"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, მსაჯის კრიტიკის გამო, ფეხბურთის ასოციაციისგან ბრალდებას და სასჯელს არ ეპუება
ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა იბრძოლოს. არადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს შეეძლო ფეხბურთის ასოციაციის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ შეწინააღმდეგებოდა და მორჩილად მოეხადა ის დისკვალიფიკაცია, რასაც მიუსჯიდნენ. გაუგებარია? გაინტერესებთ, ბრძოლაში ცუდი რა არის? ის, რომ თუ თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა, გაცილებით სერიოზულად დაისჯება.

თანმიმდევრულად მოვყვეთ: ფერგიუსონმა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშის შემდეგ ("ჩელსიმ" მოიგო 2:1) "იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიით არბიტრი რონ ატკინსონი სასტიკად გააკრიტიკა. მან ისეთი რამ თქვა, რასაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, ძალიანაც რომ სდომოდა, ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა. კერძოდ, როდესაც მწვრთნელი ამბობს, რომ ისეთ პრინციპულ შეხვედრებში, როგორიც "სტემფორდ ბრიჯზე" სამშაბათს გაიმართა, სამართლიანი მსაჯის დანიშვნაა საჭირო, განგაშის ზარს უნდა შემოჰკრა - გამოდის, რომ ასოციაციას შეხვედრაზე უსამართლო არბიტრი ჰყავდა მივლინებული.

კიდევ, იმავე ინტერვიუში ფერგიუსონმა თქვა, რომ თამაშამდე, როდესაც მსაჯის ვინაობა შეიტყო, მიხვდა რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. სიტყვასიტყვით ასე ბრძანა სერ ალექსმა - უარესს ველოდიო. მანვე გაიხსენა ერთი წლის წინანდელი, როდესაც "ჩელსისა" და "იუნაიტედის" შეხვედრაში ატკინსონმა "იუნაიტედის" კარში პენალტი დანიშნა - მაშინ გოლი ჯონ ტერიმ გაიტანა. მანჩესტერელთა მწვრთნელი, რასაკვირველია, ამტკიცებდა, რომ ატკინსონი მაშინაც მიკერძოებულად მსაჯობდა.

შეგახსენებთ, რომ შარშან, მსაჯ ალან უაილის კრიტიკისთვის (ფიზიკური მომზადება აკლია და მოედანზე ვერ დარბისო) ფერგიუსონმა ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა ამ ოთხი თამაშიდან ორი პირობითად დაუტოვეს. ახლა, თუ სერ ალექსს ისევ გაამტყუნებენ, ის ორი თამაში "პირობითის" სტატუსს დაკარგავს და ნაღდ დისკვალიფიკაციად იქცევა. გარდა ამისა, გაირჩევა ატკინსონის ლანძღვის ამბავიც და სასჯელს სასჯელი დაემატება.

კვირას, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას ფერგიუსონი ჩვეულებრივ დაესწრება, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მაღლა, ტრიბუნაზე მოუწევს გადანაცვლება.

საინტერესოა, რომ ალექს ფერგიუსონს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. გუშინ დილით ის თავის მრჩეველებს ელაპარაკა და მათთან ერთად გადაწყვიტა, რომ ასოციაციას თავს არ დაუხრიდა.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა