საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, გიორგი დემეტრაძეს, სავარაუდოდ, 11 მარტს გაასამართლებენ
სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ბრალდებულის, გიორგი დემეტრაძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის კომენტარი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს განაჩენს, სავარაუდოდ, 11 მარტს გამოუტანს.

ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოტანამდე დაგეგმილია ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოსმენა. ხანგრძლივი პორცესის შემდეგ ის მაინც გაირკვა, რომ ბრალდება დემეტრაძისთვის მაქსიმუმ 8, მინიმუმ კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - ფეხბურთელის სრულ და უპირობო გამართლებას.

"დემეტრაძესთან ერთად, განაჩენს დავით ფეიქრიშვილსა და დავით გაგნიძეს, აგრეთვე ძებნაში მყოფ ვატო ყიფიანსაც გამოუტანენ. ყველა მათგანს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში ედება. გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილი, დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ აღიარებენ.

საქმე 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. "მაზავშჩიკებთან" მოგებულ თანხებს ეხება. თანხების ამოღებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ, აღნიშნული პირები ეხმარებოდნენ. მოგებული თანხის ნაწილი ე.წ. ქურდულ ობშიაკშიც მიდიოდა.

ამავე საქმეში ბრალდებულია შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდა.

ფეიქრიშვილს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 8 ივლისს შეეფარდათ. ისინი გლდანის №8 საპყრობილეში არიან გადაყვანილნი. დაუსწრებლად დაპატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა", - იუწყება "ინტერპრესნიუსი".

ცხადია, ყველა საქმეს გარკვეული საფუძველი გააჩნია. გიორგი ხვდება, რომ დიდ შარში გაეხვია და მომხდარს ძალიან განიცდის. ფეხბურთელის მამის, შალვა დემეტრაძის თქმით, გიორგის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

"მესმის, რთული საქმეა, მაგრამ გიორგი თავს დამნაშავედ არ თვლის. ვიტოვებ იმედს, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ჩემ შვილს გაამართლებენ. ხომ იცით, გიორგი როგორი მხიარული ადამიანი იყო, ახლა, ვერავინ ცნობს, დეპერესიაშია, არ ჭამს, ძალიან ნერვიულობს და ისიც მითხრეს, თვითმკლელობა სცადაო. რაც არ უნდა მოხდეს, მამა ვარ და ძნელია ამ ყველაფერს შევეგუო. რა ვქნა, რა გზას დავადგე, შვილი ციხისთვის არ მემეტება. არ ვიცი, რა გვეშველება და ძალიან განვიცდი. გიორგის დანაშაულში დარწმუნებული რომ ვიყო, ხელს არ დავაფარებდი. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ დიდი ბავშვია, ცხოვრებაში ბევრი შეცდომაც დაუშვია, მაგრამ ბოროტი არასდროს ყოფილა", - გვითხრა შალვა დემეტრაძემ.

შევიტყვეთ, რომ ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა საპროცესო შეთანხმების მცდელობა.

ძალიან დასანანია დემეტრაძის მდგომარეობა: საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გულიანი ფეხბურთელი, სამი ქვეყნის (საქართველოს, რუსეთის, უკრაინის) საუკეთესო ბომბარდირი მოედანზე თავის გამოჩენის ნაცვლად, ციხის საკანს ხეხავს. არადა, ვინც გიორგი დემეტრაძეს იცნობს, ყველას უკვირს, სად გიორგი და სად ქურდული სამყარო, ტოტალიზატორში როგორ არ თამაშობდა, მაგრამ ეს ქურდულ სამყაროსთან რა კავშირშია?

gul she
დემე, გამაგრდი! ყველაფერი გვახსოვს, ყველაფერს ვხედავთ. ბევრნი ვართ! ხალხო, ერთი კაცურად დავაჭექოთ ჰიმნების მერე. ბევრნი ვართ! ეფექტი იქნება!
dato
მივმართავ ქართული სპორტის ქომაგთა ორგანიზებულ ჯგუფს. რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. გამოაცხადეთ შეხვედრის დრო და ადგილი. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით(ბანერის ფულსაც შევაგროვებთ), თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად. გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
teona
ღმერთო რა ცოდვაა,ნეტა მალე გამოვიდეს....უფალო შეეწიე
ოთარ ბექაური
და ვინ არის სამიზნე?
ბექა76
სამწუხაროა რომ დემეტრაძე ასე უაზროდ დაიჩაგრა. მაგრამ ყველამ იცის სამიზნე ის არ ყოფილა. ვინც არის იმას ვერც "შესწვდნენ" და იმედია ვერც მომავალში "შესწვდებიან" (ღმერთმა ნუ ქნას). რაც შეეხება კომპენსაციას, ის მას მართლაც ეკუთვნის (გამართლების შემთხვევაში) და შეერთებულ შტატებში ("სამაგალითო ქვეყანა") ლაპარაკი რამდენიმე მილიონზეც კი იქნებოდა.
jamel
რაც იჯდა ის დრო მოხდილად ეთვლება რა თქმა უნდა. თუკი გაამართლეს არავითარი კომპენსაცია არ ეკუთვნის, თუკი თავად არ უჩივლა სახელმწიფოს :D რის მერე მას ისევ დაიჭერენ და უკვე ნამდვილად აღარ გაამართლებენ...
hereli
aaa
aaa
ვინმე იურისტი თუ ხართ მითხარით ამდენი ხანი რო ზის ეს ბიჭი 5 წელს თუ მიუსჯიან ეს დრო მოხდილად ეთვლება??? და თუ გაამართლეს ამდენი ხანი რო იჯდა სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ან რამე მსგავსს ბოდიშს მაინც მოუხდის ვინმე???
ობიექტური
ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე დემეტრაძეც და სააკაშვილიც. ჯერჯერობით კანონს სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მხარე ექვემდებარება.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი