ეკატერინბურგის "ურალის" ახალწვეულმა ჯიმი ტაბიძემ კლუბის პრესსამსახურს პირველი ინტერვიუ მისცა
ეკატერინბურგის "ურალის" ახალწვეულმა ჯიმი ტაბიძემ კლუბის პრესსამსახურს პირველი ინტერვიუ მისცა.

ქართველმა მცველმა რუსულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

- ჯიმი, როგორ გაგიჩნდა "ურალში" გადასვლის ვარიანტი?

- "გენტთან" კონტრაქტი მქონდა. კიდევ ექვსი თვე ჩემი სატრანსფერო უფლებები მათ ეკუთვნოდათ. პირველ გუნდში ჩემი იმედი არ ჰქონდათ. ძირითადად, დუბლებში ვთამაშობდი. ეს არ მაწყობდა. აგენტმა "ურალის" ვარიანტი შემომთავაზა. მე კი უმალ დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, რომ რუსულ პრემიერლიგაში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია.

- "ურალის" მაისურით კვიპროსში სამი მატჩი ითამაშე. მოასწარი უკვე მოედანზე ახალ პარტნიორებთან საერთო ენის მონახვა?

- გუნდში კარგად მიმიღეს. აქ ყველა პროფესიონალია. ამიტომ ყველასთან საერთო ენა იოლად გამოვნახე.

- გიორგი ჭანტურიას იცნობ?

- დიახ ვიცნობ, მაგრამ ახლო მეგობრები არ ვართ.

- რჩევა ჰკითხე "ურალში" გადასვლასთან დაკავშირებით?

- დიახ, როცა უკვე წყდებოდა ჩემი გადასვლა, მას ვკითხე "ურალის" შესახებ.

- ამჟამად გუნდში ვისთან ლაპარაკობ ყველაზე ხშირად?

- გუნდიდან მხოლოდ გიორგი ჭანტურიას ვიცნობდი, მაგრამ აქ არის რეზო ღავთაძე. ის ჩემი თანამემამულეა, ქართულად კარგად ლაპარაკობს. ამიტომ მხოლოდ მასთან ვლაპარაკობ. რეზო თარგმანში მეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ჯიმი ტაბიძე "ურალში" 6-თვიანი იჯარით ირიცხება.

romandro
warmatebebi jimis,swori gadawyvetilebaa ro ijaras datanxmdi da rusetis premier ligashi mosinjav zalebs,amit klasac aimagleb da gamocdilebasac miigeb.samtredia shentanaa...
Ilush
ჯანგო ძმა ერთმორწმუნე ერი რა შუაშია ბიჭმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი გენკში და თავისი კარიერისთვის ამ დროისთვის საუკეთესო ვარიანტი ამოირჩია.. და გადავიდა კლუბში სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება.. აგერ რატი ალექსიძე წლები ჩელსის საკუთრება იყო და სულ ორ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა ისიც შეცვლაზე წუთებით ეგ ჯობია? და ზოგადად ფეხბურთელს ანაზღაურება რომ ჭირდება ეს ახალი ამბავია? არ მესმის იმ ხალხის ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებზე...
status quo
ოოო,რუსეთში კი აიმაღლებთ ოსტატობას....
Jango
ითამაშეთ რუსეთში, ითამაშეთ, გაახარეთ ერთმორწმუნე რუსი დამპყრობლების გულები თქვენი მინდორზე სირბილის ტალანტით...ემსახურეთ მათ ფულის სანაცვლოდ.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"