კოუტინიოს არც ჩინეთში უნდა და არც ესპანეთში, მხოლოდ - "ლივერპული"!
"ლივერპულმა" გუნდის ლიდერი ფილიპე კოუტინიო 5 წლით დაიბევა.

მხარეთა შორის გაფორმებულმა ახალმა კონტრაქტმა მსურველებს მიანიშნა, რომ ბრაზილიელი "ენფილდის" დატოვებას არ აპირებს. ის მერსისაიდელთა ლიდერია და ნელ-ნელა ბრაზილიის ნაკრების ლიდერადაც ყალიბდება.

24 წლის კოუტინიომ ისაუბრა იმაზე თუ რამდენად გამჯდარი აქვს უკვე ენფილდური ატმოსფერო სისხლში და როგორი "მოწამლულია" იქაურობით.

ფილიპეს სჯერა, რომ "ლივერპულთან" ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევს და მხოლოდ 18 ჩემპიონობა და 5 ჩემპიონთა ლიგა არ იქნება სალაპარაკო და გასახსენებელი, ის თანაგუნდელებთან ერთად მერსისაიდელების ტახტზე დაბრუნებას აპირებს. ჩენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ "პატარა ჯადოქარს" ტრადიცილული პრობლემა - ტრავმიანობა - აღარ შეაწუხებს...

საკუთარ თავზე

"საკუთარ თავზე ლააპრაკი არ მიყვარს. არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში... ჩემგან ელოდებიან საგოლე მომენტების შექმნას თანაგუნდელებისთვის და გოლების გატანას.

10-ნომრიანი მაისურა? დიახ, ვიცი, რასაც ნიშნავს ეს: ბრაზილიაში, ათიანი საკულტო ნომერია. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. 10 ნომერს აძლევენ ფეხბურთელს, რომელიც კრეატიულია და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ეს მაისურა მეცვას, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. თუმცა, პირველ რიგში, ის კი არ გამოგარჩევს, რა ნომერი გაწერია მაისურაზე, არამედ, ის, რასაც მინდორზე აკეთებ და როგორც თამაშობ" - აცხადებს კოუტინიო "დეილი მეილთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

"ლივერპულის" კრიზისი

ტრავმის გამო ფილიპეს თითქმის 2 თვე გაუცდა. იგი ჯერჯერობით, ოპტიმალურ ფორმაში არ არის და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ოქროს ბიჭუნა" მალე ათამაშდეს ძველებურად, რადგან "ლივერპულს" ახლა რთული პერიოდი დაუდგა და კოუტინიოც ძალიან სჭირდება.

მერსისაიდელებმა ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 მოიგეს და ზედიზედ 3 წაგება აქვთ ("ჩელსისთან" წუხანდელი დაპირისპირება არ ითვლება). თანაც, აუტსაიდერ "სუონსისთან", ლიგის თასზე - "საუთჰემპტონთან" (და ამ მარცხით გუნდმა ფინალის საგზური გაუშვა ხელიდან) და ასოციაციის თასზე - ქვედალიგელ "ვულვზთან", ასევე "ენფილდზე".

კუტინიო ამბობს, რომ ეს შედეგები გუნდმა უნდა დაივიწყოს და, რაც შეიძლება, მალე დაიბრუნოს ფორმა.

ახლა!

"ლოდინის საჭიროება და დრო არ არის. ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ, რომ წარმატების მიღწევა ახლავე შეგვიძლია. ვამჩნევ კლუბის ამბიციას, ფეხბურთელების, მწვრთნელის. ამით ვცხოვრობ, ეს მამოძრავებს.

დაველოდოთ, როდის მივაღწევთ დიდ წარმატებებს? არა, ახლა შესაბამისი დროა, ჩვენ მზად ვართ! მესმის, რას ნიშნავს "ლივერპული". შეგვიძლია ვახსენოთ დალგლიში, რაში, ჰანსენი, სუნესი, სუარესი, ჯერარდი... უკვე საკმაო ხანია გუნდში ვარ, ახალი არ ვარ და ყველაფერი მესმის. კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ნიშნავს იმას, რომ მინდა "ლივერპულთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო და ერთ დღესაც, ხსენებული მოთამაშეების გევრდით მომიხსენიონ. ისინი ლეგენდები არიან.

ფეხბურთელის წარმატებულობა მისი შემართებით, ერთგულებით, თამაშის ხარისხით და ტიტულებით ფასდება ან ყველაფრით ერთად. იმისათვის, რომ ამ ლეგენდების დონეზე ავიდე, ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მსურს ტიტულები მოვიგო. ჩემი ახალი კონტრაქტი ხუთწლიანია, ასე რომ, დრო და შანსი მექნება", - ამბობს ამბიციური ბრაზილიელი ვარსკვლავი.

"ლივერპული", "ლივერპული" და მხოლოდ "ლივერპული"

24 წლის ბრაზილიელმა "ენფილდის" ბინადართა ფანები დაამშვიდა და გაახარა, არსად წასვლაზე არ ვფიქრობო. საქმე ის არის, რომ კოუტინიომ ჩინური კლუბებისგან მიიღო სარფიანი შემოთავაზება და გარდა ამისა, ადრე მას მადრიდის "რეალს" უკავშირებდნენ, ასევე აქტიურად ახსენებდნენ "ბარსელონას"...

"ჩინეთი? არა, არ ვარ დინტერესებული. ამაზე არც ერთი წამით არ ვფიქრობ. ჩემი ფეხბურთი აქ არის, ჩემი გული აქ არის და არც ერთ სხვა გუნდზე არ ვფიქრობ, არც ესპანეთის ვარიანტზე. საერთოდ არა! მე მჯერა იმის, რომ თუ ფეხბურთელს გაუმართლებს, ის იპოვნის გუნდს, სადაც თავს და პოტენციალს სრულად წარმოაჩენს, შიშის, რიდის გარეშე და თავს კომფორტულად იგრძნობს. როდესაც ასეთ ადგილს იპოვნი, უნდა დარჩე. "ლივერპულს" აქვს გეგმა, კლუბს უნდა სათავეში დაბრუნება და მე ამის მჯერა. მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. უფროსობას, მწვრთნელს, ფეხბურთელებს…

ვერაფერი შეგვაჩერებს, გვსურს სხვა დიდ გუნდებს გავუწიოთ კონკურენცია. კლუბებს ინგლისში, ევროპაში. დიახ, "ბარსელონას" დარ გუნდებს. რატომაც არა?"

მოსიყვარულე ოჯახი

"ეს დიდი კლუბია. მახსოვს როგორი ყურადღებიანი იყო ყველა თავიდანვე და როგორ დამეხმარნენ. ყოველგვარი დააბულობა მოიხსნა და ადაპტაცია გამიადვილდა. ინგლისში გადმოსვლის პირველივე დღიდან ოჯახის წევრივით მიმიღეს. თავი თავიდანვე კომფორტულად ვიგრძენი. მომცეს საშუალება, რომ პირველ რიგში ფეხბურთზე მეფიქრა. ეს ძალიან კარგად მახსოვს. აქ თავს მეც ძალიან კარგად ვგრძნობ და ჩემი ოჯახიც.

ერთადერთი უსიამოვნო მონაკვეთი ახლა იყო ნოემბრიდან-იანვრამდე, როდესაც ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი. "ენფილდი" საოცარი სტადიონია, ფანები დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან, მაგრამ ტრიბუნიდან თამაშის ყურებით მაინც ვერ ვტკბებოდი, ეს მასევდიანებდა, რადგან მინდორზე ყოფნა და გუნდის დახმარება მსურდა. იმედია, ასეთ გამოცდილებას აღარ მივიღებ, მე თამაში და ამით სიამოვნების მიღება მსურს", - კოუტინიო აშკარად ყველაფრით კმაყოფილია.

სახლი და მეგობრები

მერსისაიდელთა "პატარა ჯადოქარი" საწვრთნელი ბაზიდან 15 წუთის სავალზე ცხოვრობს. მისი სახლი სულ მეგობრებითაა სავსე, კედლებზე სუპერგმირების პოსტერებია, მაგიდის ფეხბურთიც იქვეა, მეუღლე ეინი და ქალიშვილი მარია კი სულ ღიმილიანები არიან.

"ჩემი სახლი ცარიელი არასდროსაა და მე ასე მომწონს"- ამბობს ფილიპე.

საჩემპიონო რბოლა

"ეს ძალიან რთული ლიგაა და დიახ, "ჩელსი" მართლაც საგრძნობლად გაიქცა წინ და თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩემპიონიც გახდება, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამ სეზონშიც და მომავალშიც. "სუონსისთან" ფეხი დაგვიცდა, "ჩელსი" კი სტაბილური და ძლიერი გუნდია. ძალიან მომწონს ედენ აზარი და ვილიანი, ისინი ურთულესი მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ჩვენი გუნდის ამბიციაც ჩემპიონობაა. დავიხარჯებით ბოლომდე და კვლავაც ვიომებთ. ჩვენგან ზუსტად ამას ელიან და ამიტომაც ვართ აქ".

ახალი კონტრაქტი

როგორც მოგახსენეთ, ფილიპე კოუტინიომ "ლივერპულს" მომავალი დიდი ხნით დაუკავშირა და ის მართლაც ძალიან ბედნიერი ჩანს ამით. "ვასკო და გამას" აღზრდილზე დიდ იმედებს ჯერ კიდევ მილანის "ინტერში" ამყარებდნენ, მაგრამ ის მხოლოდ პერიოდულად ბრწყინავდა და ხშირი ტრავმიანობა უშლიდა ხელს. "ენფილდზე" კი კოუტინიო სტაბილური გახდა და ამის მიზეზს გვიხსნის:

"ამ გადაწყვეტილების უკან ორი ძირითადი რამ დგას. პირველი, ეს არის გუნდის ამბიცია და აქაური ატმოსფერო, მეორე კი ჩემი ოჯახი, რომელიც გვერდზე მიდგას და ინგლისში, ლივერპულში ყოფნა მოსწონს. აქ ყველა მოთამაშეს შესანიშნავად ეპყრობიან და ყველანაირი პირობაა.

კლუბი მხარში გვიდგას და მხოლოდ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულნი. დიდებულად გამართული სტრუქტურაა. როდესაც ახალი ფეხბურთელი მოდის, განსაკუთრებით უცხოეთიდან, არის სპეციალური ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ეხმარება ახალწვეულსა და მის ოჯახს. ფეხბურთელს სანერვიულო არ რჩება. აქ ყოველმხრივ მაღალი პროფესიონალიზმია, ისეთი, როგორიც დიდ კლუბს შეეფერება".

თამაში კი, ყურება ნაკლებად

კოუტინიოს სახლში უზარმაზარი ეკრანი აქვს, რომელზედაც თამაშებს უყურებს და თამაშობს. თუმცა, როგორც ირკვევა, სხვა მატჩების ყურება დიდად არ უყვარს.

"მე არ ვარ შეპყრობილი. ბევრ მატჩს არ ვუყურებ, თამაში მირჩევნია და ინგლისური ფეხბურთის მონაწილედ ყოფნა. პრემიერლიგის მახასიათებლები? ინტენსიურობა, ტემპი, დაძაბულობა. ასე ავუხსნიდი ინგლისის ჩემპიონატს ბრაზილიაში. სისწრაფე, ბურთი არასდროს ჩერდება, რითმი და სიჩქარე. აგრესია? დიახ, მაგრამ უფრო ინტენსიურობა".

ალბათ იცით, რომ იურგენ კლოპი ამას "ჰევი მეტალ ფეხბურთს" ეძახის, კოუტინიოს ესეც ჰკითხეს, ფილიპემ კი უპასუხა - ეს ფრაზა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რასაც ვხედავ და იმას აღვწერო.

კლოპი და ჯერარდი

კოუტინიოს ასეთი პროგრესის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გერმანელი სპეციალისტია. "კლოპოს" ძალიან უნდოდა, რომ ფილიპე "ენფილდზე" დარჩენილიყო, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ და ჰარმონიულად თანაცხოვრებას გააგრძელებენ. მოვისმინოთ, თუ რას ფიქრობს ბრაზილიელი კლოპზე.

"ყველაზე მეტად ამ მწვრთნელში მომწონს ის, რომ ის ყველაფერს უბრალოდ და ერთფეროვნად არ აკეთებს და აბსოლუტურად ყველაფერს გვიხსნის, მშრალ მითითებებს არ იძლევა. გვაგებინებს, რას რატომ ვაკეთებთ. ეს სასიამოვნოა.

100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იგი აქ წარმატებას მიაღწევს. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია სტივენ ჯერარდის დაბრუნება. ის ჩემი ფავორიტი მოთამაშეა ინგლისში გადმოსვლის შემდეგ. მისგან ბევრი ვისწავლე, ფეხბურთი შესანიშნავად ესმის, ჩინებული ხედვა აქვს და ახალ საქმიანობაში ეს დაეხმარება. ჯერარდმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი კლუბში ყოფნა ყველაზე კარგად იმოქმედებს. ბედნიერი ვარ სტივენის დაბრუნებით და წარმატებებს ვუსურვებ მას"

დოსიე

ფილიპე კოუტინიო კორეია

დაიბადა: 1992 წ. რიო (ბრაზილია)

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი, გარემარბი

კარიერა: 2008-13 - ინტერი; 2009-10 ვასკო და გამა (იჯარა); 2012 - ესპანიოლი (იჯარა); 2013-დან - ლივერპული.

ბრაზილიის ნაკრები: 23 თამაში, 6 გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

912
ჯერ ის ისწავლეთ ჰალ სიტის როგორ მოუგოთ ტოტალიზატორზე გაყიდულო აფერისტებო
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
კოუტინიო შესაძლოა, "ინტერში" დაბრუნდეს
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
კოუტინიო შესაძლოა, ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება