ერთამენეთის პირისპირ იტალიის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - "იუვენტუსი" და "მილანია"
როდესაც ერთმანეთს ორი გრანდი, პრინციპული და ისტორიული მეტოქე ხვდება, ხშირად ამბობენ, რომ სატურნორო მდგომარეობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო. სერია A-ს XXVIII ტურში "იუვენტუსი" "მილანს" მიიღებს, ანუ, ერთმანეთის პირისპირ იტალიის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი წარსდგება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სწორედაც რომ სატურნირო ცხრილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

თუ ტურინელებს ჯერ კიდევ უნდათ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა, "მილანი" ყოველმიზეზგარეშე უნდა დაამარცხონ და ფრეც კი მათთვის დამღუპველი იქნება. მოტივაცია არც "როსონერის" აკლია, გუნდი სათავეში უდგას ცხრილს და თითოეული გამარჯვება უმნიშვნელოვანესია სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე.

ორივე გუნდის ბანაკში დიდი სამზადისია და ჯერ "მილანით" დავიწყოთ. ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მცირე ტრავმა მიიღო და ტურინული პაექრობის გამოტოვება მოუწევდა. გუშინ ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილად მიიჩნიეს, მაგრამ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაშია:

"ვარჯიშისას კოჭი დავიზიანე, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და ტურინში აუცილებლად ვითამაშებ. "იუვეს" მძიმე დროება უდგას, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელსაც ერთი კონკრეტული თამაშის ჩატარება უმაღლეს დონეზე შეუძლია. გავიხსენოთ "იუვენტუსი"-"ინტერის" პაექრობა და ამაში აუცილებლად დავრწმუნდებით. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს და ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ჩემპიონთა ლიგის პაექრობაზე ჯერ ნამდვილად არ ვფიქრობთ, წინ ტურინული მატჩია."

იბრაჰიმოვიჩთან ერთად ძირითად შემადგენლობაში რობინიო და ალეშანდრე პატო მოიაზრებიან. ანუ, კვლავ სათადარიგოთა სკამზე რჩება ანტონიო კასანო. არადა, იტალიის ნაკრების ფორვარდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ ეხმარება გუნდს და თითქოს, სერია A-ში მასზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი. როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრი ანტონიოს საჭიროებას ვერ ხედავს სასტარტოში და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩართავს თამაშში, თუ სტუმრებს გაუჭირდებათ. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ნახევარდაცვის სამეულს შემდეგი ფეხბურთელები დააკომპლექტებენ: ჯენარო გატუზო, მარკ ვან ბომელი, კევინ პრინც ბოატენგი.

ტურინელების ლაზარეთი როგორც ყოველთვის სავსეა ფეხბურთელებით - გულშემატკივრები უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ ფაბიო კვალიარელას, პაოლო დე ჩელიეს და ფაბიო გროსოს იმედი არ უნდა ჰქონდეთ. დაშავდა ალბერტო აკვილანიც და ლუიჯი დელ ნერის მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. აღარაფერს ვამბობთ მოჰამედ სისოკოზე, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე უქმად მოუწევს ყოფნა. აკვილანის და სისოკოს არყოფნა ტურინელებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ორივე ცენტრალური ნახევარმცველია. დელ ნერი ტაქტიკის შემცვლელი არ არის და სავარაუდოდ, ფელიპე მელოს კლაუდიო მარკიზიო შეუწყვილდება. გამოთავისუფლებულ მარცხენა ფრთაზე ხორხე მარტინესს ვიხილავთ, მარჯვენა ფლანგზე კი ტრადიციულად მილოშ კრასიჩს.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, შეტევის წინა ხაზზე ალესანდრო მატრი და ლუკა ტონი იმოქმედებენ. მატრი გასაგებია და აი, ტონის სასტარტოში ასპარეზობა ბევრს უკვირს, უკვე დიდი ხანია, რაც საუკეთესო ფორმაში არაა და მოედანზე მეტად ინერტულად გამოიყურება. ლუიჯი დელ ნერის თქმით, მხოლოდ "მილანთან" მატჩზეა კონცენტრირებული და მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთოდ არ ფიქრობს:

"კლუბის მესვეურები სრულ ნდობას მიცხადებენ და ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება პოსტის დატოვება მომიწიოს. მხოლოდ "მილანთან" თამაშზე ვარ კონცენტრირებული, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და შევწყვიტოთ ეს დაწყევლილი სერია. ჩვენთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს "მილანთან" თუ ნებისმიერ სხვა გუნდთან, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილია. აუცილებლად შევუტევთ მეტოქეს, ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და იმედია, იღბალიც მოწყალე თვალით გადმოგვხედავს."

"ინტერის" ბანაკში ჩასაფრებულები არიან და იმედოვნებენ, რომ "მილანი" ტურინში როგორც მინიმუმ ორ ქულას დაკარგავს. ეს კი აუცილებლად "ჯენოას" ძლევის ფონზე უნდა მოხდეს, რომელიც მილანში ჩადის და სწორედ "ნერაძურის" შეეტოქება. კახა კალაძე ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ გენუელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ. წინა ტურში ზედმეტი აგრესიულობით გამოირჩნენ და ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა მიიღო დისკვალიფიკაცია - შესაბამისად, მილანში ვერ გაეგზავრნენ: დომენიკო კრიშიტო, მიგელ ველოზო და ანტონიო ფლორო ფლორესი.

პრობლემები მილანელებსაც აქვთ, თუმცა ეს უკვე არ გვიკვირს, რადგან სეზონის სტარტიდან მოყოლებული "ინტერს" მუდმივად აკლია ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი. ლეონარდო ყველა რგოლში მოისაკლისებს მოთამაშეებს - დაცვაში ვალტერ სამუელს და ივან კორდობას, ნახევარდაცვაში ესტებან კამბიასოს, თადასხმაში კი დიეგო მილიტოს. შესაბამისად, შეტევის წინა ხაზზე სამუელ ეტოოსა და ჯამპაოლო პაცინის ტანდემს ვიხილავთ, მათ უკან კი სავარაუდოდ შემდეგი ოთხეული გაირჯება: დეიან სტანკოვიჩი, ხავიერ ძანეტი, ტიაგო მოტა, ვესლი სნეიდერი.

საშინაო მატჩი ელის "ნაპოლის", თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან და წესით აქტივში, სამი ქულა უნდა ჩაიწეროს. თუმცა, მას შემდეგ, რაც "ბრეშას" ჯუზეპე იაკინი ჩაუდგა სათავეში, გუნდი იოლად არაფერს თმობს. ესეკილ ლავეცი კვლავაც დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი ძირითად შემადგენლობაში კიდევ ერთ არგენტინელ რობერტო სოსას ვიხილავთ. აქამდე ვალტერ მაძარი ჯუზეპე მასკარას ენდობოდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიცილიელმა ამოწურა ნდობის მანდატი.

ვნახოთ, როგორ შეუტევენ რობერტო სოსა, მარეკ ჰამშიკი და რაღა თქმა უნდა ედინსონ კავანი. ინტერესს მოკლებული არც "ლაციო"-"პალერმოს" დაპირისპირებაა, რადგან ორივე გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. თანაც, სიცილიელებს ახალი მთავარი მწვრთნელი, სერსე კოსმი ჰყავთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი "უდინეზე" "სტადიო ფრიულიზე" "ბარის" მიიღებს და წესით უნდა გაანადგუროს მეტოქე. ჯერ ერთი, უდინელებს საუკეთესო თავდასხმა ჰყავთ იტალიაში და მეორე, "ბარია" წყალწაღებული - მეორე მხრივ, სერია A-ში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა.

გუშინ

ლეჩე-რომა 1:2

გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (32), 1:1 ჯაკომანცი (75), 1:2 პისარო (90 პ).

დღეს

იუვენტუსი-მილანი 23.45

დისკვალიფიკაცია: პეოე (იუვენტუსი).

ტრავმა: გროსო, სალიჰამიჯიჩი, რინაუდო, დე ჩელიე, სისოკო, კვალიარელა, აკვილანი - პირლო, ინძაგი, ბონერა, ამბროზინი, ანტონინი.

ხვალ

სამპდორია-ჩეზენა 15.30

დისკვალიფიკაცია: ბოგდანი, ჩეკარელი (ჩეზენა).

ტრავმა: სემიოლი, პოცი, ტისონე - ფატიჩი, გორობსოვი.

ბოლონია-კალიარი 18.00

დისკვალიფიკაცია: კანინი (კალიარი).

ტრავმა: ეკდალი, გარსია, ესპოზიტო (ბოლონია).

კიევო-პარმა 18.00

დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი - პაჩი.

ტრავმა: ლუჩანო - კალვო.

ფიორენტინა-კატანია 18.00

დისკვალიფიკაცია: აუგუსტინი (კატანია).

ტრავმა: კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი, დაგოსტინო - კაპუანო, ბიაჯანტი, ბელუში, შაკა, მარტინიო.

ინტერი-ჯენოა 18.00

დისკვალიფიკაცია: კრიშიტო, ველოზო, ფლორო ფლორესი (ჯენოა).

ტრავმა: სამუელი, მილიტო, კამბიასო, კორდობა - დესტრო, კიკო, მილანეტო.

ნაპოლი-ბრეშა 18.00

დისკვალიფიკაცია: ლავეცი (ნაპოლი).

ტრავმა: გრავა - დალამანო, კორდოვა.

უდინეზე-ბარი 18.00

ტრავმა: ბასტა, ფერონეტი, ანჯელა - ბარეტო, ს. მაზიელო, კუტუზოვი, რუდოლფი, რაჯი, ბენტივოლიო.

ლაციო-პალერმო 23.45

დისკვალიფიკაცია: კამოციერი, დარმიანი, ბასინოვიჩი (პალერმო).

ტრავმა: როკი, მუსლერა, ბროკი, დიასი, დიაკიტე - მიკოლი, გოიანი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 27 17 7 3 49-20 58

2. ინტერი 27 16 5 6 49-29 53

3. ნაპოლი 27 16 4 7 41-25 52

4. ლაციო 27 14 6 7 33-23 48

5. უდინეზე 27 14 5 8 49-30 47

6. რომა 27 12 7 8 41-38 43

7. იუვენტუსი 27 11 8 8 41-34 41

8. პალერმო 27 12 4 11 44-43 40

9. კალიარი 27 11 5 11 33-28 38

10. ჯენოა 27 9 8 10 25-27 35

11. ბოლონია 27 10 8 9 29-34 35

12. ფიორენტინა 27 8 10 9 29-29 34

13. კიევო 27 7 10 10 28-30 31

14. სამპდორია 27 7 10 10 23-29 31

15. კატანია 27 7 8 12 24-35 29

16. პარმა 27 6 10 11 27-38 28

17. ლეჩე 27 7 7 13 30-48 28

18. ჩეზენა 27 6 7 14 20-36 25

19. ბრეშა 27 6 6 15 22-35 24

20. ბარი 27 4 7 16 15-41 16

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 21 – დი ნატალე (უდინეზე); 20 – კავანი (ნაპოლი); 16 – დი ვაიო (ბოლონია), ეტოო (ინტერი); 14 - მატრი (იუვენტუსი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"