ბილდის ცნობით, ესპანელს გელზენკირხენში ორწლიანი კონტრაქტისთვის 12 მილიონს გადაუხდიან

თუ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ვენდობით, უკვე გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი რაული კარიერას „შალკეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 33 წლის ფორვარდი გელზენკირხენში მიდის და ლევან ყენიას თანაგუნდელი იქნება, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დასტურდება, მაგრამ „ბილდი“ წერს, რომ გონსალეს ბლანკომ „შალკესთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და ტრანსფერი ოფიციალურად მხოლოდ მაშინ დადასტურდება, როცა ფეხბურთელი შვებულებიდან დაბრუნდება.

„ბილდი“ კი იუწყება, რომ რაულმა „შალკესთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავე გამოცემის ცნობით, „შალკემ“ მადრიდიდან უკვე მიიღო რაულის უფასოდ გათავისუფლების ფურცელი, რომელსაც ხელს „სამეფო გუნდის“ სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო აწერს. შეგახსენებთ, რომ რაულს „რეალთან“ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებდა.

„რაული“ „შალკეში“? სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ გელზენკირხენული კლუბის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ავსტრიულ შეკრებაზე ძალიან მშვიდად გამოიყურება. ორიოდ დღის წინ „დესპოტმა ფელიქსმა“ ჟურნალისტებთან საუბრისას შემდეგი თქვა: „რაულმა დაგვიდასტურა, რომ „შალკეში“ წამოსვლა უნდა. დიდია იმის შანსი, რომ უახლოეს დღეებში ის „შალკეს“ ფეხბურთელის რანგში წარვადგინოთ. თუ ტრანსფერი გამოვიდა უაღრესად გახარებული ვიქნები.“

რატომ ჭიანურდება ოფიციალური განცხადება? „ბილდის“ ცნობით, საქმე იმაშია, რომ რაულმა პირადი კონტრაქტების საკითხები უნდა მოაგვაროს, რის შემდეგაც მას გელზენკირხენში ოფიციალურად წარადგენენ. აღსანიშნავია, რომ რაულის ტრანსფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის კრისტოფ მეტცელდერს – 29 წლის ფეხბურთელს, რომელიც „შალკემ“ ასევე „რეალიდან“ გადაიბირა. ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, რომ რაულს მაგათთან მოლაპარაკებების დროს თარჯიმნობას სწორედ მეტცელდერი უწევდა.

„ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა, რომ რაულმა მოლაპარაკებების დროს თავიდან დააფიქსირა „შალკეთი“ დაინტერესება. მეკითხებოდა, რომელ ქალაქში უნდა ვიცხოვრო და რომელ სკოლაში უნდა ვატარო ბავშვებიო,“ - ამბობს მეტცელდერი.

რაული ბოლო დროს ყოველთვის ამბობდა, თუ „რეალს“ დავტოვებ, მხოლოდ ისეთ კლუბში გადავალ, რომელიც ამბიციური იქნება და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებსო. „შალკე“ სწორედ ასეთი გუნდია.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა