ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პარიზის გრან სლემი: საქართველოს ნაკრები დებიუტანტებითა და შეცვლილი წონებით

პარიზის გრან სლემი: საქართველოს ნაკრები დებიუტანტებითა და შეცვლილი წონებით

ავთანდილ ჭრიკიშვილს საერთაშორისო არენაზე დებიუტი ექნება ახალ წონაში, სადაც ბექა ღვინიაშვილს გაუწევს მეტოქეობას
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე გაფრინდა პარიზში, სადაც 11-12 თებერვალს სეზონის რიგით პირველი "დიდი მუზარადის" ტურნირში იჭიდავებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ იქ ძირითადი შემადგენლობა წაიყვანა: საქართველოს ჩემპიონები და ის ტიტულოვანი ფალავნები, რომლებმაც ქვეყნის პირველობა გამოტოვეს.

ბოლო წლების საერთაშორისო ასპარეზის მედალოსანთაგან მხოლოდ ორი გამონაკლისია: ევროპის ორგზის ფინალისტი და ახალ წონაში - 81-ში გადასული ნუგზარ ტატალაშვილი, ვინც ჯერ ისევ მკურნალობს ნატკენ ფეხს, და მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი, ვისაც პირადი პრობლემების გამო გარკვეული სავარჯიშო პერიოდი გაუცდა.

ამ ტურნირზე ახალ წონაში საერთაშორისო არენაზე დებიუტი ექნება ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს, რომელიც 90 კილოგრამში იჭიდავებს და ბექა ღვინიაშვილს გაუწევს კონკურენციას.

ახალ წონაში გამოვა ევროპის კიდევ ერთი რამდენიმეგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი, ვისთვისაც 100 კილოგრამი უცხო არაა, მაგრამ წონის ოფიციალურად შეცვლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ახალ წონაში.

ნაკრებს დებიუტანტებიც ჰყავს - საქართველოს ჩემპიონი 73 კილოგრამში ფრიდონ გიგანი და 81-ში გამარჯვებული თამაზ კირაკოზაშვილი, თუმცა დიდი გამოცდილებით ვერც ლაშა ტაველური დაიკვეხნის.

დანარჩენი ფალავნებიდან ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ზებედა რეხვიაშვილს (81) და გურამ თუშიშვილს (+100) გამოვარჩევთ.

ცირეკიძე კუთვნილ ორკაციან კვოტას ყველა წონაში იყენებს, 66-ის გარდა, სადაც მხოლოდ ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

პარიზში მონაწილე ისევ არ გვეყოლება ქალებში, რადგან თბილისიდან ხომ არავინ მიდის, არც ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი ჩავა ჰოლანდიიდან.

პირველ დღეს, ანუ 11 თებერვალს, ტრადიციულად, 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი კვირას გავლენ ტატამზე.

ჩვენი ნაკრები პარიზში ტურნირის დასრულების შემდეგაც დარჩება ერთობლივ ვარჯიშებზე, რომელიც ტრადიციულად იმართება ხოლმე ამ რანგის შეჯიბრებათა დასრულების შემდეგ. იქიდან გუნდი გერმანიაში გადაინაცვლებს, სადაც 24-26 თებერვალს დიუსელდორფში გამოვა "დიდ მუზარადზე". თუმცა ჩვენები იმ შეჯიბრების დაწყებამდეც გაივლიან ერთკვირიან შეკრებას და ტურნირის მერეც დარჩებიან ერთობლივ ვარჯიშებზე.

პარიზის ტურნირი, როგორც სეზონის პირველი სტარტი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის.

საქართველოს ნაკრები

60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ფერნანდო

არაა არანაირი შეთქმულება, უბრალოდ ავთოს აქვს წონის პრობლემა მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ცუდია რომ ორი საუკეთესო მოჭიდავე ერთ წონაშია , მაგრამ სხვა რა გზაა? ათი კილოს დაკლების შემდეგ როგორღა იჭიდავებდა ავთო? ამას, არ ჯობია ქართული ფინალები ვიხილოთ ხოლმე?

• zaza

ავთო თუ ვეღარ იკლებს 81-ში რა ქნას,ვისაც არ ესმის სპორტი უაზრო კომენტარებს შეეშვით,მას არ სურს 1-ელ რიგში რთულ წონაში გადასვლა (შიდა თუ გარე კონკურენციის ფონზე) მაგრამ ალბათ ასეა საჭირო,ბექას კი სულაც არ უნდა ანაღვლებდეს 90-ში ვინ გადმოვა,ეს წონა მისთვის იდეალურია და სულ მალე რეიტინგში ლიდერი გახდება. წარმატებები ბიჭებს

• შოთა

რომ არ იცით, ნუ ლაპარაკობთ... არავინ არ ერჩის ბექას, ჭრიკას შეექმნა წონის პრობლემა, მე როგორც ვიცი. ვერ დაიკლო. წარმატებები ბიჭეებს!!!

• zzz

ჭრიკიშვილი არის 89 კილო და უწევს 8 კილოს დაკლება.ამდენს რო დაიკლებს რაღა უნა იჭდაოს .იმიტომ გადავიდა 90-ში.გიჟი ყოფილა მაშინ გვინიაშვილს რომ უნდა დაეჯახოს.

• murtalo

მგონი ძიუდოს ექსპერტი არცერტი არა ვართ და ეგება სამწვრთნელო შტაბიდან ვინმემ გვიპასუხოს თუნდაც ერთ კონკრეტულ კითხვაზე, რატომ უცვლიან წონას ჭრიკიშვილს?...ან თავად სპორტსმენთა აზრი მოგვასმენინონ. სხვათა შორის მათთან გასაუბრება ჩვენ ვაიჟურნალისტებსაც შეუძლიათ.)

• levo

მეც გეთანხმებით მეგობრებო. 81 კილო დაასუსტეს. ღვინიაშვილს კიდევ მოსვენებას არ აძლევენ. ჩემი აზრით ბექა ჭრიკიშვილს აჯობებს და არც ის მინდა ავთო რო დაიჩაგროს. ippon.tv-ზე იქნება ჩვენება

• მიქელა

კაციაშვილი 81ში რატო არაყავს

• Bsbs

მეც გეთანხმებით. მით უმეტეს თუ ჭრიკიშვოლს დაკლების პრობლემა არა აქ. ეგ მომავალში შეიძლება გაკეთებულიყო, თუ ღვინიაშვილი იქნებოდა გადასულიყო 100 კგ_ში. მოკლედ ვასუსტებთ 81-ს და არაფერს არ მოგვცემს 90 ში ასეთი თავშეყრა.

• levani

ყველგან ყველაფერი არეულ-დარეულია, კაცი ვერ გაიგებს.

• ზურა

ხომ არ იცით ვინმემ რომელი ტელევიზია გააშუქებს შეხვედრებს

• paata

მართლა რას ერჩიან ბექას და აწვალებენ მესამე წელია?! ამ უაზრო სიტუაციით სხვამ არ ისარგებლოს და და არ ჩააქნევინონ ხელი ჩვენს ნაკრებზე ამ ბიჭს! თუ ეგრე მოხდა მერე პატრიოტიზმზე არ დაუწყოთ ბექას არავინ ყვედრება! მთელი შარშანდელი სეზონი მართლა წელში გაწყვიტეს ბექა, ასე არსად აწვალებენ გამორცეულ ტალანტებს. ავთოს მაგარი გულშემატკივარი ვიყავი მაგრამ ეხლა ბექას ვუქომაგებ, იმიტომ რომ ყველანაირად მართალია ეს ბიჭი ქართულ ძიუდოში ყველას მიმართ!

• Nika-s

100%-იან ხარ.

• Nika

არ ჭირდება ამას დიდი ძიუდოს ცოდნა რომ მიხვდე რომ ჭრიკიშვილის 90ში გადასვლა არ არი სწორი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ ნაკრრბშიც ვერ იქნება პირველი ნომერი, ღვინიაშვილი ბევრად ძლიერია და ამას პარიზის მუზარადიც გამოაჩენს კარგად. უნდა დარჩენილიყო 81 ში და 3 წონაში (81, 90,100) უძლიერესი პირველი ნომრები გვეყოლებოდა! ახლა რა მივიღეთ, დასუსტებული 81 კილო და.მეტი არაფერი

• ზაზა გიორგაძე

მთლიანად ვეთანხმები მურტალოს კომენტარს,ჭრიკიშვილს წონის პრობლემა მართლაც არ ქონია მე მგონი,ღვინიაშვილს რას ერჩიან,ჯერ იყო და ოლიმპიადა მასზე 10 კილოთი ზედმეტებთან აჭიდავეს,ეხლა კიდე ჭრიკიშვილი ჩაუსვეს წონაში,რაღაც ისე არ არის

• murtalo

ლიპარტელიანი რომ წონას იცვლის კარგია, მაგრამ ღვინიაშვილს რას ერჩიან ვერ გავიგე, ეხლა ჭრიკიშვილი რომ ჩაუსვეს წონაში. ჭრიკიშვილს მგონი წონის პრობლემა არასდროს ჰქონია.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

მარაკეშის გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილი ფინალში რუს დენის იარცევს ეჭიდავება [VIDEO]

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

საქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება

ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

თეიმურაზ ნოზაძე, ნიკო ჭიკაიძე და ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?

ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]