გერმანელებს სულ სხვა ჰიმნით დახვდნენ
გასულ კვირას, ქალთა პროფესიულ ტურში ტურნირები არ ყოფილა, რადგან ფედერაციის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები იმართებოდა.

მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი ესპანეთის ნაკრებს მასპინძლობდა, რომელიც ოდნავ დასუსტდა მას შემდეგ, რაც კარლა სუარეს-ნავარომ ვერ შეძლო ტრავმის გამო თამაში, გარბინ მუგურუსა კი დარბაზში ისეთი მრისხანე არ არის, რაც კარგად გამოჩნდა კაროლინა პლიშკოვასთან მატჩში. მასპინძელმა როლან გაროსის ჩემპიონი 58 წუთში გაანადგურა. წინა დღეს, მუგურუსამ ბარბორა სტრიკოვა დაამარცხა. მართალია, იქ სამი სეტი გაიმართა, მაგრამ ორ მოგებულ პარტიაში გარბინმა მხოლოდ ერთი გეიმი დათმო.

კარგად წარმოაჩინა თავი ლარა არუაბარენამ. მისი ორივე მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ ყოველი პარტიის ბოლოს ჩავარდნა ჰქონდა. საბოლოოდ, ჩეხეთმა ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო ფედერაციის თასზე და ზედიზედ მეცხრედ გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ორგანიზატორები, რომლებმაც მატჩის წინ, დიდ ტაბლოზე გაუშვეს პეტრა კვიტოვას გზავნილი. უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი აგრძელებს აღდგენას ხელზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. როგორც იცით, ჩოგბურთელი საკუთარ სახლში მძარცველმა დანით დაჭრა.

ამერიკელებმა გერმანიასთან მატჩის სამასპინძლოდ ჰავაის კუნძულები აირჩიეს. მათ იეშმაკეს - ანჟელიკ კერბერი, რომელიც აქცენტს დოჰასა და დუბაის ტურნირებზე აკეთებს, დედამიწის მეორე ბოლოში სათამაშოდ არ ჩავიდა. თუმცა, არც ამერიკელებს ჰყავდათ მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი, რომელიც თებერვალში თამაშს არ გეგმავს.

გერმანიისთვის შეხვედრა თავიდანვე ცუდად აეწყო. ჯერ ორგანიზატორებმა ძველი და აკრძალული ჰიმნი დაუკრეს, ამის შემდეგ, პირველი მატჩი ანდრეა პეტკოვიჩმა ელისონ რისკესთან წააგო. მეორე შეხვედრა წვიმის გამო შეწყვიტეს, მაგრამ თამაშის მსვლელობისას, იულია გორგესი დაეცა და აღარ შეეძლო კვირას კოკო ვანდევეგეს წინააღმდეგ კორტზე გასვლა. მესამე მატჩში პეტკოვიჩი სრულ უპირატესობას ფლობდა ვანდევეგეს წინააღმდეგ. ამერიკელმა მეორე სეტის შუაში სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო - ის ყველანაირად აჩვენებდა, რომ ძლივს იდგა ფეხზე. ამ პაუზის შემდეგ, ამერიკელმა ზედიზედ 10 გეიმი მოიგო. პეტკოვიჩს, შესაძლოა, ეჭვი შეეპარა მეტოქის ტრავმაში, მაგრამ არაფერი უთქვამს.

ამერიკელები ნახევარფინალში გავიდნენ და შინ მიიღებენ ჩეხეთს. გამორიცხული არ არის, გრუნტის სეზონის მსვლელობისას, აშშ ისევ სადღაც გადაკარგულში ითამაშებს და მეტოქეს შეაშინებს.

ბელარუსის ნაკრებმა ვიქტორია აზარენკას დედობით სერიოზული დანაკლისი განიცადა, მაგრამ მაინც გაუმკლავდა ჰოლანდიის ნაკრებს თავისი ლიდერის გარეშე.

შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ალექსანდრა სასნოვიჩმა. თავდაპირველად, ის ძალიან ნერვიულობდა, რის გამოც, წააგო საწყისი სეტი მიხაელა კრაიჩეკთან, მაგრამ შემდეგ, შესანიშნავად ათამაშდა. კვირას ის დამაჯერებლად გაუსწორდა კიკი ბერტენსს, რომელსაც, მანამდე, ფენომენალური სტატისტიკა ჰქონდა ფედერაციის თასის მატჩებში - 16 მოგება და ერთი წაგება.

საერთოდ, ბელარუსებს უფრო იოლად მოგება შეეძლოთ, მაგრამ არინა საბალენკამ შაბათს მატჩბოლი ვერ გამოიყენა ბერტენსის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, მომდევნო დღეს დაამარცხა კრაიჩეკი. ბელარუსისთვის ეს არის პირველი ნახევარფინალში ფედერაციის თასის ისტორიაში.

საფრანგეთის ნაკრებს შეეცვალა კაპიტანი - დეკრეტში გასული ამელი მორესმო იანიკ ნოამ შეცვალა, რომელიც დევისის თასზეც კაპიტანია. შვეიცარიის წინააღმდეგ არ უთამაშია კაროლინ გარსიას, რითაც, საფრანგეთი კარგი მეორე ნომრის გარეშე დარჩა.

სამაგიეროდ, ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ შვეიცარიელებს - ბელინდა ბენჩიჩსა და ტიმეა ბაშჩინსკის, რომლებიც მიდრეკილნი არიან ტრავმებისკენ. მთავარი გმირი გახდა ბაშჩინსკი. მას პირველი მატჩის პირველივე სეტში ფუტკარმა უკბინა (საიდანც გაჩნდა მწერი თებერვალში დარბაზში - გამოცანად დარჩა). მიუხედავად ამისა, ბაშჩინსკისთვის ამას ხელი არ შეუშლია ალიზ კორნეს დამარცხებაში. მომდევნო დღეს კი მან მარათონული შეხვედრა (სამი საათი და 20 წუთი) მოუგო კრისტინა მლადენოვიჩს.

გამარჯვების ქულა კი შვეიცარიას ბენჩიჩმა მოუტანა. ამასთან, მისი პირადი კარიერა არც ისე კარგად ვითარდება. სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე ქულების დაკარგვის შემდეგ, ის WTA-ის კლასიფიკაციაში 129-ე ადგილამდე დაეშვა.

აპრილში შვეიცარიელები ბელარუსში მიემგზავრებიან სათამაშოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ვიქტორია აზარენკა ზაფხულამდე არ აპირებს დაბრუნებას, შვეიცარიას ფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს.

ბელარუსი-ჰოლანდია 4:1

მინსკი. ჰარდი

1:0 ალექსანდრა სასნოვიჩი-მიხაელა კრაიჩეკი 4:6, 6:3, 6:2; 1:1 არინა საბალენკა-კიკი ბერტენსი 6:3, 6:7(6), 4:6; 2:1 ალექსანდრა სასნოვიჩი-კიკი ბერტენსი 6:3, 6:4; 3:1 არინა საბალენკა-მიხაელა კრაიჩეკი 7:6, 6:4; 4:1 გოვორცოვა/ლაპკო-ბურგერი/რუსი 6:4, 6:2.

ჩეხეთი-ესპანეთი 4:1

ოსტრავა. ჰარდი

0:1 ბარბორა სტრიკოვა-გარბინ მუგურუსა 0:6, 6:3, 1:6; 1:1 კაროლინა პლიშკოვა-ლარა არუაბარენა 6:4, 7:5; 2:1 კაროლინა პლიშკოვა-გარბინ მუგურუსა 6:2, 6:2; 3:1 ბარბორა სტრიკოვა-ლარა არუაბარენა 6:4, 6:4; 3:2 საფაროვა/სინიაკოვა-მარტინეს სანჩესი/სორიბეს ტორმო 3:6, 6:4, 7:10.

შვეიცარია-საფრანგეთი 4:1

ჟენევა. ჰარდი

1:0 ტიმეა ბაშჩინსკი-ალიზ კორნე 7:5, 6:4; 1:1 ბელინდა ბენჩიჩი-კრისტინა მლადენოვიჩი 3:6, 4:6; 2:1 ტიმეა ბაშჩინსკი-კრისტინა მლადენოვიჩი 7:6, 4:6, 7:5; 3:1 ბელინდა ბენჩიჩი-პოლინ პარმენტიე 6:3, 6:4; 4:1 ბაშჩინსკი/ჰინგისი-ჰესე/მლადენოვიჩი 6:4, 6:4.

აშშ-გერმანია 4:0

მაული. ჰარდი

1:0 ელისონ რისკე-ანდრეა პეტკოვიჩი 7:6(10), 6:2; 2:0 კოკო ვანდევეგე-იულია გორგესი 6:3, 3:1 უარი; 3:0 კოკო ვანდევეგე-ანდრეა პეტკოვიჩი 3:6, 6:4, 6:0; 4:0 მატეკი/როჯერსი-ზიგემუნდი/ვიტჰოფტი 4:1 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს