"მილანის" შვედი თავდამსხმელი ირწმუნება, რომ კლუბების ხშირი ცვლა ფეხბურთელს უფრო მოტივირებულს ხდის
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუვენტუსთან" მატჩის წინ სრული თავდაჯერებით განაცხადა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

"მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ და ამას ვგრძნობ. კაცმა მაშინვე უნდა დაანებო ფეხბურთს თავი, როგორც კი საკუთარ ძალებში ეჭვი შეგეპარება. ის, რომ არასდროს გავმხდარვარ ფიფას რჩეული და არ მიმიღია "ოქროს ბურთი", სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები ვარ", - აცხადებს ამაყად ზლატანი.

მკვეხარა შვედმა ბომბარდირმა კლუბების მუდმივ ცვლაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს ახალ-ახალი გამოწვევების მიღების სურვილით აიხსნება, რაც მოტივაციას მატებს.

"ვფიქრობ, ერთ კლუბში დიდხანს გაჩერება გაუმართლებელია. გუნდის ყოველ ჯერზე შეცვლის შემდეგ, რაღაც ახალს სწავლობ, ხოლო ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერების შემთხვევაში კი საკუთარ თავს ნაკლებ მოთხოვნებს უყენებ. კლუბიდან კლუბში გადასვლა მოტივირებულს გხდის, რათა ყოველ ჯერზე დაამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები", - განაცხადა "როსონერის" თავდამსხმელმა.

იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალზეც ჩამოაგდო სიტყვა და დაასახელა კიდევ ასაკი, რომელშიც კარიერის დასრულებაზე იზრუნებს:

"გამორიცხული არაა "მილანი" ჩემი უკანასკნელი გუნდიც იყოს. პროფესიური კარიერის დასრულებას 33 წლისა დავაპირებ, რადგან არ მინდა ფეხბურთს სიბერეში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით გამოვეთხოვო".

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა