ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა ტრავმა "ბორნმუთთან" მატჩის დებიუტშივე მიიღო და მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქნა
* 27 მილიონ გირვანქად შეძენილმა გაბრიელ ჟესუსმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

* ბრაზილიელი "ბორნმუთთან" 2:0 მოგებული მატჩის მე-14 წუთზე დაშავდა.

* ჟესუსმა პირველ ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა "სიტის" მაისურით.

"მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთთან" საგარეო მატჩი კარგად ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო, რისი წყალობითაც მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ეს გაბრიელ ჟესუსის ტრავმად დაუჯდა.

ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა ტრავმა მატჩის დებიუტშივე მიიღო და მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. მას ცრემლებიც კი წამოუვიდა. თუმცა მინდორი ჟესუსმა თავისი ფეხით დატოვა და ექიმებს ეიმედებოდათ, რომ დაზიანება არც ისე სერიოზული აღმოჩნდებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა და ჟესუსს 2-3 თვე გაუცდება.

საქმე ის არის, რომ მას ტერფის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, ხოლო ეს ისეთი რამაა, რომლის მერეც მოთამაშის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღის თქმა ძალიან რთულია.

ყველაფერი სარეაბილიტაციო პერიოდზე იქნება დამოკიდებული და, როგორც წესი, მსგავსი ტრავმების მერე დაზარალებული ფეხბურთელები დაგეგმილზე ადრე ვერ ბრუნდებიან ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბრაზილიელმა, რომელიც "პალმეირასიდან" 27 მილიონ ფუნტად შეიძინეს, იქამდელ ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ჟესუსის ნაცვლად მინდორზე სერხიო აგუერო შემოვიდა, რომელსაც როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნება.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ მოთამაშეები, რომლებსაც ასეთი ტრავმა ჰქონდათ: კასპერ შმეიხელი (2014 წელს), მაიკლ ოუენი (2006), უეინ რუნი (2004) და დევიდ ბექჰემი (2002).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
სუპერმატჩი პრემიერლიგაში - "არსენალმა" "იუნაიტედი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს
გაბრიელ ჟესუსი კვლავ ტრავმირებულია
სერია A-ში ორიჯისთან ერთად - publicnewstime-ის თქმით, ხვიჩას თამაშს ყველა უნდა დააკვირდეს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"მოთამაშის სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია" - რატომ ელევა "სიტი" ვარსკვლავებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას