დღის მიღწევები და სტატისტიკა
"კლივლენდ კავალიერზმა" შეწყვიტა "ვაშინგტონის" საშინაო 17-მატჩიანი მოგებათა სერია. დედაქალაქელებს შეეძლოთ ამ სერიის გაგრძელება, მაგრამ ლებრონ ჯეიმსმა ძირითადი დროის დასრულებამდე 0.3 წამით ადრე, დაუჯერებელი სამქულიანით გადაიყვანა თამაში ოვერტაიმში. ჯეიმსმა 32 ქულა, 6 მოხსნა და 17 შედეგიანი პასი დააგროვა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

"კლივლენდს" ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა დარჩენილი, ამიტომაც კევინ ლავმა საკუთარი ფარქვეშიდან მისცა პასი ლებრონს, რის შემდეგაც, "მეფემ" შემობრუნებით ისროლა შორიდან და გაათანაბრა ანგარიში - 120:120.

დამატებითი დროის დიდი ნაწილი ლებრონს არ უთამაშია, რადგან პირველად 2014 წლის იანვრის შემდეგ, ექვსი პერსონალურის გამო დატოვა მოედანი. სამაგიეროდ, ოვერტაიმში გაიბრწყინა კაირი ირვინგმა - თავისი 23 ქულიდან 11 მან ამ ხუთ წუთში დააგროვა.

გორან დრაგიჩმა 33 ქულა დააგროვა და კარიერის რეკორდი დაამყარა შვიდი ზუსტი სამქულიანით, ჰასან უაიტსაიდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (19 ქულა და 13 მოხსნა). მათი დახმარებით, "მაიამიმ" 11 მატჩამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია. ფლორიდელებს კიდევ ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ გაიმეორონ ამ სეზონის ყველაზე გრძელი სერია, რომელიც "გოლდენ სტეიტს" ეკუთვნის.

"მინესოტას" ვერ უშველა კარლ-ენტონი თაუნსის 35-მა ქულას -"მგლებმა" ზედიზედ მეოთხედ წააგეს.

ოკლაჰომელ რასელ უესტბრუკს ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, გარდა ამისა, ვერ ჩააგდო სამქულიანი სირენამდე 7,8 წამით ადრე და ვერ გადაიყვანა შეხვედრა ოვერტაიმში.

"ინდიანამ" თამაშიდან 37.9 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მაგრამ მაინც შეძლო ზედიზედ მეშვიდე მატჩის მოგება.

"ლეიკერსმა" 16 დეკემბრის შემდეგ, პირველად გაიმარჯვა გასვლით შეხვედრაში - "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა "ნიუ იორკი". ეს წაგებათა სერია 13 მატჩს აღწევდა.

"ნიქსისთვის" ეს იყო მეცხრე წაგება ბოლო 13 მატჩში.

"იუტამ" ამ სეზონში მეორედ დაამარცხა "ატლანტა" და შვიდმატჩიანი მოგებათა სერია აქვს აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდების წინააღმდეგ. "ჯაზმენებმა" თამაშიდან 61.3 პროცენტის სიზუსტით ისროლეს. ახლა, "იუტა" სამი მოგებით უსწრებს დივიზიონში "ოკლაჰომას".

ენტონი დევისმა 34 ქულა დააგროვა "ფინიქსის" წინააღმდეგ, მათ შორის, ექვსი ზუსტი საჯარიმო შეასრულა ბოლო 67 წამში, რითაც დაეხმარა თავის გუნდს ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტაში.

თავის მხრივ, "ფინიქსმა" მეშვიდე მატჩი წააგო ბოლო რვა შეხვედრაში.

"დენვერი" დანილო გალინარის, ემანუელ მუდიაისა და კენეტ ფარიდის გარეშე თამაშობდა, მაგრამ მაინც შეაწყვეტინა "დალასს" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია. უილ ბარტონმა 31 ქულით სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა.

შვიდმატჩიანი პაუზის შემდეგ, "ტორონტოს" დაუბრუნდა დემარ დეროზანი, რომელმაც 31 ქულა ჩაუგდო "კლიპერსს". მისი დახმარებით, კანადურმა კლუბმა ზედიზედ მეორე, მაგრამ ბოლო 12-ში მხოლოდ მეოთხე მატჩი მოიგო.

"კლიპერსს" არ უშველა ბლეიკ გრიფინის სამმაგმა დუბლმა - 26 ქულა, 11 მოხსნა, 11 შედეგიანი პასი.

"საკრამენტო" 27 ქულით აგებდა მეორე ტაიმში "ჩიკაგოსთან" და კინაღამ გაადარჩინა შეხვედრა. "მაიამის" უპირატესობა შეუნარჩუნა დუეინ უეიდმა, რომელმაც 31 ქულით დაასრულა შეხვედრა. სწორედ ვეტერანმა ჩააგდო სირენამდე 13 წამით ადრე გადამწყვეტი სამქულიანი და მანვე დააგროვა თავისი გუნდის ბოლო 5 ქულა.

"მემფისმა" კარგად გამოიყენა "სან ანტონიოს" შეცდომები და ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ მოიგო. "სპურსმა" 17-ჯერ დაკარგა ბურთი, რაც "გრიზლისმა" 19 ქულაში გარდასახა.

მატჩს გამორჩეული სტატისტიკური ლიდერი არ ჰყოლია, თუმცა, უნდა გამოვყოთ 40 წლის ვინს კარტერი, რომელმაც 7 ქულასა და 6 მოხსნას 4 დაფარება დაუმატა, რაც 2009 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონია.

უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ტრავმის გამო, "სპურსს" აკლდა ლიდერი კავაი ლენარდი.

ნიუ იორკი-ლეიკერსი 107:121

19:29, 26:32, 28:36, 34:24

ნ-ი: ენტონი (26), პორზინგისი (16+9 მოხსნა), ჯენინგსი (16), ჰოლიდეი (14), ო’ქუინი (10), ერნანგომესი (8+13 მოხსნა).

ლ: უილიამსი (22), იანგი (17), ინგრემი (14), რენდლი (14), კლარკსონი (12), ნენსი (10+10 მოხსნა), ზუბაცი (10+4 დაფარება), ბლეკი (9+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-კლივლენდი 135:140 (ო)

32:26, 25:28, 25:32, 38:34, 15:20

ვ: ბილი (41+8 პასი), პორტერი (25), უოლი (22+12 პასი), გორტატი (16), მორისი (15), უბრე (11).

კ: ლავი (39+12 მოხსნა), ჯეიმსი (32+17 პასი), ირვინგი (23), ტომპსონი (22+12 მოხსნა), კორვერი (13).

ინდიანა-ოკლაჰომა 93:90

20:25, 21:27, 32:18, 20:20

ი: ჯორჯი (21), ტიგი (17), რობინსონი (14), ტერნერი (10+4 დაფარება).

ო: უესტბრუკი (27+18 მოხსნა+9 პასი), ადამსი (15+9 მოხსნა), ოლადიპო (14), რობერსონი (11+11 მოხსნა).

ტორონტო-კლიპერსი 118:109

35:31, 35:29, 27:22, 21:27

ტ: დეროზანი (31), ლოური (24+8 პასი), ვალანჩუნასი (21+12 მოხსნა), ჯოზეფი (12).

კ: გრიფინი (26+11 მოხსნა+11 პასი), რივერსი (22), სპეიტსი (15), კროუფორდი (14), რედიკი (12).

ატლანტა-იუტა 95:120

21:29, 29:25, 23:37, 22:29

ა: შრიოდერი (21), ჰარდუეი (14), მილსეპი (14), დილეინი (13), ჰოვარდი (10).

ი: ჰეივორდი (30), ჯორჯ ჰილი (22+8 პასი), ფეივორსი (20+10 მოხსნა), გობერი (14).

დეტროიტი-ფილადელფია 113:96

24:27, 31:19, 34:21, 24:29

დ: მორისი (19), დრამონდი (16+17 მოხსნა), ჯექსონი (14+6 პასი), კოლდუელ-პოუპი (12), ლოუერი (12), ბეინსი (12), სმიტი (11).

ფ: ოკაფორი (16), შარიჩი (13), კოვინგტონი (11), მაკონელი (10), როდრიგესი (10).

ნ. ორლეანი-ფინიქსი 111:106

29:21, 18:21, 30:32, 34:32

ნ-ო: დევისი (34+9 მოხსნა+5 დაფარება), ჰოლიდეი (30+9 მოხსნა+7 პასი), მური (12), ჰილდი (11).

ფ: უორენი (20), ბლედსოუ (14), ბუკერი (14), ბარბოზა (14), ნაითი (12+6 პასი), ჩენდლერი (11+12 მოხსნა).

მინესოტა-მაიამი 113:115

33:40, 24:31, 31:22, 25:22

მინ: თაუნსი (35), უიგინსი (27), რუბიო (14+13 პასი), ჯენგი (13), მუჰამადი (12).

მაი: დრაგიჩი (33+9 პასი), უაიტსაიდი (19+13 მოხსნა), მაკგრუბერი (15), უეიტერსი (12), ჯ. ჯონსონი (11).

დენვერი-დალასი 110:87

29:24, 30:13, 23:30, 28:20

დენ: ბარტონი (31), ჰარისი (20), ჩენდლერი (14+10 მოხსნა), იოკიჩი (13+9 პასი).

დალ: ფერელი (15), სეტ კარი (15), პაუელი (14), ბარნსი (12), მეტიუზი (10+8 პასი).

მემფისი-სან ანტონიო 89:74

17:14, 23:26, 29:25, 20:9

მ: რენდოლფი (15), მ. გასოლი (15), კონლი (12+9 პასი).

ს-ა: ლი (14), ოლდრიჯი (13+10 მოხსნა), გრინი (12), ჯინობილი (12).

საკრამენტო-ჩიკაგო 107:112

11:27, 34:33, 24:25, 38:27

ს: ლოუსონი (22+7 პასი), ბარნსი (19+9 მოხსნა), კაზინსი (18+14 მოხსნა), კოლისონი (14), კუფოსი (10).

ჩ: უეიდი (31), კარტერ-უილიამსი (21), ლოპესი (16), გრანტი (13), გიბსონი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა