ლიგა 1. XXVI ტურის წინ
დღეს

22:00 მონპელიე-რენი

22:00 კაენი-სტ. ეტიენი

22:00 ლორიანი-ნანსი

22:00 ნიცა-ლანსი

22:00 ტულუზი-სოშო

22:00 ვალანსიენი-მონაკო

24:00 ოსერი-პსჟ

ხვალ

20:00 ბრესტი-ბორდო

20:00 ლიონი-არლი

24:00 მარსელი-ლილი

1. ლილი 25 12 10 3 43-24 46

2. რენი 25 13 7 5 30-18 46

3. მარსელი 25 12 9 4 36-21 45

4. პსჟ 25 12 8 5 39-25 44

5. ლიონი 25 11 9 5 39-25 42

6. მონპელიე 25 10 8 7 21-23 38

7. სენტ ეტიენი 25 9 8 8 33-32 35

8. ლორიენი 25 10 5 10 32-31 35

9. ბრესტი 25 9 8 8 26-25 35

10. ბორდო 25 8 10 7 32-30 34

11. ტულუზი 25 10 3 12 27-28 33

12. სოშო 25 9 5 11 39-31 32

13. ვალანსიენი 25 7 10 8 30-27 31

14. კაენი 25 7 8 10 28-36 29

15. ნიცა 25 7 8 10 17-27 29

16. ნანსი 25 8 4 13 27-41 28

17. ოსერი 25 4 14 7 29-33 26

18. მონაკო 25 4 13 8 25-28 25

19. ლანსი 25 5 9 11 24-40 24

20. არლი 25 1 8 16 13-45 11

ბომბარდირები

17 – სოვი (ლილი), 15 – გამეირო (ლორიანი), 13 – ნენე (პსჟ), 12 – ელ არაბი (კაენი), 11 – ჟერვინიო (ლილი).

"რენს" ამჟამად მოგებათა ოთხმატჩიანი სერია აქვს და დღეს რთული შეხვედრა ელის ცხრილის ზედა საფეხურებზე გამაგრებულ "მონპელიესთან". მიუხედავად იმისა, რომ ფრედერიკ ანტონეტის შეგირდები ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან, კვლავ უარს აცხადებენ ხმამაღლა ილაპარაკონ საჩემპიონო პრეტენზიებზე. ეს კლუბის პოლიტიკაა. თავად მწვრთნელი აცხადებს, რომ თუკი ისინი ამაზე ყველას გასაგონად განაცხადებენ, ამით საკუთარ თავს დათვურ სამსახურს გაუწევენ, რადგან თამასა ძალზე მაღლა აიწევს და მის შეგირდებს ზეწოლასთან გამკლავება გაუჭირდებათ. აშკარაა, რომ მის ამ პოზიციას კლუბში ყველა იზიარებს, მათ შორის ფეხბურთელები. და ეს ხდება მაშინ, როცა დღევანდელი შეხვედრის მოგების შემთხვევაში "რენს" შეუძლია, ცხრილს სათავეში მოექცეს, მით უფრო, რომ "ლილი" "მარსელში" "ველოდრომს" სტუმრობს და იქ კიდევ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ჩემპიონის ტიტული? ამ თემაზე საჯაროდ კი არა ერთმანეთშიც კი არ ვლაპარაკობთ, - განაცხადა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, კოლუმბიელმა ვიქტორ მონტანომ. – დღეს იქ ვართ, სადაც დავიმსახურეთ და ეს ძალიან კარგია. მაგრამ უფრო მეტისთვის მეტი ზეწოლის გაძლებაა საჭირო. ჩვენ გვაქვს საიმისო პოტენციალი, რომ მესამე ადგილზე მაინც გადავკვეთოთ ფინიშის ხაზი, მაგრამ გქონდეს პოტენციალი და გამოიყენო ის, ორი სხვადასხვა რამაა", - დასძინა სამხრეთამერიკელმა. მონტანო მონპელიეში სტუმრობისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რადგან ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ამ ქალაქში მას შემდეგ, რაც მან "რენის" შემადგენლობაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. "მოხარული ვარ მონპელიეში დაბრუნებით. სწორედ ამ კლუბმა მაქცია იმად, რასაც ახლა წარმოვადგენ და ამისთვის ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვიქნები," – განაცხადა მან.

მონპელიელებს თავის მხრივაც აქვთ საამაყო, რადგან "რენს" სამხრეთის სანაპიროებთან ბოლო ცხრა დაპირისპირებიდან ერთადერთი აქვს მოგებული. გუნდებს თავის შემადგენლობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები აქვთ. სტუმრებს კადერ მანგანის, იასირ ბრაჰიმისა და ჟირეს კემბო-ეკოკოს იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, მასპინძლებს კი პირველად შეეძლებათ შემადგენლობაში ჯონ უტაკას დაყენება.

"ოსერი" მძიმე მდგომარეობაშია, მას ერთი ქულაღა აშორებს გასავარდნ ზონასთან და წაფორხილების უფლება უბრალოდ აღარ აქვს. "დიახ, მე ეს მაშფოთებს, მაგრამ ამიერიდან სულ სხვა რამეს ველი ჩემი გუნდისგან, - განაცხადა ჟან ფერნანდესმა "ბორდოსთან" წაგებული (3:0) შეხვედრის შემდეგ და იქვე დასძინა – როცა გასვლით შეხვედრებს აგებ და საშინაოს ვერ იგებ, ბუნებრივია, პრობლემის გადაწყვეტის შანსი საკუთარ თავში უნდა ეძიო." "ოსერს" შინ სულ 2 შეხვედრა აქვს წაგებული, მაგრამ ყურადღებას იქცევს ის, რომ ბოლო 5 საშინაო დაპირისპირებიდან გუნდმა ვერც ერთის მოგება ვერ მოახერხა და ამ მატჩებიდან ოთხჯერ 1:1 ითამაშა. აი, რას აცხადებს კაპიტანი ბენუა პედრეტი: "გუნდი რეალურად დგას კატასტროფის ზღვართან. ბევრს თითქმის განწირულებიც ვგონივართ, მაგრამ ერთადერთი რაც ახლა გვიშველის, ეს ძალების მოკრებაა. მთავარი პრობლემა იცით რა არის? ვერ ვიგებთ ორთაბრძოლებს მეტოქე ფეხბურთელებთან და შესაბამისად, მატჩების მოგების იმედიც უკვე ილუზიაა."

დღევანდელი მეტოქისგან განსხვავებით, ზამთრის შესვენების შემდეგ პსჟ-მ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. დედაქალაქელებს, თუკი ყველა ტურნირს ავიღებთ, ბოლო ექვსი დაპირისპირება არ წაუგია. უკანასკნელი შეხვედრა კი გუნდმა მეორელიგელ "ლე მანთან" მოიგო და თასის 1/2-ფინალში ასპარეზობა დაიბევა - ბაებეკმა და კებანომ ჩვენებური გიორგი მაკარიძის კარის აღება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხეს. "ამ გამარჯვების გამოჭედვა ძალიან გაგვიჭირდა. გვქონდა პრობლემა ბურთის კონტროლის დროს, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს არ ვგავდით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იდეალურად დამთავრდა და ახლა ჩვენ შესანიშნავ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ. ახლა ისღა დაგვრჩენია, ბევრი ვიშრომოთ, რათა ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპს საბრძოლო განწყობით შევხვდეთ. სეზონის ფინიშს განსაკუთრებული განწყობით ველოდები", - განაცხადა "ლე მანთან" შეხვედრის დასასრულს პსჟ-ს თავკაცმა ანტუან კამბუარემ.

"ლიონს" სეზონის მეორე ნაწილში საჩემპიონო ამბიცია ისევ მოეძალა და ბუნებრივია, უიმედო აუტსაიდერ "არლთან" დაპირისპირებისას კლოდ პიუელის შეგირდებმა გამარჯვება წამითაც არ უნდა დააყენონ ეჭვქვეშ. "ისინი "სტად დე ჟერლანს" ყოველგვარი წნეხის გარეშე ეწვევიან, რადგან მათგან ამ შეხვედრაში არავინ არაფერს ითხოვს. ჩვენ რაც შეგვეხება, ყველაფერი უნდა გავიღოთ მოგებისთვის. სწორედ ასეთი "წვრილმანი" შეხვედრები წყვეტენ საბოლოოდ ჩემპიონის ბედს", – განაცხადა ჯიმი ბრიანმა. გახსოვთ, რომ წინა ტურში "ლიონმა" "ლილთან" ურთულეს შეხვედრაში გათამაშების ლიდერს გასვლაზე ქულა აართვა, რამაც საჩემპიონო რბოლა არნახულად დაძაბა. მიმდინარე სეზონში საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონები საშინაო შეხვედრებში დიდებულად გამოიყურებიან. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დათმეს (საფრანგეთის ლიგის თასზე, პსჟ-სთან) შარშანდელი 27 ოქტომბრით თარიღდება. "ლიონს" ორი ლიდერი დააკლდება, ლაპარაკია ცენტრალურ მცველ კრისსა და ცენტრფორვარდ ლისანდრო ლოპესზე.

ლევან ბიბილაშვილი

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა