ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი შერმადინი ახტა და ევროვარსკვლავებში ჩახტა

გიორგი შერმადინი ახტა და ევროვარსკვლავებში ჩახტა

საქართველოს ნაკრებისა და სლოვენიის "ოლიმპიას" კალათბურთელის ევროლიგაში თამაშის შეფასება
ხუთშაბათს ევროლიგაზე გამოსვლა დაასრულა სლოვენიის "ოლიმპიამ" და მასთან ერთად ევროტურნირებს დაემშვიდობა საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი - გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა.

მართალია, ევროლიგის უმთავრესი მატჩები ახლა იწყება (პლეი ოფები), მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს ეს ტურნირი, ჩვენთვის მთავარ თამაშად "ოლიმპია"-"ბარსელონა" დარჩება. ამ შეხვედრას დიდი დატვირთვა ჰქონდა: სწორედ ევროლიგის 2010 წლის ჩემპიონ "ბარსელონასთან" უნდა გამოჩენილიყო გიორგი შერმადინის რეალური ძალა. კატალონიელთა რიგებში თამაშობენ ესპანეთის ნაკრების მეფარე ფრან ვასკესი და NBA-მოვლილი ცენტრი ბონიფაც ნდონგი.

...23 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა - და კიდევ არაერთი სასარგებლო ციფრი დაფიქსირდა "ბარსასთან" მატჩის ოქმში შერმადინის გასწვრივ, მაგრამ მთავარი არა სტატისტიკა, არამედ მისი სარგებლიანობა იყო: მაშინ, როცა გიორგი მოედანზე გახლდათ, ესპანელებს შეტევისას ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდათ (ვერც ნდონგი და ვერც ფრანი 216 სმ სიმაღლის ქართველს ვერ გაურბოდნენ), ხოლო კატალონიელებს დაცვაში რომ უჭირდათ, ამას შერმადინის 14 ქულაც მოწმობს და მის წინააღმდეგ თამაშისას მიღებული 6 ჯარიმაც.

მატჩის შემდეგ მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: გიორგი ევროლიგის დონის ცენტრია.

აქამდე მან დიდი გზა გაიარა და, რაც მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებდა: 2008-09 წლების სეზონში ევროლიგაზე "პანათინაიკოსის" მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა და ბერძნებთან ერთად ევროლიგის მოგებით გაიხარა. 2009-10 სეზონში გიორგიმ ევროსარბიელზე თამამად შეაბიჯა: მწვრთნელი ჟელკო ობრადოვიჩი ცოტას ათამაშებდა და უმთავრესად დაცვაში კარგ მოქმედებას სთხოვდა. შეტევაში ახალგაზრდა ქართველი პასებსაც იშვიათად იღებდა და საშუალოდ 4.5 ქულას აგროვებდა.

შერმადინისადმი მწვრთნელის მიდგომა არც მემდინარე სეზონის დასაწყისში, ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე შეცვლილა: "პანათინაიკოსიდან" განათხოვრების წესით "ოლიმპიაში" გადავიდა და მწვრთნელი, იურე ჟდოვჩი მას საშუალოდ 12.1 წუთს ათამაშებდა. რეგულარულ ეტაპზე გიორგის მონაგარი 5.9 ქულასა და 2.4 მოხსნას შეადგენდა. არადა, იყო მატჩები, როცა ქართველის მოედანზე შესვლის შემდეგ "ოლიმპიას" თამაში უმჯობესდებოდა, მაგრამ მწვრთნელი მას მოედანზე დიდი ხნით მაინც არ ტოვებდა.

ძნელი სათქმელია, "ოლიმპიას" თავკაცი ევროლიგის ტოპ-16-ს რა აზრებით შეხვდა, მაგრამ ფაქტია - შერმადინის სათამაშო დრო თითქმის გაორმაგდა, იგივე დაემართა მის მონაგარსაც: 21.2 წუთი, 10 ქულა, 5.2 მოხსნა...

ტოპ-16-ში, დაფარებებში გიორგი რაშო ნესტეროვიჩთან ერთად საუკეთესოა - 2.2.

და რაც მთავარია - შერმადინი ტოპ-16-ში ყველაზე სარგებლიან კალათბურთელთა შორის მეათე ადგილზეა. მისი მქკ 15.7-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საუკეთესოა "კახა ლაბორალელი" ფერნანდო სან ემეტერიო - 23.4.

თუ სეზონის დასაწყისში ქართველი ცენტრის მთავარი ამოცანა თანაგუნდელთათვის სივრცეების გამოთავისუფლება იყო, ბოლო მატჩებში მწვრთნელმა არაერთხელ უთხრა ოლიმპიელებს - ბურთი შერმადინს ჩაუგდეთო.

სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ევროლიგას ვლადიმერ ბოისა დაუბრუნდა. მასზე მომდევნო კვირაში მოგითხრობთ და სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა