ტურის საუკეთესო მოთამაშის "პოსტზე" ოთხი კალათბურთელი მოიაზრებოდა, თუმცა საუკეთესოდ ბუბა კვიმსაძე დავასახელეთ
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის გააქტიურებასთან ერთად სუპერლიგის გუნდები ფორმაში შევიდნენ. თამაშსაც აუმჯობესებენ და რეკორდებსაც. თუ მე-15 ტურში თსუ-მ 149 ქულა ჩააგდო, მე-16 ტურში არაერთი ინდივიდუალური რეკორდი დამყარდა.

პარასკევს თსუ-ს ფორვარდმა ილია ლონდარიძემ 40 ქულით ბექა ჩიკვილაძის 37-იანი მაჩვენებელი გააუმჯობესა, ხოლო შაბათს "სოხუმის" უკანახაზელმა იუჯინ ჰარისმა 16 პასით სეზონის რეკორდი დაამყარა. მან გიორგი გაფრინდაშვილის შედეგი სამით გააუმჯობესა. შედეგიან გადაცემებში საქართველოს აბსოლუტური რეკორდი დავით თორთლაძეს ეკუთვნის, რომელმაც 90-იანი წლების შუაში "თორსის" მაისურით 20 პასი შეასრულა.

5 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე

არმია-აგრარული 81:72

31:14, 23:24, 9:18, 18:16

არმია: ტუღუში (10ქ, 10მ, 8პ), ბოისა (14ქ, 6მ, 3პ), პირველაშვილი (5ქ), შარაბიძე (2ქ), ათუაშვილი (4ქ, 5მ, 2დ), ბაქრაძე (6ქ), ბაბიაშვილი (17ქ), მოსეშვილი (10ქ), ათანელიშვილი (8ქ, 8მ), ბ. ბერიშვილი (7ქ, 5ჩ, 5პ), მინაშვილი (4ქ).

აგრარული: ტეტელაშვილი (3ქ), ბააკაშვილი (5ქ), ნანიტაშვილი (2ქ), სიგუა (3პ), ჩაჩანიძე (23ქ, 4ჩ, 3პ), ხანიაშვილი (13ქ, 3ჩ), გემაზაშვილი, ჯავახიშვილი (6ქ, 10მ), მუმლაძე (8ქ, 7მ), არწივიძე (12ქ, 8პ),

მსაჯები: ხ. გაბედავა, დ. არეშიძე

კომისარი: თ. ქიქოძე

სუპერლიგაში შაბათს სამი მატჩი გაიმართა. პირველში "არმიამ" "აგრარული" დაამარცხა. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ძალოვნებს იოლად არ მოუგიათ.

ჩემპიონატის ფავორიტთან მატჩში გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "აგრარებმა" ბოლომდე იბრძოლეს, პირველი მეოთხედის 14:31 წაგების შემდეგ თამაში გამოასწორეს და მომდევნო ორი პერიოდიც მოიგეს. მესამე ათწუთეულში მეტოქეს სულაც 9 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინეს... თუმცა, ლიდერის, კოტე ტუღუშის გამოკლების მიუხედავად (5 ჯარიმა მიიღო) გამოცდილმა არმიელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლეს - 81:72.

სხვათა შორის, კოტეს სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: 10 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.

ამ მატჩმა აგრარული უნივერსიტეტის გუნდს თვითრწმენა შემატა, ხოლო "არმიას" დაანახვა, რომ პლეი ოფების მოახლოვებასთან ერთად გამარჯვების მოპოვება ერთი-ორად გართულდება.

5 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე

სტუ-ბათუმი 86:73

20:24, 13:15, 21:23, 32:11

სტუ: ჩიკვილაძე (20ქ, 7მ), ვ. ბერუაშვილი (27ქ, 15მ, 3პ, 4ჩ), გასიტაშვილი (3ქ), ჯანგველაძე (5ქ, 5მ) კობიძე (2ქ), ჭოხონელიძე (2ქ), ლომოური (11ქ, 4პ), მაჩალაძე (7ქ, 6მ, 3პ, 3ჩ), თევზაძე (2ქ), ახალკაცი (7ქ, 5მ).

ბათუმი: რამიშვილი (6ქ), ვ. მაისურაძე (16ქ, 8მ), კეშელავა (12ქ, 13მ, 3პ), ელიაშვილი, ელიაძე, ყველაშვილი (11ქ, 8მ), ჩხატარაშვილი (12ქ, 8მ, 3პ), სანაძე (16ქ, 3ჩ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი.

კომისარი: მ. რატიშვილი.

სტუ და "ბათუმი" სატურნირო ცხრილის ქვემოთ არიან, შესაბამისად უშუალო კონკურენტებად ითვლებიან და მათთვის თითოეულ გამარჯვებას "ოქროს" ფასი აქვს.

ამის გათვალისწინებით მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, არც ერთ გუნდს მოედნის გოჯის დათმობა არ სურდა, თუმცა მეოთხე პერიოდში შორი გზიდან ჩამოსულ ბათუმელებს დაღლა დაეტყოთ, საპირისპიროდ ერთი-ორად უკეთესად ათამაშდნენ ტექნიკოსები, რომლებმაც მეოთხე რაუნდი 32:11 მოიგეს.

წინა ტურში სტუ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასილ ბერუაშვილმა შეტევაში არადამაჯერებლად ითამაშა (0 ქულა), "ბათუმთან" კი შეუჩერებელი იყო - 27 ქულა (12-დან 7 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 15 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა, 1 დაფარება.

5 მარტი, თბილისი, სპორტის სასახლე

სოხუმი-დინამო 121:74

31:26, 23:12, 31:11, 36:25

სოხუმი: ჰარისი (21ქ, 16პ), ჩლაიძე (17ქ), ანთაძე (17ქ, 7მ), რ. დამუსი (10ქ, 9მ), შანიძე (23ქ, 5მ), სორდია (14ქ, 5მ, 3პ), კანკია (7ქ, 7პ, 6ჩ), კ. დამუსი (12ქ, 10მ, 3დ), კვარაცხელია.

დინამო: ივანეიშვილი (20ქ, 3პ, 3ჩ), თვაური (15ქ, 5მ), თავამაშვილი (9ქ), პატარაია (9ქ, 3პ, 3ჩ), გლუნჩაძე (2ქ), ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (6ქ, 8მ), ჩაველაშვილი (8ქ, 7მ, 7პ), შალიკიანი (5ქ), ცაგარეიშვილი.

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მალაჩაძე

კომისარი: რ. ხომერიკი.

"სოხუმმა" "დინამო" დაამარცხა. ეს წინასწარ იყო მოსალოდნელი, თუმცა საინტერესო იყო პირველი ტაიმის შემდეგ ფოლების რაოდენობის გადახედვა: სოხუმელთა სამ ლიდერს ძმებ დამუსებსა და ჩლაიძეს 4-4 ჯარიმა ჰქონდათ. ამ ფაქტს გუნდის ლატვიელი მწვრთნელი, აინარს ბაგაცკისი მატჩის შემდეგ გამოეხმაურა - დაცვაზე სერიოზულად ვმუშაობთ, მაგრამ დღეს, პირველ ტაიმში ჩემი გუნდის გარჯით უკმაყოფილო ვარ, სამ კალათბურთელს 4-4 ჯარიმა ჰქონდა, რაც დაუშვებელიაო.

საწყის 20 წუთში "სოხუმის" ლეგიონერ იუჯინ ჰარისს 9 პასი ჰქონდა და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ გაფრინდაშვილის 13-პასიანი რეკორდი გაეუმჯობესებინა. საბოლოოდ რამდენი შედეგიანი გადაცემა შეასრულა იუჯინმა, შესავალში მოგახსენეთ. იგი გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო და "სოხუმის" ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ვალერი ჯგერენაიას სახელობის თასიც გადაეცა. ანალოგიური ჯილდო ერგო "დინამოს" ბომბარდირ ირაკლი ივანეიშვილს - 20 ქულა.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 14 13 1 1226/957 27

2. თსუ 15 12 3 1386/1208 27

3. შსს 14 10 4 1230/1053 24

4. ქუთაისი 14 10 4 1149/1002 24

5. სოხუმი 15 9 6 1213/1136 24

6. ენერჯი 15 7 8 1060/1128 22

7. სტუ 15 5 10 1203/1281 20

8. ბათუმი 14 5 9 1090/1153 19

9. აგრარული 15 4 11 1063/1234 19

10. სამედიცინო 14 4 10 1032/1059 18

11. დინამო 15 1 14 1054/1495 16

ტურის მოთამაშე

ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი)

37 წუთი, 16 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი, 1 ჩაჭრა.

ტურის საუკეთესო მოთამაშის "პოსტზე" პრეტენზიას ოთხი კალათბურთელი აცხადებდა: თსუ-ელი ილია ლონდარიძე, (40 ქულა), სტუ-ელი ვასილ ბერუაშვილი (27 ქულა, 15 მოხსნა), იუჯინ ჰარისი (20 ქულა, 16 მოხსნა) და ბუბა კვიმსაძე...

ვფიქრობთ, სამართლიანად, საუკეთესოდ ბუბა დავასახელეთ. მან სამმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი) და რაც მთავარია - მისი კარგი გარჯა "ქუთაისის" მიერ შსს-ს ძლევის საწინდარი გახდა.

vaxo
დავაი ქუტაისი მასე გააგრძელე. ბერიშვილი წაგვართვენ მარა მაინც ვერ დაგვასუსტენ!
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს