ინტერვიუ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთან
ფორმულა 1-ის პილოტები - მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. მათ ცხოვრებაში აქვთ ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებო.

მაგრამ ერთის არჩევა რომ მოუწიოთ? მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე რთულ კითხვებს ლუის ჰემილტონმა უპასუხა...

- ერთი კერძის ამორჩევა რომ მოგიწიოთ, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა მიირთვათ...

- ეს მოცულობითი კერძი უნდა იყოს? მაშინ დავიწყებ ღვეზელებით, მინიმუმ ექვსი ცალი, შემდეგ ბეკონი, ამას მოჰყვება ძალიან გემრიელი შემწვარი ქათამი. აუცილებლად ერთი კოლოფი მარმელადი Haribo და ჩიზქეიქი. ალბათ, ამ მენიუთი შევძლებდი მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას.

- რომ მოგიწიოთ მხოლოდ ერთი ენგრედიენტის არჩევა პიცისთვის?

- ადრე მომწონდა პეპერონი, მაგრამ აღარ მივირთმევ წითელ ღვინოს, ამიტომაც, ახლა, უინტერესო ინგერიდენტი მაქვს პიცისთვის. თუმცა, ჩემი აზრით, საუკეთესო პიცაა - ტრიუფელით! პიცა თეთრი ტრიუფელით - ბაჰრეინის გრანპრის შემდეგ, წვეულებაზე 10 ნაჭერი შევჭამე. ვერ გავჩერდი!

- რომ მოგიწიოთ დასვენებისთვის ერთი ადგილის არჩევა...

- ჯერ არ ვყოფილვარ ასეთ ადგილას, მაგრამ მას ვუწოდებდი კუნძულ ბორა-ბორას - ის ოცნებისთვის განმაწყობს.

- რომ მოგიწიოთ ერთი ტრასის არჩევა რბოლებში მონაწილეობისთვის...

- მაკაო. ეს არის საოცარი ტრასა. მონაკო კვადრატში.

- რომ მოგიწიოთ ერთადერთი სერიული ავტომობილის არჩევა...

- ალბათ, Mercedes SL300 Gullwing.

- რომ მოგიწიოთ მხოლოდ ერთი ვიდეოთამაშის არჩევა...

- Call of Duty.

- რომ მოგიწიოთ ტანსაცმლის ერთი ფერის არჩევა...

- თეთრი.

- სპორტის რომელ ერთადერთ სახეობას გაჰყვებოდით...

- ამასწინ გავიგე, რომ ჭადრაკი სპორტი ყოფილა. თუ ეს ასეა, ჭადრაკს ავირჩევ. და, რა თქმა უნდა, სნოუბორდს. ყველაფერი წელიწადის დროზეა დამოკიდებული.

- რომელ სიმღერას აირჩევდით?

- მთელი ცხოვრება ერთ სიმღერას რომ ვუსმინო? ძალიან კარგი სიმღერა უნდა იყოს! სტივი უანდერის Superstition.

- რომელ სასმელს აირჩევდით?

- წყალს ბროწეულის სიროფით.

- რომელ წიგნს?

- პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი". მას ხშირად ვკითხულობ.

- საცხოვრებლად რომელი ქალაქი გირჩევნიათ?

- ლოს ანჯელესი.

- რომელ ფილმს აირჩევდით?

- კომედიას "მკვეთრი ვირაჟი"! ათასჯერ მაინც მექნება ნანახი!

- რომ მოგიწიოთ ერთი ადამიანის არჩევა, ვისთანაც მთელს ცხოვრებას გაატარებდით?

- ავირჩევდი დედას. მასთან მთელი დღეები შემიძლია ურთიერთობა.

- რომ შეგეძლოთ გუნდში პარტნიორის არჩევა...

- ავირჩევდი აირტონ სენას. ალბათ, ურთიერთობას ვერ ავაწყობდი. როგორც წესი, თანაგუნდელებთან ცუდი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, მაინც სენა მირჩევნია, რადგან ის საუკეთესოა.

- რომელ ხილს აირჩევდით?

- საზამთროს.

- რომელ ბოსტნეულს?

- ბატატს.

- ტრანსპორტის სახეობას?

- მოტოციკლს.

- რომ მოგიწიოთ რომელიმე ერთი გაჯეტის არჩევა...

- iPhone.

- საუკეთესო მოსახვევი ფორმულა 1-ში?

- ნიურნბურგრინგზე "ჩრდილოეთი მარყუჟის" პირველი მოსახვევი. იქ ძლიერ თავბრუსხვევას გრძნობ. თუ არ ვცდები, მას Caracciola ჰქვია.

- რომელ ასაკს აირჩევდით?

- 30.

- ფორმულა 1-ის რომელ ეპოქას აირჩევდით სარბოლო კარიერისთვის?

- 80-იანი წლების დასასრულს.

- ერთი ჯგუფის ან მომღერლის მოსმენა რომ მოგიწიოთ?

- მაიკლ ჯექსონი.

- რომ მოგიწიოთ ვარჯიშის ერთი მეთოდის არჩევა...

- ველოსიპედი.

- რისი კოლექციონერობას ამჯობინებდით?

- ნიჟარების.

- რომელ ფეხსაცმელს აირჩევდით?

- სპორტულ ფეხსაცმელებს.

- რომ შეგეძლოთ ერთი ტკბილეულის არჩევა...

- Nutella. ბოლო დროს, ბევრს მივირთმევ.

- ერთი მოგონება თქვენი კარიერიდან, რომელსაც მუდმივად შეინახავდით?

- 2015 წლის სეზონი.

- რომელ რბოლას აირჩევდით საყურებლად?

- ეტაპი დონინგტონში 1993 წელს. აირტონ სენას გამოსვლა წვიმიან ტრასაზე.

- ვის აირჩევდით პაემნისთვის?

- ძალიან რთული საკითხია. არ ვიცი. ჯერ არ მიპოვნია ასეთი ადამიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]