ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა ძალამიძის პოლონური შოუ - "მე მიყვარს საქართველო" [+VIDEO]

ნიკა ძალამიძის პოლონური შოუ - "მე მიყვარს საქართველო" [+VIDEO]

ქართულმა ლეგიონმა გაგვახარა - ჩვენებურებმა გოლებიც გაიტანეს და საგოლე პასებიც არიგეს

ბოლოს როდის გაგვახარა ქართულმა ლეგიონმა ასე, აღარც გვახსოვს - ჩვენებურებმა ბლომად გოლიც გაიტანეს და საგოლე პასებიც არიგეს. განსაკუთრებით კი ერთმა ბიჭმა გაგვახარა, ლეგიონის უიქენდის ამბების თხრობასაც მისით ვიწყებთ...

დიდი ხანია, არ გვინახავს ქართველი ლეგიონერის ასეთი შთამბეჭდავი დებიუტი - 19 წლის ნიკა ძალამიძე პირველად თამაშობდა ლოძის "ვიძევის" სასტარტო შემადგენლობაში მე-4 ადგილზე მყოფ "კორონასთან" მატჩში. აქამდე ქართველმა პოლონურ ექსტრაკლასაში სულ რამდენიმე წუთი ითამაშა (წინა ტურში შეცვლაზე).

პოლონეთის 4-გზის ჩემპიონთა ერთ-ერთ ფორვარდად სწორედ ნიკამ ითამაშა, თანაც როგორ! "ვიძევმა" 3:1 მოიგო, ჩვენებურის ანგარიშზე კი ულამაზესი გოლი და ორი საგოლე პასია. "წითლების" 17-მა ნომერმა ზღაპრულად ითამაშა, გამოავლინა შესანიშნავი ტექნიკა და მოედნის ხედვის ნიჭი. მე-20 წუთზე მან შორეული ჩამოწოდებული მარჯვენა ფეხით გაისწორა და მარცხენათი მეკარეს თავზე გადაუგდო, არადა, ამ დროს ძალამიძე საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა. 8 წუთში, როცა ანგარიში უკვე 1:1 იყო (სტუმრებმა გაათანაბრეს) ძალამიძემ პატარა საფეხბურთო სპექტაკლი მოაწყო, საჯარიმოს მარცხენა კუთხეში თავბრუ დაახვია მცველებს, ჩამოაწოდა და ნიგერიელ უკას გაატანინა (ამ პასის შემდეგ მას პოლონელმა კომენტატორმა ქართველი მესი უწოდა). ნიკა ამაზე არ გაჩერდა და 71-ე წუთზე ბუდკას გაატანინა. ამ მოგებით "ვიძევმა" შაბათს მე-9 ადგილზე აინაცვლა.

ეკსტრაკლასას ოფიციალურ საიტზე ამ მატჩს "ძალამიძე შოუ" უწოდეს. 76-ე წუთზე მატჩის გმირი შეცვალეს. "კორონასთან" მატჩში ქართველმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, აქედან სამი დარტყმა კარში წავიდა. სხვათა შორის, გოლის გატანისას ნიკამ მაისური წაიძრო და გამოაჩინა წარწერა: "მე მიყვარს საქართველო", რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. დავამატებთ, რომ ამ თამაშს ლოძში 7 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

ქართულმა ლეგიონმა გეოგრაფია გაიფართოვა - იაპონიის ჯეი ლიგაში "ჰიროშიმა სანფრეჩეს" რიგებში დავით მუჯირს დებიუტი ჰქონდა. I ტურში მუჯირის გუნდი 0:0 დაუზავდა "ვეგალტა სენდაის". ჩვენებური 74-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

ინგლისური ჩემპიონშიპის ცხრილის შუაში "გაჩხერილი" "რედინგის" შეფი მაკდერმოტი ამბობს, რომ გუნდს დიდებული კვირა აქვს და ასეცაა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს ზურაბ ხიზანიშვილის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას დაემთხვა - შაბათს "რედინგმა" 5:2 გააცამტვერა "მიდლსბრო". ხიზანიშვილმა 90 წუთი ითამაშა და ერთხელ აშკარა გოლისგანაც იხსნა მასპინძლები. კარგია, რომ 29 წლის მცველმა სანაკრებო მატჩის წინ სათამაშო პრაქტიკა დაიბრუნა.

ფრანგულ ლიგა 2-ში დასანანი მარცხი იწვნია გიორგი მაკარიძის "ლე მანმა", სტუმრად "დიჟონთან" 2:3 წააგო და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ვეღარ არის. პსჟ-სთან კარგი თამაშის შემდეგ, გვეიმედებოდა, რომ კარში ისევ ქართველი იდგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბში მკვეთრად არის განაწილებული ფუნქციები - ჩემპიონატი დიდიე ოვონოსია, ხოლო თასები - ჩვენებურის. გიორგი სათადარიგო იყო, თბილისის "დინამოს" ყოფილმა მეკარე ოვონომ კი სამიდან 2 გოლი პენალტით გაუშვა. 20 წლის ქართველს ლიგა 2-ში ჯერ დებიუტი არ ჰქონია (შარშან ორჯერ ლიგა 1-ში ითამაშა), ის სათამაშო პრაქტიკას, ლიგის თასზე, საფრანგეთის თასზე და "ლე მანის" სარეზერვო გუნდში (8 მატჩი) თამაშით ივსებს.

შაბათს II ბუნდესლიგის ლიდერმა "ჰერტამ" ბერლინში "ფრანკფურტი" 3:1 დაამარცხა. ლევან კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა დაცვის მარცხენა ფრთაზე. 33 წლის ვეტერანი საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა, მან 25 მატჩიდან 25-შივე სასტარტოში ითამაშა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. ქართველი მცველის ანგარიშზე ორი გოლიცაა. ლევანი "ფრანკფურტთან" 55-ჯერ შეეხო ბურთს და გააკეთა 30 პასი (23 ზუსტი), "შპორტალმა" მისი თამაში 3-იანით შეაფასა (მასპინძელთა სასტარტოში უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჰქონდა).

ბოლო დროს დაძაბუნებულ "კარლსრუეს" ბუნდესლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ბოხუმთან" სტუმრად ნათამაშები ფრე - 1:1 ალბათ აქტივში უნდა ჩაეთვალოს. გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა თავი საგოლე პასით გამოიჩინა - 78-ე წუთზე მან ხრიზანტუსს გაატანინა. პირველ ტაიმში იაშვილს საგოლე მომენტი ჰქონდა, ერთხელაც ის საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ჩვენებურის სტატისტიკა ამ თამაშში ასეთია: 58 შეხება ბურთთან, 36 (26) პასი, 1 კარში დარტყმა. ეს ჩვენებურის მე-6 საგოლე პასი იყო სეზონში (მას 5 გოლი აქვს გატანილი). "კარლსრუე" 24 ქულით კვლავ სახიფათო ზონაშია, მე-16 ადგილზეა. "შპორტალმა" ჩვენს თანამემამულეს 3-იანი დაუწერა.

ის, რაც მის სამშობლოში კარგა ხნით ადრე ვიცოდით, იტალიაში "ინტერთან" საგარეო მატჩის წინ გახმოვანდა - კახა კალაძემ "ჯენოასთან" კონტრაქტი 2 სეზონით გააგრძელა. "ინტერთან" მატჩის წინ ჩვენებური აცხადებდა, რომ ლეონარდოსთან, რომელიც მას ბოლოს "მილანში" წვრთნიდა, პრობლემა არა აქვს და მას ჩვეულებრივად შეხვდება. სამწუხაროდ, ქართველისთვის და მისი გუნდისთვის თამაში "სან სიროზე" ძალიან ცუდად წარიმართა, "ჯენოა" 2:5 განადგურდა, კახამ ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის მიწურულს შეცვალეს. "დიზასტრო კალაძე" - ასეთი სათაურია "ტუტო მერკატოს" ვებგვერდზე, სადაც კახას 4,5 შეფასება მისცეს, ყველაზე დაბალი მატჩში: "ეს არ იყო მისი დღე, "ინტერის" პირველი გოლისას პაცინიმ აჯობა. დაუშვა რიგი შეცდომებისა".

სერია ბ-ში კვლავ ლევან მჭედლიძის გარეშე ითამაშა "ემპოლიმ", რომელიც შინ "მოდენასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი კვლავ ტრავმირებულია.

მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა" შინ 2:0 მოუგო "ვენლოს" და ახლა გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს. ჩვეულებისამებრ, შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ. "ვიტესი" მეტოქეს აშკარად სჯობდა, მხოლოდ ბოლოს შეუტია "ვენლომ" და ისიც კაშიას კარგი თამაშის წყალობით, მასპინძლებმა კარი "მშრალად" შეინახეს.

თურქულ სუპერლიგაში ფეხბურთელი აღარ შემოგვრჩა, თუმცა შოთა არველაძის უხსენებლად ლეგიონის მიმოხილვას არ დავტოვებთ. ამჯერად, ქართველმა სპეციალისტმა მარცხი განიცადა - მისმა "ქაისერისპორმა" შინ 1:2 "მანიშასთან" წააგო. ქართველის გუნდი ჯერჯერობით ინარჩუნებს მე-4 ადგილს.

გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" სტუმრად "ოლიმპიაკოსთან" მატჩში განადგურდა - 0:3, თუმცა ქართველ მცველს არ უთამაშია - სათადარიგო იყო. დავით კვირკველიას "პანიონიოსი" "ატრომიტოსს" ეწვია, ქართველი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. "პანიონიოსმა" 2:1 იმარჯვა.

ზამთრის ძილიდან გამოვიდა უკრაინული პრემიერლიგა, სადაც რამდენიმე ქართველის დებიუტიც შედგა. მათე ღვინიანიძის კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ქართველ გულშემატკივრებს სურთ - გერმანიის II ბუნდესლიგის კლუბიდან პერსპექტიული ქართველი მცველი უკრაინის აუტსაიდერთა რიგებში მოხვდა. ამიერიდან ის "ალიანსარენას" ნაცვლად "სევასტოპოლში" ითამაშებს. მათეს დებიუტი კი სიმფეროპოლში შედგა, სადაც მისი კლუბი 95-ე წუთამდე ებრძოლა ჩემპიონ "შახტარს", თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ლუის ადრიანომ საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში გაიტანა. "ტერიკონმა" მათეს თამაში 6,3 ბალით შეაფასა (6 ნორმალურს ნიშნავს, 7 ბრწყინვალეს). მეორე დღეს "ილიჩივეცში" დებიუტი ჰქონდა თორნიკე ოქრიაშვილს, მისმა გუნდმა სტუმრად 4:0 გაანადგურა ზაპოროჟიეს "მეტალურგი", ქართველმა 6,68 შეფასება მიიღო. იმავე დღეს კიდევ ერთი ქართული დებიუტი ვიხილეთ, ჯაბა ლიპარტიამ (შეფასება 6) სასტარტოში ითამაშა, მისმა "ზარიამ" კი 3:0 მოუგო "ვოლინს". კიდევ ერთ დებიუტზეც მოგითხრობთ, ჯაბა კანკავა უკრაინულ ჩემპიონატში გაშინაურებულია, თუმცა "კრივბასის" მაისურით მან პირველად ითამაშა. მისი გუნდი შინ "ობოლონს" 2:2 დაუზავდა.

რუსულ "კრასნოდარში" დებიუტი ჰქონდა მის კაპიტან ალექსანდრე ამისულაშვილს, რუსეთის თასიდან ამ გუნდმა დამატებით დროში გამოაგდო "ამკარი". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ვასილ გიგიაძის "ტავრია" სტუმრად 2:2 დაუზავდა უჩა ლობჟანიძის (ტრავმა) "დნიპროს". ვეტერანი ქართველი ფორვარდი ბოლო 5 წუთით შეუშვეს და მაშინვე გაათანაბრეს სტუმრებმა. კიევში "არსენალის" რიგებში არ გამოჩენილა ალექსანდრე კობახიძე, ხოლო სტუმარი "კარპატის" შემადგენლობაში ახლახან გამოჯანმრთელებული ალექსანდრე გურული სათადარიგო იყო, მატჩი 2:2 მორჩა.

უნგრეთის ჩემპიონატში "დიორი ეტო" შინ 0:1 დამარცხდა "ვაშაშთან" - რატი ალექსიძემ შეუცვლელად ითამაშა, სხვა ქართველები კი არ გამოჩენილან.

სერბეთის ჩემპიონატში ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად თავი გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა - გიორგის "ვოივოდინამ" სტუმრად 2:1 მოუგო "იაგოდინას", 31-ე წუთზე ანგარიში პენალტით ქართველმა გახსნა, 74-ე წუთზე კი მან ილიჩს გაატანინა. ჩვენებურმა მე-8 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" 0:0 დაუზავდა "პლოიეშტის", ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

სხვა ლიგებიდან ქართველებმა გოლებით თავი გამოიჩინეს: ნუგზარ კვირტიამ (აზალი, აზერბაიჯანი), ზაზა ჭელიძემ (ბრესტი, ბელარუსი), გიორგი ტუხაშვილმა (ნისტრუ, მოლდოვა), ვალტერ ხორგუაშვილმა (როვანიემი, ფინეთი) და ლევან კუტალიამ (ზრინსკი, ბოსნია).

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?