კახა ჩხეტიანი: "როგორც ვიცით, 27 თებერვალს უეფას სამიტია დაგეგმილი და გვთხოვეს, რომ მატჩი 26-ში ჩატარებულიყო. ამან ჩვენი გეგმები შეცვალა და შეკრებიდან იმაზე ადრე მოგვიწევს დაბრუნება, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა - 22-ში.

ის, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოგვიწევს თამაში, ცხადია, ჩვენთვის ცუდია, თუმცა არ მგონია ამან გამარჯვებულის გამოვლენაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ალბათ, ფედერაციას ალტერნატიული ვარიანტი და არ ჰქონდა და მაგიტომ გადაწყდა მარტვილში თამაში. როგორც ვიცი, "ზესტაფონის" სტადიონზეც იყო მოლაპარაკებები. ასეა თუ ისე, თამაში მარტვილში იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში "ტორპედო" მოედანზე მოსაგებად გავა.

შეკრება კარგად მიმდინარეობს. რისი დანახვაც მინდოდა, ვნახე. გუნდი კაგ ფორმაშია. იქნება თუ არა კიდევ ტრანსფერები, არ ვიცი. ჯერ ინვესტორის ლოდინში ვართ. ზაალ ცაჩავას სურს კლუბი, ოღონდ როგორც ვიცი რაღაც იურიდიული საკითხებია, რის გამოც პროცესი იწელება.

"ტორპედო" ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად გავა და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

გიორგი ცეცაძე: "რა გითხრათ... ხელოვნურ საფარს უპირატესობად ვერ ჩავთვლი, რადგან 1-2 გამონაკლისის გარდა, საქართველოში ყველგან ხელოვნური მოედანია და გუნდები მიჩვეულნი არიან მასზე თამაშს. ჩვენთვის კარგი იქნება იმის გამო, რომ მარტვილი სამტრედიასთან ახლოა. სადაც არ უნდა ყოფილიყო თამაში, ყველგან მოგება იქნებოდა ჩვენი მიზანი და ახლაც ასეა.

შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ფიზიკურ მომზადებაზე გვსურდა მუშაობა და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. ლვოვის კარპათთან თამაშს ალბათ ნახავდით - მცველებმა 9-10 კილომეტრი გაირბინეს და ჩვენი შეკრების უმთავრესი მიზანიც ეს იყო.

დღეს ბოლო საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ, რის შემდეგ საქართველოში დავბრუნდებით. არ გამოვრიცხავ, ჩემპიონატის დაწყებამდე ტრანსფერები კდიევ განვახორციელოთ".

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო