"ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" სუპერბოულის გამარჯვებულია
"ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" გახდა 2017 წლის სუპერბოულის გამარჯვებული. ფინალში მან 34:28 დაამარცხა "ატლანტა ფელკონსი". "პეტრიოტსმა" მეხუთედ მოიპოვა ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) საუკეთესო გუნდის სტატუსი.

ამერიკული ფეხბურთის სეზონის გადამწყვეტმა მატჩმა დაუვიწყარი სანახაობა და ინტრიგა აჩუქა მაყურებელს. მესამე მეოთხედის მსვლელობისას, "ნიუ ინგლენდი" 25 ქულით აგებდა შეხვედრას, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გადამწყვეტი თაჩდაუნი რანინგბეკმა ჯეიმს უაიტმა გააკეთა.

"პეტრიოტსის" 25-ქულიანი ქამბექი ყველაზე დიდია სუპერბოულის ისტორიაში და მესამე - პლეი ოფის ისტორიაში. ისიც აღსანიშნავია, რომ პირველად ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში, სუპერბოულის გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა.

როგორც გითხარით, "ნიუ ინგლენდმა" მეხუთედ მოიგო სუპერბოული (2001, 2003, 2004, 2014, 2017) და ყველა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს კვოტერბეკმა ტომ ბრედიმ და მთავარმა მწვრთნელმა ბილ ბელიჩიკმა. ორივენი "პეტრიოტსის" სისტემაში 2000 წლიდან არიან. სუპერბოულის ხუთჯერ მოგება ჩარლზ ჰეილის რეკორდის გამეორებაა. გარდა ამისა, 39 წლის კვოტერბეკმა კიდევ სამი რეკორდი დაამყარა: 466 იარდი, 43 დაჭერილი გადაცემა და 62 ცდა.

ბრედი გუშინდელი მატჩის MVP გახდა. მან ეს ტიტული კარიერაში მეოთხედ დაიმსახურა და ამით, ლიგის რეკორდი დაამყარა.

"ატლანტა" ისტორიაში მეორედ თამაშობდა სუპერბოულს (პირველად - 1999 წელს) და ისევ წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა