"ბაიერნი" "შალკემ" შეაფერხა, "ლაიპციგი" "დორტმუნდმა" გააჩერა
წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ მიუნხენის "ბაიერნის" საქმე მთლად კარგად ვერ არის. მართალია, რეკორდმაისტერმა 2017 წელი "ვერდერთან" და "ფრაიბურგთან" გამარჯვებებით დაიწყო, მაგრამ ორივე მატჩის მოგება გაუჭირდა (ორივე 2:1), რაც ნიშანი იყო იმისა, რომ ბავარიული გრანდი იდეალურ ფორმაში არ არის და აი, ლოგიკური გაგრძელებაც: შაბათს კარლო ანჩელოტის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე ძალიან არასტაბილური "შალკე" ვერ დაამარცხეს (1:1).

აღსანიშნავია, რომ ნალდოს გოლის დროს, მიუნხენელთა ექსშალკელი მეკარე მანუელ ნოიერი შეცდა. მართალია, კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთი ვერ დაიჭირა - ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ გელზენკირხენელთა მცველმა ჯარიმა ჩვეულ სტილში, ძალიან ძლიერად დაარტყა. ეს მე-13 წუთზე მოხდა, მანამდე კი ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა.

საერთო ჯამში, რეკორდმაისტერი მთელი შეხვედრის განმავლობაში სუსტი იყო. არადა, "ბაიერნს" სწორედ ახლა მართებს ძალების მოკრება და კარგ ფორმაში ყოფნა, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირაა: სამშაბათს ანჩელოტის ბიჭები გერმანიის თასზე "ვოლფსბურგს" ხვდებიან, ერთი კვირის შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი ელით ლონდონის "არსენალთან".

და თუ ისე ითამაშებენ, როგორც "შალკესთან", დიდი შანსია, ეს ბარიერი ვერ გადალახონ. სხვათა შორის, "შალკესაც" რთული კვირები ელოდება - თასზე "ზანდჰაუზენთან" და მერე ევროპალიგის პლეი ოფის პირველი თამაში პაოკ-თან. მაგრამ გელზენკირხენელებმა მიუნხენში იმდენად კარგად იბრძოლეს, რომ შეუძლიათ, ოპტიმისტურად განეწყონ.

"ბაიერნის" ვეტერანმა სახემ, პაულ ბრაიტნერმა რეკორდმაისტერის თამაში ასე შეაფასა: "ჩემთვის ტაქტიკა დაცვაში წესრიგისგან და თავდასხმაში ქაოსისგან შედგება. ბოლო დროს "ბაიერნის" წინა ხაზს ნამდვილად აკლია ის ქაოსი, რაც ბოლო წლებში ჰქონდა. ანჩელოტის კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს და კოორდინაციაც შესანიშნავია, მაგრამ შეტევაში სისწრაფეს და კარგი გაგებით ქაოსს ვეღარ ვხედავ!"

ბრაიტნერი ცამდე მართალია: "ბაიერნის" შემტევი ფეხბურთელები ცოტას მოძრაობდნენ, სისწრაფეც აკლდათ, მოულოდნელი პასებიც და თამამი დრიბლინგებიც. შედეგი: წლის პირველ სამ შეხვედრაში, გოლებს თუ არ ჩავთვლით, მიუნხენელებს მხოლოდ სამი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდათ. არადა, მანამდე, 16 მატჩში 30 იყო!

ანჩელოტი კი ამბობს, რომ მის გუნდში არ არის ხარისხის პრობლემა, არამედ პრობლემა იმაშია, რომ მოთამაშეებს თავგანწირვა აკლიათ. ანუ იტალიელ სპეციალისტს შეგირდების შემართება არ მოსწონს.

იხილეთ ვიდეო

მოკლედ, "ბაიერნმა" ვერ მოიგო, მაგრამ "ლაიპციგმა" ამით ვერ ისარგებლა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან საქსონიელები დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობდნენ. ვერ ვიტყვით, რომ "დორტმუნდმა" "ლაიპციგს" ზუსტად ისე "ასწავლა ჭკუა", როგორც თავის დროზე "ბაიერნმა", მაგრამ, რაც მთავარია, სამი ქულა "ბორუსიას" დარჩა (1:0) და თომას ტუხელის შეგირდებმა ლაიპციგელებთან ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს.

ეს ყველაფერი კი მათი მთავარი დამრტყმელი ძალის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურებაა, რომელმაც 35-ე წუთზე მე-18 მატჩში მე-17 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა კი, თანაც შესანიშნავი, დემბელეს ანგარიშზეა, რომელსაც ამ სეზონში უკვე 8 ასეთი პასი აქვს და ბუნდესლიგის ტოპ-მეპასე გახდა.

"დემბელემ ულამაზესი დრიბლინგი გააკეთა და განუმეორებელი პასი მომცა. ეს გოლი მისი დამსახურებაა და მას ეკუთვნის!" - განაცხადა მატჩის შემდეგ ობამეიანგმა.

აღსანიშნავია, რომ ტუხელმა მარიო გიოტცეს და ანდრე შიურლეს 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარებინა, "ლაიპციგს" კი ვერნერი, ფორსბერგი, ზაბიტცერი და დემე აკლდნენ. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: მსაჯმა ლაიპციგელ პალასიოსს გოლი არ ჩაუთვალა, მაგრამ სავსებით სამართლიანად, რადგან ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

ლაიპციგელები მსაჯს მისცვივდნენ, დორტმუნდელები კი ზეიმობდნენ - განსაკუთრებით, ტუხელი ხტოდა და ლაიპციგელებს ჟესტებით ანიშნებდა, ბევრს ნუ ლაპარაკობთო. აქვე ვთქვათ, რომ "დორტმუნდს" საკუთარ მოედანზე 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - "ბორუსია" შინ უკანასკნელად 2015 წლის 4 აპრილს, "ბაიერნთან" დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო

გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტური საინტერესო იმითაც იყო, რომ "ჰამბურგმა" "ლევერკუზენის" დამარცხება შეძლო. მოიგეს და პოზიციები გაიმყარეს "ჰოფენჰაიმმა" და "კიოლნმაც". "გლადბახი" კი "ფრაიბურგთან" მშვენიერი გამარჯვებით (3:0) აღმასვლის გზას დაადგა.

ბუნდესლიგა. XIX ტური

ჰამბურგი-ლევერკუზენი 1:0

გოლი: 1:0 კ. პაპადოპულოსი (76)

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, ოსტჟოლეკი - ეკდალი, იუნგი - ნ. მიულერი (86. ვალდშმიდტი), ჰოლტბი (87. ჯურუ), კოსტიჩი - ვუდი (91. ჰანტი).

ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი (46. კისლინგი) - ბელარაბი (64. ბრანდტი), კამპლი - მეჰმედი (82. ბაილი), ფოლანდი.

მაყურებელი: 45 653

ბაიერნი-შალკე 1:1

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (9), 1:1 ნალდო (13)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (77. ლამი), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ბერნატი (77. ალაბა) - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი (72. კომანი), თ. მიულერი, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.

შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ბადშტუბერი (59. ნასტასიჩი) - შიოპფი, გორეტცკა (87. კერერი), სტამბული, ბენტალები, კოლაშინაცი - დ. კალიჯური - ბურგშტალერი (73. ჩუპო-მოტინგი).

მაყურებელი: 75 000

გლადბახი-ფრაიბურგი 3:0

გოლები: 1:0 შტინდლი (73), 2:0 რაფაელი (78), 3:0 ჰერმანი (92)

გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, დაჰუდი - ჰანი (65. ფ. ჯონსონი), შტინდლი (88. დრმიჩი), აზარი - რაფაელი (90. ჰერმანი).

ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - კიუბლერი (83. იგნიოვსკი), გულდე, სოიუნჩუ, გიუნტერი - ფრანტცი, აბრაში (87. შუსტერი) - ჰაბერერი, გრიფო - ნიდერლეხნერი (83. ნილსენი), პეტერსენი.

მაყურებელი: 47 194

ჰერტა-ინგოლშტადტი 1:0

გოლი: 1:0 ჰარაგუჩი (1)

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, მიტელშტედტი - დარიდა, ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი, შტოკერი (63. შიბერი), კალუ (79. ესვაინი) - იბიშევიჩი (91. ტორუნარიგა).

ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, როჯერი (66. კიტელი), ბრეგერიე - ჰადერგონაი, კრისტიანსენი (66. ჰინტერზეერი), მორალესი, ზუტნერი - პ. გროსი, ლესკანო. ა. იუნგი (76. ლაიპერტცი).

მაყურებელი: 33 425

კიოლნი-ვოლფსბურგი 1:0

გოლი: 1:0 მოდესტე (81-პენ)

კიოლნი (4-2-2-2): კესლერი - ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინტცი, რაუში - ჰიოგერი, ი. ჰექტორი - კლემენსი (62. ცოლერი), ბიტენკური (72. იოზქანი) - მოდესტე, ოსაკო (86. მარო).

ვოლფსბურგი (3-5-1-1): ბენალიო - ბრუმა, ლუის გუსტავო, როდრიგესი - ვიეირინია (85. მაიორალი), სეგუინი, გილავოგი (86. ნტეპი), არნოლდი, გერჰარდტი - მალი - გომესი.

მაყურებელი: 49 400

ჰოფენჰაიმი-მაინცი 4:0

გოლები: 1:0 უთი (5), 2:0 ტერაცინო (81), 3:0 სალაი (86), 4:0 სალაი (91)

ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი (83. ბიჩაქჩიჩი) - კადერაბეკი, დემირბაი, რუდი, ამირი, ცუბერი - უთი (76. ტერაცინო), კრამარიჩი (69. სალაი).

მაინცი (4-2-2-2): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბროზინსკი - ლატცა, რამალიო (71. ფ. ფრაი) - დე ბლაზისი, ჟაირო - მუტო (75. ბოიან კრკიჩი), კორდობა (58. იოზთუნალი).

მაყურებელი: 26 078

დორტმუნდი-ლაიპციგი 1:0

გოლი: 1:0 ობამეიანგი (35)

დორტმუნდი (3-5-2): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა - დურმი, დემბელე (61. პულიშიჩი), ვაიგლი, გერეირო (77. გინტერი), შმელცერი (85. პასლაკი) - ობამეიანგი, როისი.

ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი, რ. ხედირა (66. უპამეკანო) - დ. კაიზერი (80. პალასიოს მარტინესი), კეიტა - პოულსენი, ზელკე (73. ბურკი).

მაყურებელი: 81 360

აუგსბურგი-ვერდერი 3:2

გოლები: 0:1 გებრე სელასიე (26), 1:1 შმიდი (28), 1:2 კრუზე (65-პენ), 2:2 კოო (79), 3:2 ბობადილია (94)

აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, მაქსი - კორი - შმიდი (63. ტაიგლი), ჰალილ ალთინთოფი (53. კაჩარი), კოო, ჟი - ბობადილია.

ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, სანე, გარსია - ბაუერი, გნარბი (93. ფრიტცი), დელანი, იუნუზოვიჩი, გებრე სელასიე - კრუზე, ბარტელსი (67. იოჰანსონი).

მაყურებელი: 26812

აინტრახტი-დარმშტადტი 2:0

გოლები: 1:0 ჰასებე (74-პენ), 2:0 რებიჩი (83)

აინტრახტი (4-2-2-2): ჰრადეცკი - ჩენდლერი, აბრაამი, ვალეხო, ოჩიპკა - მასკარელი (88. ბესუშკოვი), ჰასებე - გაჩინოვიჩი (85. ბარკოკი), რებიჩი - ჰრგოტა (75. ტარაშაი), ა. მაიერი.

დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ზულუ, ჰოლანდი - ნიმაიერი (79. ჰამით ალთინთოფი), გონდორფი - სემი (62. სირიგუ), როზენტალი, ჰელერი - ბოიდი (68. ჩოლაკი).

მაყურებელი: 51 000

ბომბარდირები: 17 - პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ანტონი მოდესტე (კიოლნი); 11 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური

10 თებერვალი:

მაინცი-აუგსბურგი;

11 თებერვალი:

ლევერკუზენი-აინტრახტი, ინგოლშტადტი-ბაიერნი, ვერდერი-გლადბახი, დარმშტადტი-დორტმუნდი, ლაიპციგი-ჰამბურგი, შალკე-ჰერტა;

12 თებერვალი:

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-კიოლნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]