ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვინ ანგრევს ალენ ჰალილოვიჩის კარიერას?

ვინ ანგრევს ალენ ჰალილოვიჩის კარიერას?

ფეხბურთელი, რომელმაც მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერა მამას...
უკვე კარგა ხანია, ხორვატ ალენ ჰალილოვიჩზე ისე ლაპარაკობენ, როგორც მსოფლიო ფეხბურთის ტალანტზე, მაგრამ მან ვერა და ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰალილოვიჩი ყველაფერს უჯერებს მამას, ყოფილ ფეხბურთელს, სენიად ჰალილოვიჩს...

პირველად სენიად ჰალილოვიჩმა შვილის თაობაზე აღმატებით ხარისხში მაშინ ისაუბრა, როცა ის 13 წლის იყო. 90 წლების დასაწყისში უფროსი ჰალილოვიჩი ბოსნიის ნაკრებსა და ზაგრების "დინამოში" თამაშობდა, მისი მეუღლე ვანესა კი პიარ-აგენტად მუშაობდა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში.

ცოლ-ქმარს კარგად ესმოდა პიარის მნიშვნელობა. მათ თავიდანვე ააგორეს კამპანია იმის თაობაზე, რომ ფეხბურთში გამოჩნდა ახალი მესი, რომელიც მთლიანად შეცვლის ფეხბურთის რაობას.

უფროსი ჰალილოვიჩი მონდომებით ყვებოდა საგას მადრიდის "რეალთან" მომავალი თანამშრომლობის თაობაზე. ის იქვე ამბებდა, რომ მისმა ვაჟმა მხოლოდ ერთადერთი რამ იცოდა წინასწარ, რომ აუცილებლად ითამაშებდა ბოსნიის ნაკრებში. პირველი სერიოზული შეცდომა. მამა შეცდა, როდესაც წინასწარ განსაზღვრა ბიჭის მომავალი, რომელიც დაიბადა ხორვატულ დუბროვნიკში, საუბრობს ხორვატულად და მაშინ იყო ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო აკადემიის წევრი. დღეს ალენ ჰალილოვიჩი ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელია.

შეიძლება ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად თამაშობდეს, მაგრამ ამავე დროს მისთვის ტვინის არევა ძალიან იოლია. ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება. მოვიყვანოთ ნორვეგიელი მარტინ ედეგორის მაგალითი. ედეგორს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მამის დაჟინებით პატარა ედეგორი აღმოჩნდა "რეალში", სადაც ვერ გაუძლო ჯოჯოხეთურ კონკურენციას. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისი ფულს დახარბდა. მას კარლო ანჩელოტი ყურადღებას არ აქცევდა "სამეფო კლუბის" თანავარსკვლავედში, "კასტილიაში" კი თავად ედეგორი გამოიყურებოდა ქედმაღლურად.

უმცროსმა ჰალილოვიჩმა უფროსს ერთადერთ შემთხვევაში არ დაუჯერა და ხორვატიის ნაკრებში თამაში არჩია ბოსნიის პირველ გუნდში გარჯას, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა. უფროსი ჰალილოვიჩი არ იყო შვილის აგენტი, მაგრამ ის დიდი მონდომებით არჩევდა შვილისათვის გუნდს და საბოლოოდ არჩევანი "ბარსელონაზე" შეაჩერა.

ჯერ ერთი, 17 წლის შვილის სანაცვლოდ სენიადმა დიდი ფული მიიღო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ესპანეთში გადავიდა მთელი ოჯახი. ამასთან ერთად, ალენის ძმები, დინო და დამირი "ლა მასიას" აკადემიაში ჩაირიცხნენ.

ჰალილოვიჩის გადაბირება სურდა "ტოტენჰემსაც", მაგრამ გარიგება არ შედგა. საქმე ისაა, რომ უფროსმა ჰალილოვიჩმა მოითხოვა კონტრაქტში ჩაედოთ პუნქტი, რომლითაც "დეზების" თითოეულ შეხვედრაში ჰალილოვიჩს 45 წუთი მაინც უნდა ეთამაშა. ვინ დათანხმდებოდა ამას?

რაც მოხდა შემდეგ, უკვე ძალიან მოსალოდნელი იყო. ჰალილოვიჩი ჩარიცხეს "ბარსელონას" მეორე გუნდში, რომელიც მაშინ სეგუნდადან გავარდა. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი იყო, რომელიც დღეს ამბიციურ "რეალ სოსიედადს" აშენებს. ის არ იყო კმაყოფილი ჰალილოვიჩის გარჯით - ფეხბურთელი თამაშებზე ზარმაცობდა, ხოლო მათი დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად ემზადებოდა მწვრთნელთან, რომელიც საკრისტანის თანამოაზრე სულაც არ იყო.

ჰალილოვიჩი ვერ "ქაჩავდა" პირველი გუნდის დონემდე, მაგრამ ლუის ენრიკემ მაინც წაიყვანა მთავარი გუნდის შეკრებაზე ჰალილოვიჩი კონტრაქტის იმ პუნქტის მიხედვით, რომელიც თავის დროზე სენიად ჰალილოვიჩმა ჩადო კონტრაქტში.

ერთი წლით ჰალილოვიჩი გაანათხოვრეს "სპორტინგში" იქ ეპიზოდურად კარგი იყო, თუმცა როცა დაბრუნდა, მას ახალი გუნდის მოძიება ურჩიეს. ალენის აყვანა არაერთ ესპანურ გუნდს უნდოდა. ხორხე სამპაოლი მას "სევილიაში" ეძახდა, ედუარდო ბერიცო კი - "სელტაში". "ვილიარეალი" მასში დენის სუარესის შემცვლელს ხედავდა. ეგაა, ვერც ერთმა გუნდმა დააკმაყოფილა მისი ფინანსური მოთხოვნები.

ერთადერთი გუნდი, რომელიც მზად იყო, ჰალილოვიჩის სანაცვლოდ დიდი ფული გადაეხადა, იყო "ჰამბურგი". თუ ბუნდესლიგას უყურებთ, გეცოდინებათ, რომ ბოლო წლებში "ჰამბურგი" საშინლად თამაშობს და მხოლოდ უკანასკნელ მომენტში ახერხებს ბუნდესლიგაში დარჩენას. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ბრუნო ლაბადია. ის არასოდეს ენდობოდა ახალგაზრდა ფეხსბურთელებს. ტრანსფერი თავიდანვე შეიცავდა ძალიან დიდ რისკს.

"ჰამბურგში" ალენს დახვდა ბოსნიის ნაკრების მცველი, ემირ სპაჰიჩი. ემირს სენიადი თურქული "ალტაიდან" იცნობდა. მამამ მოითხოვა, შვილი სწორედ სპაჰიჩის ნომერში შეესახლებინათ. "ბოხუმთან" ამხანაგურ შეხვედრაში ლაბადიამ ჰალილოვიჩი შეტევის მარჯვენა ფლანგზე დააყენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰალილოვიჩმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მე საკუთარ თავს მხოლოდ პლეიმეიკერის პოზიციაზე ვხედავ. დანარჩენ პოზიციებზე მე თავს კარგად ვერ ვგრძნობ." ალენს "ჰამბურგში" 23-ე ნომერი მისცეს, როგორც ადრე რაფაელ ვან დერ ვაარტს. მან მაგრად ითამაშა სათასო შეხვედრა "ცვიკაუსთან" და ამით მისი მაგია დასრულდა. მამამ მას დაუქირავა ფიტნესის მწვრთნელი მარიო ტომლიანოვიჩი, რომელიც ხორვატიის ხელბურთელთა ნაკრებში მუშაობდა. მან შეგირდს დღეში სამჯერადი წვრთნა დაუნიშნა. ალენი იღლებოდა და "ჰამბურგის" ვარჯიშებზე ცუდად გამოიყურებოდა. პარტნიორების შენიშვნას მან ასე უპასუხა: "თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ირბინოთ, მე კი გოლები უნდა გავიტანო".

ჰალილოვიჩს "ჰამბურგში" საქმეები აერია. ლაბადია მას ძირითად შემადგენლობაში აღარ აყენებდა. მორიგი მწვრთნელი მარკუს გისდოლი კი დაცვითი ფეხბურთის თაყვანისმცემელია. მას არ უყვარს ფეხბურთელები, რომლებიც "შავი სამუშაოს" შესრულებას გაურბიან.

"მას აკლიმატიზაციის პერიოდი უდგას. მოვა დრო და ის ბედნიერი იქნება "ჰამბურგში". - თქვა სენიად ჰალილოვიჩმა.

ცოტა ხანიც და ჰალილოვიჩმა გუნდი დატოვა. ის მივიდა "ლას პალმასში", სადაც თვით კევინ-პრინს ბოატენგიც კი "გაცოცხლდა". იქნებ, ეშველოს, ის ხომ ჯერ 20 წლისაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე

"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა

"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ

ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია

[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი

"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა

კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?

კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა

"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა

პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს

მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა

"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ

მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში

ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს

ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის

"მილანმა" "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა, უეფას გადაწყვეტილებას კი გაასაჩივრებს

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

ტრანსფერ ONLINE: 12 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

ტრანსფერ ONLINE: 21 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს

ალენ ჰალილოვიჩი იჯარით ამჯერად ჰოლანდიაში გაუშვეს

Univision: ანანიძე, პატო, უილშირი... ფეხბურთელები, რომლებმაც ვერ გაამართლეს

ლა ლიგა. XIV ტურის ფაქტები: დრიბლიორი ნეიმარი