„ჩელსიმ“ ჯიბიდან 20 მილიონი ფუნტი ანუ 30,53 მილიონი ევრო ამოიღო და..

„ჩელსიმ“ ჯიბიდან 20 მილიონი ფუნტი ანუ 30,53 მილიონი ევრო ამოიღო და ლისაბონის „ბენფიკას“ ბრაზილიელ რამირესში სთავაზობს. „ჩელსის“ საქმე საშურია. საქმე ის გახლავთ, რომ ფეხბურთელზე, რომელსაც მეტსახელად „ლურჯ კენიელს“ ეძახიან, „ბარსელონაც“ ნადირობს და „ბაიერნიც“. ბაზარზე მოულოდნელი შევარდნით ლონდონელებს ეფექტის მოხდენა და შედეგის სწრაფად მიღწევა უნდათ.

სხვათაშორის, ამბობენ, რომ 23 წლის ფეხბურთელისადმი თავისი ინტერესი „მანჩესტერ სიტიმაც“ გამოამჟღავნა, მაგრამ თეორიულად, ყოველგვარი ოფიციალური მიმართვებისა და წერილების გარეშე, ასე რომ, „ჩელსის“ ვარიანტი მისთვის ამჟამად ყველაზე რეალური და მომხიბვლელი ჩანს.

„ჩელსისა“ და ბრაზილიელების ურთიერთობაზე გუშინაც მოგახსენებდით: „ლურჯებს“ „სანტოსისგან“ 18 წლის ნეიმარის ყიდვა სურთ და კლუბს 25,7 მილიონ დოლარს სთავაზობენ, მაგრამ „სანტოსმა“ ვაჭრობა დაიწყო — 45 მილიონი მოითხოვა. რა გამოვა ამ საქმიდან ამ წუთას უცნობია, თუმცა ნეიმარს „ჩელსიში“ გადასვლა ძალიან სდომებია და არ არის გამორიცხული ბრაზილიური ლუბის მეპატრონეები ფასის დაკლებაზე დაიყოლიოს.

დავუბრუნდეთ რამირესს, რომელსაც სრულად რამირეს სანტოს დო ნასიმენტო ჰქვია (პელეს მოგვარეა) და „ბენფიკაში“ თავის პირველ სეზონში დიდი ეფექტი მოახდინა. მან პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულისა და თასის მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა და ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს დუნგას თავი ისე მოაწონა, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი წაიყვანა. ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოახდინა ეფექტი. შთამბეჭდავი გახლდათ როგორც მისი ტექნიკა და ფინტები, ასევე მუყაითი რეიდები ნახევარდაცვის მერჯვენა ფრთიდან. შეგახსენებთ, რომ რემირესმა ყვითელი ბარათების გამო ჰოლანდიასთან საბედისწერო მეოთხედფინალური შეხვედრა გამოსტოვა, რაც დუნგას თქმით დიდი დანაკლისი იყო. საინტერესოა, რომ „ჩელსიმ“ რამირესის შესახებ პირველად ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაიკითხა და მოთამაშეს დაპირდა, რომ მუნდიალის შემდეგ მის შესაძენად აუცილებლად გადადგამდა პრაქტიკულ ნაბიჯს. თავად რამირესმა თქვა:

„ჩემმა აგენტმა მაცნობა, რომ ჩემი შეძენა რამდენიმე კლუბს სდომებია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი საკუთარი შესაძლებლობების გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ადგილია. ჩემთვის, „ბარსელონაში“, „რეალში“ ან „ჩელსიში“ გადასვლა უდიდესი ბედნიერება იქნება“.

„ჩელსის“ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის დეკუს, მიხაელ ბალაკისა და ჯო კოულის დაკარგვის შემდეგ ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდება. მარტო ერთი შენამატი, „ლივერპულიდან“ ისრაელის ნაკრების ვარსკვლავის იოსი ბენაიუნის ყიდვა საკმარისი ვერაფრით იქნება. მერედა, ანჩელოტის კარგად მოეხსენება, რომ რამირესს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ეს ტაქტიკური მრავალფეროვნების საშუალებას მისცემს. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: რამირესი ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ან კარგა ხანს ემსახურება ლონდონელთა გუნდს, ან ართი ხნის მერე სარფიანად გაიყიდება.

ამ ყველაფერთან ერთად, ანჩელოტი ფიქრობს, რომ რამირესი ერთ ირიბ ეფექტსაც მოუტანს. საქმე ის არის, რომ იტალიელ მწვრთნელს თავისი მილანისდროინდელი ვარსკვლავის კაკას ყიდვა აქვს ოცნებად ქცეული და ფიქრობს, მას „ჩელსიში“ ბრაზილიური გარემო მოუმზადოს. ყოველ შემთხვევაში, გადასვლაზე რომ დაელაპარაკება იმასაც ეტყვის, არ მოიწყენ, თანამემამულე გვერდში გეყოლებაო.

ახლა, იმაზე ვთქვათ თუ სად და რატომ შეარქვეს პელეს მოგვარე რამირესს უცნაური მეტსახელი „ლურჯი კენიელი“ რაც პორტუგალიურად ასე გამოითქმის: „კენიანო აზულ“. ეს სახელი ფეხბურთელს „კრუზეიროში“ თამაშის წლებში შეარქვეს. ლურჯი „კრუზეიროს“ ფორმის ფერია კენიელები კი, მოგეხსენებათ, მარათონებს დარბიან ძალიან კარგად და ვინაიდან სირბილი არც „ჩელსის“ ინტერესის საგანს ეზარება... რამირესი ამბობს, რომ კარგად სირბილი ბავშვობაში ისწავლა:

„პატარა რომ ვიყავი ბებიაჩემს გავურბოდი. არ გავექცეოდი და გალახვა არ ამცდებოდა“.

რამირესის თვისებებზე გარდა იმისა, რომ ერთი საჯარიმოდან მეორემდე დარბის, კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ორთაბრძოლებში ყოჩაღად შედის და სახიფათო მომენტებსაც ქმნის. გახსოვთ, როგორ ჩაუდრიბლინგა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მოედნის შუიდან, სამ ჩილელს სანამ საჯარიმოს მისადგომებთან მისული ბურთს რობინიოს დაუტოვებდა და საგოლე შესაძლებლობას შეუქმნიდა? სწორედ ასეთი მარათონების გამო მოეწონათ ლონდონელ „ლურჯებს“ „კენიელი“.

და ბოლოს, ცნობა „ჩელსის“ ბანაკიდან: მეკარე პეტრ ჩეხს მარჯვენა ფეხზე კუნთი გაუწყდა და უკვე ფაქტია, რომ სეზონის დასაწყისს გამოსტოვებს. 28 წლის კარის მცველს ეს ამბავი სამშაბათის ვარჯიშზე შეემთხვა. ექიმები ეუბნებიან, რომ მას სულ მცირე ერთი თვე დასჭირდება ფეხზე ძველებურად დასადგომად, ასე რომ, პირველ შეხვედრებში ინგლისის ჩემპიონთა კარს პორტუგალიელი გოლკიპერი ჰილარიო დაიცავს.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა