ორშაფათი
000000000000000000000000000

00000000000000000000000000000000000

000

000000000

ჭანტურიშვილი 90 პროცენტით...

უკრაინული "ოლექსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა კიდევ ერთხელ ახსენა 23 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილი, ვინც წინა სეზონი თბილისის "დინამოში" ჩაამთავრა, ახლა კი უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან კლუბში ჩარიცხვას ლამობს.

"ჭანტურიშვილთან კონტრაქტის გაფორმება 90 პროცენტით გადაწყვეტილია. ის არ არის ურიგო ფეხბურთელი. ეგ არის, რომ ფიზიკურადაა სუსტი, მაგრამ ამ კომპონენტის გამოსწორება ნებისმიერ დროს შეიძლება", - თქვა შარანმა.

ალეკო კაკაურიძე

0000000000000000000000

ჩიხურა ატირაუს

ვერ გაუმკლავდა,

ტორპედო სლობოდას

საჩხერის "ჩიხურამ" თურქეთის მოსამზადებელ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ "ატირაუსთან" დამარცხდა.

სამწუხაროდ, ინფორმაცია მწირია. მკითხველმა იცის, რომ ამ ყაზახურ გუნდში უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი თამაშობენ, თუმცა ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ისინი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილან...

მატჩის დასაწყისში მეკარე დინო ჰამზიჩი ბურთის გადაცემისას უხეშად შეცდა, ყაზახმა ფეხბურთელმა ჩაჭრა პასი და ხელსაყრელი პოზიცია შეუქმნა თანაგუნდელს, თუმცა ლაშა ჩიკვაიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

მაგრამ "ატირაუმ" ანგარიში მაინც გახსნა - დაცვის უყურადღებობის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩა ყაზახთა ახალწვეული იოვან დოკიჩი, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საინტერესოა, რომ ეს 24 წლის ნახევარმცველი სლავოლიუბ მუსლინმა სერბეთის ნაკრებში მიიწვია და 30 იანვარს, სან დიეგოში, აშშ-ის წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, 24 მარტს "ატირაუს" საყრდენი ნახევარმცველი თბილისში საქართველოსაც დაუპირისპირდეს...

დავუბრუნდეთ თამაშს. "ჩიხურა" გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ შორეული დარტყმებით მიზანს ვერ მიაღწია, ჰამზიჩმა კი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

მეორე ნახევარში სოსო ფრუიძის გუნდი კვლავ შეეცადა გატანას, მაგრამ კარის წინ დარჩენილ მიხეილ სარდალიშვილს მეკარე გადაეღობა და ზუსტად ვერ დაარტყა.

მალე ჰამზიჩმა ყაზახების შეტევისას ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი უზბეკმა ლეგიონერმა შავკატ სალომოვმა იყოჩაღა - 0:2. მწვავე კონტრშეტევის შედეგად ყაზახების სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი კორიფაძემ გადამწყვეტ მომენტში თავდამსხმელს ბურთი აართვა და "ჩიხურა" დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მირცხულავა, განუგრავა, ივანაშვილი, მუმლაძე, გაბედავა, გელაშვილი; შეცვლაზე შევიდნენ: ჭელიძე, დობროვოლსკი, გორგიაშვილი, დეკანოიძე, ტატანაშვილი, სარდალიშვილი, კორიფაძე.

საჩხერელები მომდევნო სპარინგს 14 თებერვალს, ბოსნიური "სლობოდას" წინააღმდეგ გამართავენ, რომელსაც 10 თებერვალს ქუთაისის "ტორპედო" შეხვდა. ქართული გუნდი 0:1 დამარცხდა. ბალკანელთაგან ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე სულეიმან კრპიჩმა გაიტანა.

ტორპედო: ქვილითაია (46. მეშველიანი), ტაბატაძე (46. ხურცილავა), ადამაძე, გურული (46. ჭიჭინაძე), ქიმაძე, მამასახლისი (46. მახარობლიძე), გიგაური (80. ბურჯანაძე), კუხიანიძე (70. იონანიძე), დოლიძე (46. ბაბუნაშვილი), ტუღუში (65. ნ. კვასხვაძე), საბანაძე (46. კაპანაძე).

მომდევნო საკონტროლო მატჩს ქუთაისელები დღეს, 13 თებერვალს, გამართავენ. "ტორპედოს" მეტოქე უკრაინის პირველი ლიგის ბინადარი ჩერნიგოვის "დესნასთან" იქნება.

მერაბ მამულაშვილი

000000000000000000000

000000000000000

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!