7 თებერვალს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზმა საქართველოს ფუტსალის ლიგის VI ტურის ბოლო ორ შეხვედრას უმასპინძლა
7 თებერვალს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზმა საქართველოს ფუტსალის ლიგის VI ტურის ბოლო ორ შეხვედრას უმასპინძლა.

ბათუმური სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ადგილობრივი "დინამო" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდა.

"სტუდენტები" 2017 წელს განახლებული შემადგენლობით და ახალი მთავარი მწვრთნელით, ალიკ სარქისიანით შეხვდნენ, რაც მათ სადებიუტო ასპარეზობას დაეტყო კიდეც.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რიგ ეპიზოდებში სტუმრები სჯობდნენ კიდეც მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ უკეთესი ფიზიკური კონდიციების და საშინაო კედლების ხარჯზე, აჭარლებმა მეორე ტაიმის შუაწელში შეძლეს თავიანთი უპირატესობის განმტკიცება და მორიგი საშინაო გამარჯვება იზეიმეს - 4-1. ჰეთ-თრიკით გამოირჩა მათი ახალწვეული დავით ჩაჩხუნაშვილი.

დინამოელებმა 12 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ტურის დასკვნითი შეხვედრა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბმა მფკ "მგლებს" უმასპინძლა და 4-7 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით, პირველი ნახევარი, რაც ანგარიშზეც აისახა - 2-2.

მეორე ტაიმში კი თითქმის ახალი შემადგენლობით მოასპარეზე "მტაცებლებმა" უპირატესობა ხელთ იგდეს და პირველივე გასვლით შეხვედრაში დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს.

აღნიშნული დაპირისპირება "მგლების" ახალწვეულის, ზურაბ ძაგანიას ბენეფისად იქცა - 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა (!!!), ასეთია თბილისელთა ფორვარდის სადებიუტო სტატისტიკა ახალი კლუბის მაისურით ჩატარებულ შეხვედრაში. და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ოთხივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი სანახავი გამოდგა, რაც დამატებით აპლოდისმენტებს იმსახურებს. ამ მოგების შემდეგ "მგლებმა" 7 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

რაც შეეხებათ ბათუმელ სტუდენტებს, "სეზონის სიურპრიზად" შერაცხვის მიუხედავად, 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან "მოკალათებულნი".

07.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. VI ტური

მფკ დინამო (ბთ) - მფკ იბსუ 4-1(2- 1)

გოლები: 0:37’ ბროლაძე (1-0), 13:24’ მაისურაძე (1-1), 19:14’ ჩაჩხუნაშვილი (2-1), 30:26’ ჩაჩხუნაშვილი (3-1), 30:40’ ჩაჩხუნაშვილი (4-1)

გაფრთხილება: 24:46’ გ.მახარაძე (დინ), 27:13’ შამილაძე (დინ)

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ მგლები 4-7 (2-2)

გოლები: 07:20’ ძაგანია (0-1), 11:52’ ბერიძე (1-1), 16:35’ ნადარაია (2-1), 18:51’ გიორგაძე (2-2), 21:25’ ძაგანია (2-3), 22:14’ ძაგანია (2-4), 22:50’ ნადარაია (3-4), 24:26’ ძაგანია (3-5), 25:44’ მაჭარაშვილი (3-6), 26:44’ ბერიძე (4-6), 28:54’ მამულაძე (ს.კ) (4-7)

გაფრთხილება: 08:02’ კვანტალიანი (მგლ), 09:14’ ფუტკარაძე (ბსუ), 29:19’ რუხაძე (ბსუ)

შეგახსენებთ, რომ ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 3 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

03.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VI ტური

მფკ სტუ-თელასი - მფკ თბილისი ვარიორსი 9-6 (5-2)

გოლები: 0:34’ ალფონსე ები (0-1), 01:08’ თოფურია (1-1), 04:55’ ალფონსე ები (1-2), 05:58’ ასათიანი (2-2), 07:20’ ცნობილაძე (3-2), 08:23’ კურბანოვი (4-2), 15:09’ თოფურია (5-2), 21:53’ თოფურია (6-2), 23:15’ ალფონსე ები (6-3), 30:54’ წვერავა (7-3), 31:50’ მერკვილაძე (8-3), 32:10’ ბერტრანი (8-4), 34:36’ გეგეშიძე (8-5), 38:45’ ასათიანი (9-5), 39:01’ ალფონსე ები (9-6)

გაფრთხილება: 22:20’/34:48’ კურატიშვილი (ვარ)

გაძევება: 34:48’ კურატიშვილი (ვარ)

მფკ თბილისი - მფკ აფხაზეთი 6-8 (2-4)

გოლები: 01:48’ კირთაძე (1-0), 05:21’ ახალაია (1-1), 10:08’ კორღალიძე (1-2), 12:23’ ნადირაძე (1-3), 16:13’ ღუდუშაური (2-3), 19:03’ ახალაია (2-4), 20:47’ კუხალეიშვილი (3-4), 23:33’ ქეშელაშვილი (3-5), 25:59’ ჯოხაძე (4-5), 29:16’ მარუაშვილი (5-5), 33:09’ კირთაძე (6-5), 35:48’ კორღალიძე (6-6), 36:47’ ჭანტურიძე (6-7), 38:26’ კვარაცხელია (6-8)

გაფრთხილება: 06:08’ ნადირაძე (აფხ), 10:40’ დარჩია (თბ), 13:33’ ხარაიშვილი (აფხ)

მფკ აგორა - მფკ ტატიშვილი 0-8 (0-3)

გოლები: 01:42’ ზ.ლუკავა (0-1), 17:12’ ზ.ლუკავა (0-2), 19:30’ სიგუნავა (0-3), 21:33’ ჭანუყვაძე (0-4), 21:44’ სიგუნავა (0-5), 26:40’ კობაიძე (0-6), 27:36’ ჭანუყვაძე (0-7), 38:29’ კაკაბაძე (0-8)

გაფრთხილება: 18:33’ სიგუნავა (ტატ), 26:35’ ალავიძე (აგო), 32:19’ დაჩანიძე (აგო), 33:12’ ჭუმბურიძე (ტატ)

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი), სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 14, აჰი ალფონსე ები (ვარიორსი) - 11, შოთა თოფურია (თელასი) - 10

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

nik
რო წერტ ზოგ მომენტებში სტუმრები ჯობდაო უყურეტ ვაბშე ტამაშს?ჯურნალისტი კაცი ხარ დაწერე ცოტა რეალობა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა