ამერიკელმა სასამართლოში მორიგი მარცხი განიცადა
ფედერალურმა მოსამართლემ უარი თქვა ყოფილი ველომრბოლის ლენს არმსტრონგის საქმის შეწყვეტაზე. ამ საქმეში აგრეთვე გადის კომპანია Tailwind Sports, რომელიც ველოსაჯინიბო US Postal-ს ფლობდა.

სარჩელი 2010 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეიტანა მას შემდეგ, რაც გამოვლინდა არმსტრონგის მხრიდან დოპინგის გამოყენების ფაქტები. სახელმწიფოს აზრით, ველომრბოლი კომპანია US Postal Service-ის მიმართ თაღლითობით იყო დაკავებული, რადგან აქტიურად მალავდა გუნდში ანტისადოპინგო წესების დარღვევის ფაქტებს.

არმსტრონგის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო არ დაზარალებულა, რადგან სპონსორობიდან უფრო მეტი მიიღო, ვიდრე გუნდში კონტრაქტის მიხედვით ჩადებული თანხა (32.3 მილიონი) იყო.

მაგრამ მთავრობას მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც არმსტრონგს დისკვალიფიკაცია მისცეს, ოთხი წლის განმავლობაში მისი სახელი US Postal Service-სთან ერთად 1.5 მილიარდჯერ უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს პრესაში. კომპანიისთვის მიყენებული მორალური ზარალის შეფასება ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ.

მოსამართლის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აშშ-ის კანონების თანახმად, მთავრობას შეუძლია მოითხოვოს არმსტრონგისგან და Tailwind Sports-სგან თანხა, რომელიც სამჯერ აღემატება კონტრაქტის ოდენობას - 96.8 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა