ვან გაალს ამდენი თავდამსხმელი არ სჭირდება

ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრების დაწყებიდან დღემდე ბევრი დასკვნა გააკეთა, მაგრამ ყველაზე მთავარი დასკვნა ის არის, რომ მას გუნდში ბევრი თავდამსხმელი ჰყავს. საყოველთაოდ ცნობილია და ეს ჰოლანდიელ სპეციალისტს თვითონაც არაერთხელ დაუდასტურებია, რომ მას გუნდში მხოლოდ 22 ფეხბურთელი, პლუს 2-3 ნიჭიერი ახალგაზრდა სჭირდება.

რეკორდმაისტერის წინა ხაზში კი მართლაც დიდი კონკურენციაა. ვან გაალს სამი კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს, რაც ნამეტანია იმის კვალობაზე, რომ ლუისი „ბაიერნს“ მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით ათამაშებს ხოლმე. კლასიკური ცენტრფორვარდები ივიცა ოლიჩი, მარიო გომესი და მიროსლავ კლოზე არიან. მათ გარდა, ვან გაალს ჰყავს თომას მიულერი, რომელსაც წინა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე, მათ შორის, ცენტრფორვარდადაც შეუძლია ასპარეზობა, გასულ სეზონში კი, უმეტესად იმ ერთადერთი ცენტრალური თავდამსხმელის უკან ირჯებოდა. ახლა კი, გამთამაშებლის პოზიციისთვის ვან გაალს ტონი კროოსიც დაემატა და ცნობილია, რომ ლუისს ამ ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში გამწესება უნდა. ფაქტია ისიც, რომ მიულერმაც ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში უნდა ითამაშოს.

„კროოსმა და მიულერმა ყოველთვის უნდა ითამაშონ. ცხადია, თუ კარგ ფორმაში იქნებიან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოინდომებენ. ასე რომ, თავდასხმაში აშკარად ბევრი ფეხბურთელი მყავს,“ - აცხადებს ვან გაალი. ოლიჩის გაყიდვა გამორიცხულია, რადგან ლუისი ხორვატ ფეხბურთელს ძალიან აფასებს. თანაც, ოლიჩს ცენტრფორვარდობის გარდა, მარცხენა გარემარბობაც შეუძლია და ფრანკ რიბერი რომ დაშავდეს, ხორვატი ფრანგს შეცვლის. ასე რომ, „ბაიერნში“ ზედმეტი ან მირო კლოზეა, ანაც მარიო გომესი.

ვან გაალი: „ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ როცა ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი მყავს, არასდროს ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ერთ-ერთი მათგანი გუნდიდან წავიდეს.“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კლოზეს ან გომესს კლუბის გამოცვლა უნდათ, პრობლემა არ არის, ვან გაალი ერთ-ერთს შეელევა.

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, პრობლემატური უფრო ის არის, რომ „ბაიერნიდან“ წასვლა არც კლოზეს მოუნდება და არც გომესს, რადგან მიუნხენურ გრანდში თავს ორივე ფეხბურთელი ძალიან კარგად გრძნობს – მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმეტესად სათადარიგოთა სკამს ხეხავენ.

„ფეხბურთელებთან გაფორმებულ კონტრაქტებს ჩვენც პატივს ვცემთ, მაგრამ შექმნილი ვითარება ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს. ჩვენ თითოეულ მოთამაშეს ვესაუბრეთ და მათ თავიანთი პერსპექტივების შესახებ ყველაფერი იციან. შესაბამისად, თუ გუნდში დარჩენა უნდათ, მაშინ არ უნდა გამოთქვან პრეტენზია იმის გამო, რომ თამაში იშვიათად მოუწევთ,“ - ეს „ბაიერნის“ მენეჯერის, კრისტიან ნერლინგერის სიტყვებია.

32 წლის კლოზემ ბოლოს თქვა, „ბაიერნში“ დარჩენა უკვე საბოლოოდ გადავწყვიტეო. მას რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთ წელს გაძლებს, მერე კი მიუნხენურ გრანდს უფასოდ დატოვებს და შესაბამისად, ახალი კლუბის პოვნა უფრო გაუადვილდება, რადგან მსურველს მის სანაცვლოდ ერთი ცენტის გადახდაც კი არ მოუწევს, რაც ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ კლოზეს მაღალ ხელფასს დაუნიშნავენ. მარიო გომესი კი ჯერჯერობით დუმს. 25 წლის ფორვარდს, რომელიც „ბაიერნმა“ შარშან მისთვის სარეკორდო 35 მილიონ ევროდ შეიძინა, მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. გომესის შეძენის სურვილი ბოლოს მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებმა გამოთქვეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, საინტერესო და მისაღები წინადადების შემთხვევაში, „ბაიერნი“ გომესს დაუფიქრებლად გაყიდის.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა