შეხვედრის ბოლოს გააქტიურდა, თუმცა გოგოლიც უკვე ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობდა, რადგან 9:4 იგებდა. ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, ქავთარაძემ ჯერ 1 ქულა გაქვითა, ბოლო წამებზე კი ჩოქბჯენშიც ჩაიყვანა და ანგარიში 9:7 გახდა. იქ დაატრიალა კიდეც, მაგრამ მანამ საფინალო სასტვენმა მოუსწრო და შეხვედრაც ასე დასრულდა.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა გობაძის და ფირცხალავას ფინალიც 85-ში. თავიდან აქაც "მეორე ნომერმა" შეუტია - ფირცხალავამ, ვინც ჯვარედინი მოვლებიდან სცადა გადაგდება, მაგრამ მთლად სუფთად ვერ გააკეთა და მსაჯმა არც შეაფასა. მწვრთნელებმა გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ და, წესისამებრ, ქულა გობაძეს მისცეს, ვინც 1:0 დაწინაურდა.

ეს ფინალი შედარებით გამორჩეული გამოდგა, რადგან მეტოქეებმა გახსნილი, ღია ჭიდაობა შესთავაზეს ერთმანეთს. ამიტომ ილეთებიც გაკეთდა და უფრო ტექნიკური პაექრობა წარიმართა, ვიდრე - ჩაკეტილი და ტაქტიკური. გობაძე გამოირჩევა ტექნიკური სტილით და ახლაც არ უღალატა ჩვეულებას, თუმცა დიდად არც ფირცხალავა ჩამორჩა და ერთხელ მშვენიერი 4-ქულიანი გდებაც შეასრულა. ამით 6:4 დაწინაურდა, მაგრამ მაშინვე ეტყობოდა, რომ გობაძე ამ შეხვედრას ხელიდან არ გაუშვებდა. მან მართლაც მალევე გაათანაბრა ანგარიში, რასაც მეტოქის გაფრთხილებებით ორჯერ თითო ქულაც დაუმატა და 8:6 მოიგო.

მძიმე წონაში პატარიძის გამოსვლა ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. განსაკუთრებით საინტერესო მისი და 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიას პაექრობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ადრევე გაცხადდა, რომ ქაჯაია არ იჭიდავებდა - ეტყობა, წყალტუბოელი ფალავანი საქართველოს ჩემპიონატისთვის ინახავს ძალებს, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.

ამ წონაში ბევრი მონაწილე არ იყო და ფინალში გასასვლელად მონაწილეებს ბევრი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ. იქ ბრძოლის უფლება პატარიძემ და თბილისელმა ბექა კანდელაკმა მოიპოვეს, რომლებმაც დიდი მცდელობის მიუხედავად, გდება ვერ შეასრულეს. ეს უფრო ტაქტიკური შეხვედრა გამოდგა, რომლის ბედიც მთლიანად გაფრთხილებებმა გადაწყვიტა - 2:1 გაიმარჯვა პატარიძემ, თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა იოლი მოგება.

ამდენად, უკვე ჩამთავრდა ეს ტურნირი და გამოიკვეთა ის გუნდი, რომელიც 28 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, უნგრულ სომბათჰეიში 23-წლიანთა ევროპის პირველობაზე გამოვა. თუმცა იქამდე მოსამზადებელი ეტაპებია გასავლელი და ვნახოთ, რა მოხდება.

კვარლცხბეკი

66 კგ.

1. ედნარ შავაძე; 2. მურად მიქელაძე; 3. თორნიკე მელაძე (სამივე - აჭარა), ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი).

75 კგ.

1. ბაკურ გოგოლი (თბილისი); 2. დემურ ქავთარაძე (ნორიო); 3. მურთაზ ჩაბრავა (სენაკი), მინდია ბოლქვაძე (აჭარა).

85 კგ.

1. ლაშა გობაძე (აჭარა); 2. იონა ფირცხალავა (წყალტუბო); 3. კონსტანტინე ბარბაქაძე (გარდაბანი), გურამ ხეცურიანი (ქუთაისი).

130 კგ.

1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი); ბექა კანდელაკი (თბილისი); 3. ბექა მაკარიძე (თერჯოლა), თენგიზ ძებნიაური (თბილისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
ქართველებისთვის ნაცნობ ვან'ტ სხიპს ყაზახეთის ნაკრები ჩააბარეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
U23. ევროპის ჩემპიონატი: დღეს ასპარეზობას ბერძენ-რომაელები იწყებენ
23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ფალავნებმა ჯერ 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
U23. 4 ვერცხლი 4 ფინალიდან და გუნდური მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
U23. ევროპის ჩემპიონატი: ფავორიტთა დაცემა
წურწუმიამ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
პატარიძე და წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ქართული ტრიუმფი სერბეთში - 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან
საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
U23. სამი ქართველი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ
U23. ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან [VIDEO]
U23. მოჭიდავეთა ნაკრებები: ყველაფერს ბორჯომში დაასკვნიან
პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბ/რ ჭიდაობა: ნაკრები, ბექა როყვას ხელმძღვანელობით, კიევში გაემგზავრა