დოჰაში, მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-6 ეტაპზე ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის საბრძოლველად საჭირო შედეგი ვერ აჩვენა
დოჰაში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-6 ეტაპი, რომელმაც ჩვენს ამჟამინდელ ოცნებას წერტილი დაუსვა. 1991 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც მაია ჩიბურდანიძემ ჩინელ სიუ ჟუნთან დათმო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ გვირგვინის დასაბრუნებლად ფინალურ პაექრობასთან.

საკმარისი იყო, ნანა ძაგნიძეს ყატარში მეორე ადგილი დაეკავებინა ან ინდოელი ჰამფი კონერუ აღმოჩენილიყო პირველ-მეორე ადგილებს მიღმა, რომ წლის მიწურულს ჩვენებური ჩინელ ჰოუ იფანს დაპირისპირებოდა.

სამწუხაროდ, ოცნება ოცნებად დარჩა. რეალობა კი ის არის, რომ თურქეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ინდოელი ტახტზე ასასვლელად იმ შეჯიბრების გამარჯვებულსა და გვირგვინოსან ჩინელს შეხვდება. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც დოჰაში ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ელინა დანიელიანი უმოტივაცო აუტსაიდერს, ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას დაუზავდა, ხოლო ამ ტურნირზე აღმავლობით მოთამაშე ფრანგი მარი სებაგი ბათჰუიაგ მონგონთუულს (მონგოლეთი) დანებდა. ამგვარ სიტუაციაში კონერუს ერთადერთი შანსი რჩებოდა - აუცილებლად უნდა დაემარცხებინა ყატარში მცხოვრები ჩინელი, ტურნირის მაჩანჩალა მსოფლიოს ჩემპიონყოფილი ჟუ ჩენი, რაც ინდოელს არ გასჭირვებია, 8 ქულით პირველი-მეორე ადგილები გაიყო დანიელიანთან, გრანპრის გათამაშებაში კი მეორე ადგილი დაიკავა, რამაც მიზანთან მიაახლოვა.

მეთერთმეტე ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: მაია ჩიბურდანიძე-ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, სიუ იუჰუა (ჩინეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 1:0, ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი)-მარტა ფიერო (ეკვადორი) 0,5:0,5.

მე-6 ეტაპის შედეგები: დანიელიანი, კონერუ-8-8, სებაგი-7, კრამლინგი, ჩიბურდანიძე, ძაგნიძე-5,5,-5,5, სიუ იუჰუა, მონგონთუული-5, მკრტიჩიანი, ფიერო-4,5-4,5, სტეფანოვა-4, ჟუ ჩენი-3 ქულა.

გრანპრის გათამაშებაში სულ 20 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობდა. გაცნობებთ, ვინ რომელი ადგილი დაიკავა სამი ტურნირის ჯამში მოგროვებული ქულებით: 1. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 410), 2. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 398,3), 3. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 390), 4. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 383,3), 5. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 358,3), 6. ჟაო სიუ (ჩინეთი, 293,3), 7. სიუ იუჰუა (ჩინეთი, 275), 8. მარი სებაგი (საფრანგეთი, 270), 9. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 268,3), 10. პია კრამლინგი (შვედეთი, 245), 11. ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 213,3), 12. მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 195), 13. ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი, 175), 14. შენ იანი (ჩინეთი, 160), 15. ჟუ ჩენი (ყატარი, 145), 16. მარტა ფიერო (ეკვადორი, 120), 17. ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 100), 18. იუ ვენიუნი (ჩინეთი, 80), 19. ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 40), 20. ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 25).

kopala
გულს ნუ გავიტეხთ,გამარჯვებები რჩეულთა ხვედრია,ჩვენ კი რჩეული ერი ვართ.ჩვენ გავიმარჯვებთ
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს