ფეხბურთელი უკრაინელ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს: "გთხოვთ, ამ თემით სპეკულაცია არ წამოიწყოთ..."
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველმა მცველმა თემურ ფარცვანიამ სოციალური ქსელის მეშვეობით უკრაინელი მედიის მისამართით განცხადება გაავრცელა. 3 თებერვალს Sportall.ge-ზე ფარცვანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე ისაუბრა.

- თემურ ფარცვანია: საქართველოს მოქალაქეობას ვიღებ, დანარჩენი კი ვაისმა გადაწყვიტოს

როგორც ფარცვანია განცხადებაში ამბობს, ამ ინტერვიუმ უკრაინულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგიერთმა გამოცემამ კი, როგორც ჩანს, მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით, მეგობრებო, ჟურნალისტებო. პატარა განცხადება მინდა გავაკეთო იმ აჟიოტაჟზე, რაც ქართული სპორტული გამოცემა sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს მოყვა უკრაინულ გამოცემებში.

საუბარი ეხება საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა არაერთხელ ისაუბრა, რომ ჩვენ, ვინც საქართველოში დავიბადეთ, მაგრამ შემდეგ, რიგი მიზეზების გამო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ვთქვით და სხვა ქვეყნის სახელით ვთამაშობთ, გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე ჩვენ უნდა მივიღოთ.

მე ინტერვიუში ვთქვი, რომ სრულად გაცნობიერებული მაქვს ჩემი გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის დათმობაზე და ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. ეს ამას ნიშნავს. მე საქართველოში დავიბადე, ქართველი ვარ, ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ, ჩემი ოჯახი იქაა და ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მეც სამშობლოში დავბრუნდები.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინა ჩემთვის მეორე სამშობლოა. ფაქტიურად უკრაინაში ჩამოვყალიბდი, გავიზარდე, როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი. მიყვარს უკრაინა, მიმღერია მის ჰიმნზე და არასდროს ჩემი სამშობლოსი, იმ ქვეყნის, სადაც დავიბადე და სადაც ჩემი ოჯახია.

ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს. როდესაც შენი ქვეყნიდან ამხელა ყურადღებას გრძნობ, ხალხისგან, გულშემატკივრისგან, მედიისგან, მწვრთნელისგან და ა.შ, ვალდებული ვიყავი სათანადოდ დამეფასებინა ეს სიყვარული, ყურადღება და პატივისცემა. ჩემს ადგილზე ნებისმიერი თქვენგანი ასე მოიქცეოდა. მიყვარს უკრაინა, მაგრამ მე ქართველი ვარ, ეს არაერთხელ მითქვამს და მე ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება მინდა.

გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ ყოფილა, სამწუხაროდ, უკრაინას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. ინტერპრეტირება, რომ მოქალაქეობის დათმობა პრობლემა არ არის, ცუდად გააკეთეს. მე ეს გავაცნობიერე, ვიფიქრე და გადავწყვიტე. გთხოვთ, თემით სპეკულაცია არ წამოიწყოთ. ეს საჭირო არ არის.

უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა! მაგრამ მე ქართველი ვარ!", - წერს ფარცვანია.

rezo (pancho)
ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღე,დამიჯერეთ უკრაინელებიც სწორად გაგიგებენ,მათშიც სისხლ-ხორცშია გამჯდარი სამშობლოს სიყვარული...წარმატებებს გისურვებ.
დინამო
ნეტა მეც ესე ვფიქრობდე :(
333
გენაცვალე ქართველო!!!
datiko
ქართველი ხარ ქართველი და ბევრისთვის სამაგალითო, გაიხარე და გაგვახარე
სოსო
ნეტავ ყველა ასე ფიქრობდეს!
Bavaria
შემოგევლე!
fan
ღმერთმა გამარჯვებები არ მოგაკლოს და ამრავლოს შენისთანა ქართველები! ! !
abeli managadze
მაგარი კაცი ხარ ცმაო იხარა სენაირმა კარტველებმა .ცარმატებას გისურვებ ცხოვრებასი.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება
ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას