ჯერჯერობით გარკვეული ისაა, რომ ჯეონი ჩვენი ნაკრების ტექნიკური კონსულტანტი იქნება
კორეელი ოლიმპიური დ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კი-იონ ჯეონი უკვე დაბრუნდა სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ მისი მოწვევა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ვაჟთა ნაკრების კონსულტანტად სურს და კორეელიც წინა კვირაში მოსალაპარაკებლად იყო ჩამოსული.

როგორც ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა, მხოლოდ წინასწარი საუბრები გაიმართა და კორეელი ადგილზე გაეცნო ვითარებას, ნაკრებსაც შეხვდა და რამდენიმე ვარჯიში ჩაუტარა დაბლაჭიდში.

ჯერჯერობით გარკვეული ისაა, რომ ჯეონი ჩვენი ნაკრების ტექნიკური კონსულტანტი იქნება, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. მან უახლოეს დღეებში უნდა აცნობოს ჩვენს ფედერაციას, მისი ახლანდელი სამუშაოდან გამომდინარე (ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს) რამდენად შეძლებს ჩვენს გუნდთან მუშაობას, რამდენ დროს დაუთმობს მას და ასე შემდეგ. რაც მთავარია - რამდენს მოითხოვს ანაზღაურებას.

ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე განიხილავენ მსოფლიოს ჩემპიონატამდე თანამშრომლობის პერსპექტივას და მთელი გათვლები ამაზე კეთდება, უფრო გრძელვადიან თანამშრომლობაზე კი მსოფლიოს პირველობის შემდეგ ისაუბრებენ.

ჯეონი ივლის-აგვისტოში უნივერსიტეტიდან თავისუფალია და ჩვენებს სურთ, ამ პერიოდში კორეაში გაიარონ შეკრება.

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ძიუდო. კემპი: ვაჟებმა გეგმები შეცვალეს, ავსტრიაში მხოლოდ ქალები მიდიან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან კორეელი ოლიმპიური ჩემპიონი იმუშავებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აზიურ ტურნეში გაემგზავრა
ნაკრების კორეელი კონსულტანტი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია