დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ვაშინგტონი" ისევ დაუმარცხებელია საკუთარ მოედანზე. ბრედლი ბილის 28 ქულით, აგრეთვე, მარკიფ მორისისა და ჯონ უოლის ორმაგი დუბლებით, "უიზარდმა" "ნიუ იორკი" დაამარცხა და შინ ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო.

დედაქალაქელებმა თამაშიდან 55.7 პროცენტის სიზუსტით ისროლეს. "ვაშინგტონს" ზედიზედ ხუთი და ბოლო 14 მატჩში 12 მოგება დაუგროვდა.

"ნიუ იორკის" ესპანელი ცენტრი გილერმო ერნანგომესი კარიერაში პირველად ვიხილეთ სასტარტო შემადგენლობაში. მან შეცვალა კრისტაპს პორზინგისი, რომელიც ავადმყოფობის გამო არ იყო განაცხადში და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლით აღნიშნა - 15 ქულა და 14 მოხსნა.

კაილ ლაურიმ ოვერტაიმის დასრულებამდე 4.3 წამით ადრე ჩააგდო ბაზერ-ბიტერი და "ტორონტოს" შინ მოაგებინა "ნიუ ორლეანთან". მთლიანად ლაურის ანგარიშზე 33 ქულა და 10 შედეგიანი პასი მოდის.

"რეპტორზმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ მეორედ მოიგო.

კავაი ლენარდმა მიმდინარე სეზონში მეთხუთმეტედ დააგროვა მინიმუმ 30 ქულა და პირად დუელში აჯობა "მისტერ ტრიპლ-დაბლს" რასელ უესტბრუკს. აღსანიშნავია, რომ ლენარდმა 36 ქულით დაასრულა შეხვედრა და აჯობა როგორც საკუთარი გუნდის, ასევე სტუმრების რეზერვისტების საერთო მონაგარს.

ჯეიმს ჰარდენის უჩვეულოდ დაბალშედეგიანი თამაშის (10 ქულა) მიუხედავად, "ჰიუსტონს" არ გასჭირვებია შინ "საკრამენტოს" განადგურება 22 ქულის სხვაობით. "როკეტსის" რიგებში 25 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო რაიან ანდერსონი, რომელმაც მხოლოდ მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა სეზონში.

"პორტლენდმა" კარგად გამოიყენა სამწამიანში უპირატესობა "შარლოტის" წინააღმდეგ: მოხსნებში 51:42 აჯობა მეტოქეს, სამწამიანიდან დაგროვებული ქულების შეფარდება კი 44:22 იყო. გარდა ამისა, "ბლეიზერსმა" მთელი მატჩის განმავლობაში სულ რაღაც რვა შეცდომა დაუშვა, "შარლოტმა" კი მხოლოდ 39.8 პროცენტის სიზუსტით ისროლა თამაშიდან.

"პორტლენდისთვის" ეს იყო მეოთხე მოგება ბოლო ხუთ მატჩში.

"ლეიკერსს" ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა დ'ანჯელო რასელი, რომელმაც 22 ქულა დააგროვა, აგრეთვე კარიერის რეკორდი დაამყარა 10 შედეგიანი პასით. ამას დაემატა ლუკ იანგის 23 ქულა და ლუ უილიამსის 21 ქულა და კალიფორნიელებმა შეწყვიტეს საკუთარ მოედანზე "დენვერთან" შვიდმატჩიანი წაგებათა სერია.

"ლეიკერსის" რიგებში ბოსნიელმა დებიუტანტმა ივიცა ზუბაცმა 17 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.

კალიფორნიელებმა მიმდინარე სეზონში მე-17 მატჩი მოიგეს და უკვე გაიმეორეს შარშანდელი მთლიანი სეზონის შედეგი.

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 117:101

28:28, 31:26, 32:22, 26:25

ვ: ბილი (28), მორისი (24+10 მოხსნა), უოლი (15+13 პასი), გორტატი (15+10 მოხსნა), უბრე (14), პორტერი (10).

ნ-ი: ენტონი (26), ჯენინგსი (21), ერნანგომესი (15+14 მოხსნა), ო’ქუინი (13+10 მოხსნა).

ტორონტო-ნ. ორლეანი 108:106 (ო)

23:25, 23:35, 31:15, 19:21, 12:10

ტ: ლაური (33+10 პასი), ვალანჩუნასი (20+12 მოხსნა), პაუელი (18), პატერსონი (10+7 მოხსნა).

ნ-ო: ჰოლიდეი (30), დევისი (18+17 მოხსნა), მური (17), ჰილდი (15), ჯონსი (12).

ჰიუსტონი-საკრამენტო 105:83

29:24, 25:11, 28:22, 23:26

ჰ: ანდერსონი (25+11 მოხსნა), გორდონი (17), კაპელა (12+11 მოხსნა), ნენე (11), ჰარდენი (10+7 მოხსნა+8 პასი).

ს: კაზინსი (16+7 მოხსნა), კუფოსი (12), ტოლივერი (10), კოული-სტაინი (10), ბარნსი (5+11 მოხსნა).

სან ანტონიო-ოკლაჰომა 108:94

31:17, 21:25, 27:33, 29:19

ს-ა: ლენარდი (36+8 მოხსნა), ოლდრიჯი (25).

ო: უესტბრუკი (27+14 პასი), ადამსი (16+12 მოხსნა), ოლადიპო (15), საბონისი (13+10 მოხსნა+6 არიეპტ), მოროუ (11).

პორტლენდი-შარლოტი 115:98

28:23, 28:27, 30:18, 29:30

პ: ლილარდი (27), კრები (21), მაკალუმი (18), ლენარდი (12), ჰარკლესი (10), ამინუ (7+10 მოხსნა), პლამლი (7+11 მოხსნა), თონლე (4+10 მოხსნა).

შ: უოკერი (22), ბატუმი (18+8 მოხსნა+6 პასი), მარვ. უილიამსი (10), კამინსკი (10).

ლეიკერსი-დენვერი 120:116

30:30, 24:29, 27:17, 39:40

ლ: იანგი (23), რასელი (22+7 მოხსნა+10 პასი), უილიამსი (21+7 პასი), ზუბაცი (17), მოზგოვი (12).

დ: ჩენდლერი (26+9 მოხსნა), ჰარისი (17), გალინარი (17), ფარიდი (14+17 მოხსნა), მიურეი (14), არტური (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...