იტალიურ ბრეშიაში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ ახალგაზრდა გოგონებმა იასპარეზეს
იტალიურ ბრეშიაში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ ახალგაზრდა გოგონებმა იასპარეზეს და სასიამოვნოდ გაგვაოცა ქუთაისელმა ნინო ფანჩულიძემ - შესარჩევი ტურნირი მეხუთე შედეგით დაასრულა, ფინალში კი ოდნავ გააუარესა მაჩვენებელი და მეექვსეზე დარჩა.

თუმცა მთავარი ეს არაა, საყურადღებო და აღსანიშნავია მის მიერ საკვალიფიკაციოში დაგროვებული ქულები - 377! ასეთ შედეგს ბევრი ქალთა შორისაც კი ვერ აღწევს, არათუ ახალგაზრდებში. აქამდე ფანჩულიძის პირადი რეკორდი 374 ქულა იყო, რაც შარშან მიუნხენის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში აჩვენა, ახლა კი საგრძნობლად გააუმჯობესა.

გადაჭარბებულ ოპტიმიზმში რომ არ ჩამოგვერთვას, ახლავე განვმარტავთ - 377 ქულა ნამდვილად არაა ის შედეგი, პირად პირველობაში მედლებზე ვიოცნებოთ (მაშინ ძალიან უნდა გაგვიმართლოს), მაგრამ თუ ახალგაზრდა ჩუბინი ამ შედეგს სტაბილურად შეინარჩუნებს, ნაკრებში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის გარდა, კიდევ ერთი დასაყრდენი მსროლელი გვეყოლება, რომელიც სალუქვაძის მონაგარს იმდენად შეახვავრიელებს, ჩვენებს გუნდურ ჩათვლაში ნებისმიერი რანგის პირველობაზე ექნებათ მედლის მოპოვების შანსი.

გუნდურ ტურნირებში წინა ფორმაციის ნაკრებსაც ჰქონდა წარმატებები - ევროპის ვიცე-ჩემპიონიც კი გახდა, მაგრამ მეორე-მესამე ნომრები ხშირად ვერ აჩვენებდნენ ასეთ მაღალ შედეგებს, როგორიც ახლა ფანჩულიძემ გააკეთა ანუ სალუქვაძეს სათანადოდ ვერ უბამდნენ მხარს (შეგახსენებთ - გუნდურში სამივე მსროლელის შედეგი იკრიბება და ადგილები ისე ნაწილდება, აქ ცალკე შეჯიბრება არ ტარდება). ქუთაისელი მსროლელის შემატებით იმაზე ძლიერი ნაკრები თუ არა, იმ დონისა მაინც გვეყოლება, იმათ კი, როგორც გითხარით, გარკვეული წარმატებები მოიპოვეს. თანაც, ფანჩულიძე ჯერ კიდევ მოზარდია და პერსპექტივაში შედეგების გაუმჯობესებაც შეიძლება. ყველაფერს თავი დავანებოთ და დღეს ქალთა გუნდი საერთოდ დაშლილია, ფანჩულიძის ფაქტორი კი მისი აღდგენის წინაპირობაა. აქვე გეტყვით, რომ მიუნხენური მიღწევის შემდეგ განვლილ ერთწლიან მონაკვეთში ახალგაზრდა ქუთაისელმა ჩუბინმა 374 ქულა ვერ გაიმეორა, მაგრამ 370-იან მიჯნაზე კი დამკვიდრდა ანუ მეტ-ნაკლებად მაინც სტაბილურად ისვრის, რაც მისასალმებელი ფაქტია.

დავუბრუნდეთ ისევ ბრეშიას და ევროპის ჩემპიონატს, რომელიც მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, გოგოების ტურნირში კი ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვიდა - ფანჩულიძის გარდა, გუშინ ანა გაგილაძემ და თეონა იაშვილმაც ისროლეს, თუმცა ფინალში ვერ მოხვდნენ. შესარჩევში გაგილაძემ 362 ქულა დააგროვა და 39-ზე გავიდა, იაშვილი კი 352 ქულით ბოლო, 51-ე ადგილზე დარჩა. აქ ყურადღებას გაგილაძეზე შევაჩერებთ - მან ამჯერად ვერ იყოჩაღა, მაგრამ წლეულს მიუნხენის საერთაშორისო შეჯიბრებაში 370 ქულა მიითვალა. ნაკრების სამომავლო სტაბილურობისა და მისი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, ესეც საყურადღებო შედეგია.

შესარჩევი ეტაპი ფანჩულიძემ არცთუ კარგად დაიწყო - პირველ სერიაში 92 ქულა გააკეთა. სამაგიეროდ, მეორეში არა უშავდა - 96 დააგროვა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ისევ გააუარესა მაჩვენებელი - 93, მაგრამ ბოლო სერიაში კვლავ მოახერხა მობილიზება და 96 გაარტყა. ჯამში 377 დაუგროვდა, რაც მეხუთე შედეგი აღმოჩნდა. ჩვენებური 1 ქულით ჩამორჩა მის წინ მდგომ პოლონელ კაროლინა ბასზენს, მოწინავე სამეულთან სხვაობა კი უფრო საგრძობი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპი პოლონელმა იოანა ტომალამ 382 ქულით მოიგო, მომდევნო ადგილებს კი 381-381-ით უნგრელი ადრიენ ნემესი და ესპანელი კრისტინა მუნოზი იყოფდნენ. ამათგან დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზე უნგრელი დამკვიდრდა.

ფინალურმა სერიამ მოწინავე სამეულში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა - მუნოზმა ნემესს გაუცვალა ადგილი და ვერცხლს თვითონ დაეუფლა. მას ეს მედალი ძალზე მცირე, სულ რაღაც 0,4-იანმა უპირატესობამ მოუტანა - მისი შედეგი 95,8 იყო, უნგრელისა - 95,4. ჯამში ესპანელმა 476,8 დააგროვა, უნგრელმა - 476,4. ტომალა ფინალშიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილა - წინასწარ შედეგს 97.0 დაამატა და 479,0-ით მოიპოვა ოქროს მედალი. პოლონელმა ბასზენმა აქაც აჯობა ჩვენებურს - 96,3 გააკეთა და ჯამში 474,3 დაუგროვდა, ფანჩულიძემ კი თავდაპირველ მონაგარს 95,9 დაუმატა და 472,9 მოაგროვა. რომ არა ჩეხი მარკეტა კრიკორკოვას ჩინებული გამოსვლა ფინალში, ფანჩულიძე მეხუთე ადგილს შეინარჩუნებდა, მაგრამ ჩეხმა დასკვნით ნაწილში მართლაც რომ ჩინებული შედეგი აჩვენა - 100,4, რითაც 475,4 დაუგროვდა და ფინალურ ოქტეტში დამატებითი სროლების ხარჯზე შესულმა საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში 1091 ქულა დაუგროვდა და 13-ე ადგილზე გავიდა. აქ პოლონელებმა გაიმარჯვეს 1126 ქულით, ვერცხლი ბულგარელებმა ირგუნეს 1114-ით, ბრინჯაო კი 1113-ქულიან ხორვატებს ერგოთ.

ახლა ჩემპიონატში უფროსებიც ჩაებმებიან. დღეს ვაჟთა შეჯიბრებაა, სადაც ლევან ქადაგიძე ისვრის, თუმცა ჩვენი მთავარი იმედები ხვალინდელ დღეს უკავშირდება, როცა ცეცხლის ხაზზე ნინო სალუქვაძე დადგება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებს არ იძლევა, მაგრამ კბილი არც ევროპულ მედალს გაესინჯება.

შოთა გუგეშაშვილი
აბა ბიცებო გენაცვალეტ დგეს გერმანელებსაც უნდა მივარტვატ
sani
შენ გენაცვალე თოკო!
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება