სკოტი ჯორდანის წასვლით ბედნიერი ყოფილა
"ჩიკაგო ბულზის" კალათბურთელი სკოტი პიპენი არასოდეს ყოფილა თავისი კლუბის ლიდერი იქამდე, სანამ 1993 წელს, კალათბურთიდან არ წავიდა მაიკლ ჯორდანი. სატელევიზიო შოუში - The Jump with Rachel Nichols პიპენმა "ჩიკაგოს" მაშინდელი სიტუაცია "ოკლაჰომას" ამჟამინდელ მდგომარეობას შეადარა, როცა ეს გუნდი კევინ დურანტმა დატოვა და მთელი ტვირთი რასელ უესტბრუკს დააწვა.

"ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. საშუალება მომეცა - გუნდს წინ გავძღოლოდი. ეს სწორედ ის არის, რისი მიღწევაც გინდა მოთამაშის რანგში.

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სათანადო ყურადღებას ვერ იღებ, რადგან მაიკლ ჯორდანის გვერდით გიწევს თამაში. ასე რომ, როცა მან კარიერა დაასრულა, ძალიან გახარებული ვიყავი. ამავდროულად, მართლა ძალიან მინდოდა, რომ მაიკლი დაბრუნებულიყო", - ამბობს პიპენი.

პიპენი ის მოთამაშე იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მოგებას, მაგრამ აღიარებს, რომ ერთი ლიდერის ხელში გუნდი ვერ შეძლებს მუდმივად საჭირო შედეგის ჩვენებას და ვარსკვლავებს მხარდაჭერა სჭირდება.

"ჯორდანის გარეშე, იმ ორი წლის განმავლობაში სულ უფრო დანაღვლიანებული ვიყავი. მაიკლმა ეს დაინახა და დაბრუნება გადაწყვიტა", - აგრძელებს ლეგენდარული ფორვარდი.

ჯორდანის არყოფნაში, "ჩიკაგო" ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა, პიპენი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერი იყო. იმ ორ წელიწადში მისი სტატისტიკა 22 ქულას, 8.6 მოხსნას, 5.4 შედეგიან გადაცემას და 2.9 ჩაჭრას უდრიდა. 1993-94 წლების სეზონში, მან "ბულზს" 55 გამარჯვება მოაპოვებინა. დღეს, "ჩიკაგოს" ყოფილ ლიდერს სჯერა, რომ რასელ უესტბრუკიც მიიყვანს ასეთ წარმატებამდე "ოკლაჰომას".

"იმ სიტუაციაში, რომელშიც "ოკლაჰომა" აღმოჩნდა, უესტბრუკმა მიიღო შესაძლებლობა - გახდეს ნამდვილი ლიდერი, შეაგროვოს სამმაგი დუბლები. მაგრამ, მთავარია, მოგებებს მიაღწიოს", - მიაჩნია პიპენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბი გ.
რასელიც კარგია, ჰარდენიც, დურანტიც, კარიც და რა თქმა უნდა ლებრონიც, მაგრამ ჩემი გემოვნების კალათბურთელები კავაი ლეონარდი და კრის პოლია
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]