დავით კოხიამ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლშემადგენლობაში ექვს საკონტროლო მატჩში ითამაშა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლშემადგენლობა სოჭში მოსამზადებელ შეკრებას ამთავრებს. სწორედ ამ შეკრებაზე გუნდში "ვოლგას" მორიგი ქართველი ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ, ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი დავით კოხია, რომელიც დუბლების მთავარმა მწვრთნელმა ექვს საკონტროლო შეხვედრაში ათამაშა.

ამჯერად კოხია სარატოვის "სოკოლთან" ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და მეორე ტაიმში შეცვალეს. შეხვედრა 2:2 დასრულდა, ქართველს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია თავი.

"ვოლგას" შეკრებაზე წასვლამდე რუსული ინტერნეტპორტალი "ვანდივიზიონი" წერდა, რომ კოხია ბოლოს კიევის "დინამოში" ირიცხებოდაო, მაგრამ მითითებული არ იყო, რომელ ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.

18 წლის ქართველზე ინფორმაციას კიევის "დინამოს" ვებგვერდზეც მივაკვლიეთ. უკრაინული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველი თავდამსხმელი 1993 წელს არის დაბადებული და კიევის "დინამოში" 2009 წლის ზაფხულში ისინჯებოდა, დავით იმედაშვილთან ერთად საკონტროლო შეხვედრებსაც ატარებდა. უნდა დავასკვნათ, რომ მაშინ კიევურ კლუბში ჩარიცხეს კიდეც, რადგან ისიც დავადგინეთ, რომ 2010 წელს მართლაც უკრაინული კლუბში თამაშობდა, ხან "დინამოს" ახალგაზრდულ კლუბში და ხან "დინამო-2"-ში, შეკრებებსა და საკონტროლო შეხვედრებშიც მოედანზე სისტემატურად გამოდიოდა. თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში მისი გვარი ვერ ამოვიკითხეთ.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"